16/04/2025
🌟 ემოციების ერა! 🌟
როგორ მოვიზიდოთ მომხმარებლის ყურადღება 2025 წელს?
მსოფლიოში, სადაც ყოველდღიურობა რუტინული და პროგნოზირებადია, განსხვავებული განცდები პრიორიტეტად იქცევა. ჩვენ ვეძებთ არა მხოლოდ პროდუქტებს ან სერვისებს, არამედ გრძნობებს და გამოცდილებას, ამ პროცესში დიდ როლს კი სწორედ ბრენდი იკავებს!
🔎 Wunderman Thompson-ის ბოლო კვლევა, „აღდგომის ეპოქა“ - ს მიხედვით, მოსახლეობის 74% ცხოვრობს მოლოდინით, რომ რაღაც კარგი მოხდება, ხოლო 65% - ს სურს, ბრენდებმა მათ შესთავაზონ შთამბეჭდავი და გამაოგნებელი სარეკლამო კამპანიები. შესაბამისად, პრაქტიკული გადაწყვეტილებების ძიების ნაცვლად, ჩვენ ვეძებთ ემოციურ მუხტს, არსებობის შესალამაზებლად.
💡 რატომ არის ეს ფენომენი მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის? თანამედროვე ადამიანი ხშირად გრძნობს შფოთვას და დაღლილობას, ის განიცდის ნათელი, ცოცხალი შთაბეჭდილებების ნაკლებობას. ამავდროულად 61% მომხმარებელს სჯერა, რომ სწორედ ბრენდმა უნდა შექმნას და შესთავაზოს მას ინტენსიური ემოციები, ხოლო 49% მზად არის დაუჭიროს მხარი იმ კომპანიებს, რომლებიც სიხარულს ანიჭებენ მას.
🔮 ბრენდებს გააჩნიათ ყველა საჭირო ინსტრუმენტი ემოციების შესაქმნელად! შიში, გაკვირვება, აღტაცება — ეს ემოციები მნიშვნელოვანი ელემენტებია მარკეტინგული სტრატეგიების შექმნისას. საიდუმლო კი იმაში მდგომარეობს, რომ ეს არამხოლოდ სარეკლამო ხრიკია, არამედ ღრმა, გულწრფელი მიდგომა დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შექმნის პროცესში.
როგორი კონტენტი გამოირჩევა ეფექტურობით?
🎃 გავიხსენოთ S.Ride-ის ტოკიოს ტაქსის აქცია, სადაც მგზავრებს მიეცათ შესაძლებლობა ემგზავრათ ფილმ „ზარი“-ის მთავარ პერსონაჟთან. ამ შთამბეჭდავმა გამოცდილებამ, თუ შიშისა და სიტუაციის კონტროლის სინთეზმა, გამოღო შედეგი და მოუტანა კომპანიას წარმატება.
🌍 არასტაბილურობისა და შფოთვის დროს ადამიანები ეძებენ გზებს, რათა იგრძნონ კონტროლი და გამოიარონ დაუვიწყარი ემოციები. ბრენდები, რომლებიც შეძლებენ ასეთი გამოცდილების შექმნას, აუცილებლად მოიპოვებენ მომხმარებელთა აღიარებას და სიყვარულს.
რას ფიქრობთ, მზად ხართ თქვენს მომხმარებელს საოცარი შეგრძნებები და ემოციები აჩუქოთ? ეს არის ტრენდი, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს!
შევაჯამოთ:
2025 წლის ტენდენციები
პროვოკაციული კონტენტი - აგრესიული გაყიდვები
შოკ კონტენტი - ვირუსული რეკლამა
Fan კონტენტი – ლოიალობა ბრენდის მიმართ
Creative კონტენტი – ბრენდის განახლება, ახალი აუდიტორიის ძიება, უნიკალურობა
როგორ ფიქრობთ, მზად ხართ თქვენს კლიენტებს ანახოთ მონსტრები, კლოუნები, მემები, რომლებიც მათ ყურადღებას მიიპყრობენ? ეს არის ახალი ტენდენცია, რომელიც არავის ტოვებს გულგრილს!
ჩვენი სააგენტო სიამოვნებით დაგეხმარებათ რჩევით, ასევე შეგვიძლია განვავითაროთ და ვმართოთ თქვენი სოციალური ქსელები.
#მარკეტინგი #ემოციები #დაუვიწყარი გამოცდილება #აღდგომის ერა