13/12/2021
🐾ლაბრადორი 🐾
ლაბრადორი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მოსიყვარულე და მეგობრული ჯიშია🥰 ლამაზი არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ იმ თვისებებით, რომლებითაც ყველას აყვარებს თავს🤩 ის ყოველთვის მზადაა თამაშისთვის და ეს თვისება ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომელიც მას ოჯახისთვის საუკეთესო შინაურ ცხოველად აქცევს🥰❤️ ძალიან მეგობრულია სხვა ადამიანებისა და ცხოველების მიმართ და ძალიან უყვარს ახალი ნაცნობების შეძენა 🤩 მას ძალიან უყვარს მოფერება და ყურადღების ცენტრში ყოფნა, რის გამოც მისი დიდხანს მარტო დატოვება არ შეიძლება ❤️ ყოველდღიურად უნდა გრძნობდეს, რომ ოჯახის ერთ-ერთი განუყოფელი წევრია 🥰 ლაბრადორს ყოველდღიურად სჭირდება გასეირნება, თუმცა 20 წუთიანი სეირნობა მისთვის საკმარისი როდია😅 ის ძალიან ხალისიანი, თამაშისა და სირბილის მოყვარული არსებაა, რის გამოც ჭირდება ყოველდღიურად ენერგიისგან დაცლა🥰 იმის მიუხედავად, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი, მშვიდი და ჩუმი ძაღლია, მის გაწვრთნას პატრონის მხრიდან მაინც დიდი ძალისხმევა სჭირდება, ვინაიდან მას არ უყვარს ხმამაღალი ხმა და ყვირილი, რამაც შეიძლება მისი გაღიზიანება და დაუმორჩილებლობა გამოიწვიოს 😅 ლაბრადორის ჯიშის ძაღლს სიმსუქნისკენ აქვს მიდრეკილება, ამიტომ გვირჩევენ, რომ ლეკვობიდანვე არ შევუწყოთ ხელი მის მსუნაგობას, რადგან ჭარბი წონა წამოზრდის შემდეგ ძალიან შეაწუხებს 😄 ასევე გვირჩევენ, რომ ბრჭყალები დროულად დავაჭრათ, რათა თავიდან ავირიდოთ მათი გადატეხვა ან სხვა მსგავსი პრობლემები😄 ამასთან ერთად, ბრჭყალების მოუვლელობამ შეიძლება სიარულის დროს პრობლემებიც გამოიწვიოს 😄 კიდევ ერთი რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ არის პირის ღრუს წმენდის პროცედურების ჩატარება წელიწადში მინიმუმ ორჯერ მაინც 😅 რაც უფრო აქტიურია თქვენი ლაბრადორი, მით უფრო მეტი შანსია შეაწუხოს პირის ღრუს სისუფთავის პრობლემამ, ამიტომ კვირაში რამოდენიმეჯერ თქვენითაც უნდა შეძლოთ მისი კბილების გამოხეხვა😄❤️ მის სისაყვარლისა და სილამაზის დასადასტურებლად ჩავთვალეთ, რომ ქვემოთ მოცემული ერთი ფოტოც საკმარისია🤩🤩❤️❤️
#ძაღლები