26/02/2026
𝗜𝗻𝘀𝘁𝗮𝗴𝗿𝗮𝗺 კიდევ ერთ სტრატეგიულ გარდატეხას გეგმავს.
პლატფორმა ტესტავს დიზაინს, სადაც აპის გახსნისას მომხმარებელი პირდაპირ Reels feed-ზე მოხვდება და ქვედა პანელში დაემატება ახალი „Your Feeds“ ცენტრი.
რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?
თუ ეს განახლება ოფიციალურად ამოქმედდა:
Reels გახდება მთავარი შესასვლელი არხი
მომხმარებლებს ექნებათ დამატებითი კონტროლი Reels feed-ებზე: Following, Friends, Latest, Saved ჩანართებით
შესაძლებელი იქნება Favorites და Suggested სტრიმებს შორის სწრაფი გადართვა
Short ვიდეოები გადაიქცევა ძირითადი ყურადღების ერთეულად
ეს ნიშნავს ერთ რამეს: ადამიანების ქცევა შეიცვალა, შესაბამისად იცვლება ინტერფეისიც.
თუმცა Adam Mosseri-მ ( IG ხელმძღვანელი) არაერთხელ აღნიშნა, რომ ფოტოები არსად გაქრება და ძირითადი ლენტა უცვლელი დარჩება.
იმ შემთხვევაში თუ Reels გადაიქცევა ინსტას მთავარ შესასვლელ არხად, ბიზნეს გვერდები იძულებულნი გახდებიან მოახდინონ: ყურადღების, ბიუჯეტის და კრეატივების სტრატეგიული გადანაწილება
Feed სტრატეგია ამ შემთხვებაში, უნდა დაიგეგმოს ვიდეოზე ორიენტირებულად
რადგან თუ მომხმარებელი შესვლუსთანავე მოხვდება ვიდეოების არხში, აშკარა რისკის ქვეშ აღმოჩნდება, მხოლოდ ფოტოზე აგებული კონტენტ სტრატეგია.
რა როგორ იმუშავებს დრო გვაჩვენებს, ერთი რაც ზუსტად ვიცი, ჩემი კონტაქტები ამ ყველაფერს შეხვდებიან ინფორმირებულები🧚🏼..
დღეისთვის მეტს არ დაგღლით..
აბა დროებით.🫶🏼