03/02/2026
"ბეტა ჰოლდინგი" აცხადებს გაყიდვების მენეჯერის (B2B მიმართულება) ვაკანსიას
ლოკაცია: ქ. ბათუმი
ფუნქცია-მოვალეობა:
** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და პოტენციური პარტნიორების ბაზის შექმნა;
** ჰოლდინგში შემავალი სერვისების პრეზენტაცია და კლიენტებისთვის ოპტიმალური გადაწყვეტების შეთავაზება;
** მოლაპარაკებების წარმოება, კომერციული წინადადებების მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება;
** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
** გაყიდვების გეგმის შესრულება და ყოველთვიური რეპორტინგი მენეჯმენტთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება აქტიურ გაყიდვებში (სასურველია B2B სექტორში);
** ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და დარწმუნების უნარი;
** ენების ცოდნა: ქართული (სრულყოფილად), ინგლისური და რუსული (საკომუნიკაციო დონეზე);
გთავაზობთ:
** კონკურენტულ ფიქსირებულ ხელფასს + მზარდი საბონუსე სისტემა. ანაზღაურების რეინჯი 2000-დან 6000 ლარამდე.
პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "გაყიდვების მენეჯერი".
გაითვალისწინეთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რეზიუმეს მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში.
ჩვენს შესახებ:
„ბეტა ჰოლდინგი“ ბაზარზე სამი ძირითადი მიმართულებით ოპერირებს: სარეკლამო წარმოება და პოლიგრაფია, სარეკლამო მასალების რეალიზაცია, ასევე ივენთების დაგეგმვა და მართვა. ჩვენ ვქმნით მასშტაბურ პროექტებს.
ვეძებთ ენერგიულ, შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც დაგვეხმარება ბაზარზე პოზიციების განმტკიცებაში.