18/11/2025
ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ემოციურია❤️რეაბილიტაციის ცენტრი სადაც ოჯახური გარემოა. სწორედ ასეთ კომპანიებთან მიყვარს თანამშრომლობა,რადგან ზუსტად ვიცი რა შევქმნა. ეს არ იქნება არც გამეორებული და დაზეპირებული კონტენტი.
გელოდებათ საინტერესო პოდკასტები ისეთ თემებზე როგორებიცაა:
ფიზიკური თერაპია, მეტყველების თერაპია, ქცევითი თერაპია, სენსორული ინტეგრაცია, ოკუპაციური თერაპია, ხელოვნებისა და მუსიკალური თერაპია, სპეციალური განათლება და ბავშვთა ნევროლოგია.
☀️❤️🩷🩵💙💛💜🧡
🌿 მოგესალმებათ რეაბილიტაციის ცენტრი „ნაიო“ — ახლა უკვე ოფიციალურ Facebook გვერდზე!
ჩვენი ცენტრი ფუნქციონირებს 1997 წლიდან, თავდაპირველად მას ერქვა „თემიდა 1997, ხოლო 2013 წლიდან შეიცვალა სახელი და დღემდე საქმიანობას ვაგრძელებთ როგორც „ნაიო“ (ააიპ).
📍 ჩვენი სათაო ოფისი მდებარეობს ქუთაისში, დუმბაძის 59
ხოლო დამატებითი ფილიალები — ტყიბულში, ხონსა და ზესტაფონში.
ცენტრის გაფართოება განხორციელდა სახელმწიფოსა და საერთაშორისო პარტნიორების — აშშ, გერმანიისა და ბულგარეთის საელჩოების მხარდაჭერით.
👥 ჩვენს გუნდში მუშაობს 115 მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, მათ შორის:
ფიზიკური, მეტყველების, ქცევითი, სენსორული, ოკუპაციური და ხელოვნების თერაპევტები, სპეციალური პედაგოგები და ბავშვთა ნევროლოგი.
🧡 „ნაიო“ დღეს ემსახურება 852 ბენეფიციარს შემდეგი სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში:
• აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამა
• ადრეული განვითარების პროგრამა
• ქუთაისის მერიის აუტიზმის პროგრამა
• წყალტუბოს მერიის ჯანდაცვის პროგრამა
• სხვადასხვა მუნიციპალიტეტების სამედიცინო პროგრამები
🎨 ჩვენს ცენტრში ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი სერვისები:
ფიზიკური თერაპია, მეტყველების თერაპია, ქცევითი თერაპია, სენსორული ინტეგრაცია, ოკუპაციური თერაპია, ხელოვნებისა და მუსიკალური თერაპია, სპეციალური განათლება და ბავშვთა ნევროლოგის მომსახურება.
📈 ნაიოს მიმართ ნდობა და სერვისებზე მოთხოვნა ყოველწლიურად 15–17%-ით იზრდება, რაც ნათლად უსვამს ხაზს ჩვენი ცენტრის პროფესიონალიზმსა და მნიშვნელობას რეგიონში.
💚 ამ გვერდზე გაგიზიარებთ სიახლეებს, მნიშვნელოვან ინფორმაციას, სასარგებლო რჩევებს და საინტერესო ისტორიებს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობიდან.
მადლობა, რომ გვენდობით — ჩვენ თქვენს გვერდით ვართ.