17/06/2025
2007 წელს ბრაიან ჩესკი და ჯო გებია სანს ფრანცისკოში ცხოვრობდნენ და ქირის ფული არ ჰქონდათ. ერთ დღეს ქალაქში დიზაინერული კონფერენცია ჩატარდა და ყველა სასტუმრო გადაჭედილი იყო.
მათ სახლში ჰქონდათ 3 გასაბერი ლეიბი.
გადაწყვიტეს – „Air Bed & Breakfast“ გაეკეთებინათ და თავიანთ ბინაში მიეწვიათ კონფერენციის სტუმრები, საუზმით და მეგობრული გარემოთი.
ეს იდეა იყო დასაწყისი Airbnb-ის, რომელიც დღეს მილიარდობით დოლარის ღირებულების გლობალური პლატფორმაა.
მაგრამ წარმატება უცებ არ მოსულა.
🔁 და აქ იწყება მთავარი რეკლამის როლი:
Airbnb-ის მომხმარებლები თავდაპირველად არ ენდობოდნენ ამ მოდელს.
👉 ხალხი ფიქრობდა: „ნაცნობების გარეშე როგორ გავუშვა უცხო ბინაში? ან უცხოს სახლში როგორ გავჩერდე?“
მათ აუდიტორიის ენა და ტონი შეცვალეს, აღარ ყიდიდნენ ოთახს, ყიდდნენ ამბავს.
🎥 „Don’t just go there - live there.“
📸 სახლები კამერით უჩვენეს, არა როგორც უძრავი ქონება, არამედ როგორც ადამიანები, გამოცდილებები, ემოცია.
დაიწყეს მიკროისტორიების გაზიარება:
ადამიანი რომელიც პირველად გააქირავა ბინა პარიზში;
სტუდენტი, რომელმაც მოგზაურობით დაიწყო შემოსავლის გენერირება;
და მოგზაური, ვინც ბერლინში არა ტურისტად, არამედ „მოსახლედ“ იგრძნო თავი;
📊 შედეგები:
ნდობა გაიზარდა
პლატფორმა გადაიქცა გლობალურ მოძრაობად
მომხმარებლების რაოდენობა 10 წელიწადში ასეულობით მილიონს გადააჭარბა
Airbnb ღირდა 2020 წლის IPO-ს დროს 100 მილიარდ დოლარზე მეტი