12/04/2025
MARKETING MAKES YOU RICH 💸
და მაინც... რა არის მარკეტინგი? 🤔
მოსაწყენ და შაბლონურ განმარტებას თუ დავუჯერებთ, რომელსაც ბოლომდე არავინ კითხულობს, მარკეტინგი არის სოციალური და მმართველობითი პროცესი, რომელიც მოწოდებულია გაცვლის მეშვეობით ადამიანების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ 🥱
რეალურად კი მარკეტინგად შეგვიძლია მოვიაზროთ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც პროდუქტის გაყიდვის მიზნით ხორციელდება. 🎯
მაგალითად, ბაზრობაზე, დახლზე ვაშლის გამოტანაც მარკეტინგული ნაბიჯია. ახორციელებ პირველად, ვიზუალურ კომუნიკაციას პოტენციურ კლიენტთან - აჩვენებ მას პროდუქტს. 🍏
აწერ ფასს - ინფორმაციული კომუნიკაცია. 🚀
აწერ ფასს ლამაზი კალიგრაფიითა და მსხვილი მარკერით - უფრო ეფექტური ინფორმაციული კომუნიკაცია, რომლითაც ახდენ საფასო კატეგორიზაციას კლიენტისთვის. 🖊️
შევაჯამოთ - როცა იწყებ ბიზნესს, ავტომატურად იწყებ მარკეტინგულ კამპანიასაც. ქვედა ზღვარია დაწყება, ზედა ზღვარი კი არ არსებობს - რა სახის და რა მასშტაბის იქნება თქვენი მარკეტინგი, ამას უკვე მიზანი განსაზღვრავს. ამ მიზნის მიღწევაში კი ჩვენ დაგეხმარებით.
https://www.addax.ge/