Zvio's blog

Zvio's blog ჩემი პირადი ფეისბუქ გვერდი

ვახ ბიჭოო.. 😁😁😁წაიკითხეთ❗️❗️❗️😂😂😂,,მაღალმთიან სოფელში ვცხოვრობ და ავტომანქანაც შესაფერისი მყავდა ყოველთვის. ამ რამდენიმე...
02/01/2026

ვახ ბიჭოო.. 😁😁😁
წაიკითხეთ❗️❗️❗️😂😂😂
,,მაღალმთიან სოფელში ვცხოვრობ და ავტომანქანაც შესაფერისი მყავდა ყოველთვის. ამ რამდენიმე წლის წინ, "ნისანის" ჯიპი ვიყიდე, აი, ისეთი, გაეროს წარმომადგენლები რომ დადიან. ჰოდა, სახლში რომ მოვიყვანე, საბარგულში სამშენებლო ბლოკი დავინახე. ძალიან არ მიყვარს მანქანაში ზედმეტი ნივთები. რა ჯანდაბა უნდა ამას მანქანაში-მეთქი და გადავაგდე. გავიდა რამდენიმე თვე, სადღაც მივდივარ ჩემი "ნისანით", უცებ საბურავი გასკდა, "ზაპასკა" გადმოვიღე, "დომკრატი" მოვამზადე, მაგრამ რად გინდა, "დომკრატი" გაცილებით პატარა აღმოჩნდა, მაშინ კი მივხვდი, რატომაც იყო საბარგულში ბლოკი.
მალე ეს მანქანა გავყიდე და "ვილისი" ვიყიდე, ვხედავ, საბარგულში დევს აგური. მაშინვე ამოვიღე "დომკრატი", ოთხივე მხარეს დავუარე, მაგრამ ოთხივეს მოერგო.მაშინ რაღად მინდა-მეთქი და ისიც გადავაგდე. მეორე დღეს მეზობელ სოფელში წავედი ძმაკაცთან ერთად. დიდი მინდორი უნდა გამევლო. აღმართში მანქანამ ერთი დააცემინა და გაჩერდა. მაშინვე ხელის "ტორმუზი"ამოვწიე, ქვემოთ რომ არ დაგორებულიყო, მაგრამ სადაა "რუჩნოი"? მიდი, ძმურად, ქვა ნახე და დაუდე-თქო, ვუთხარი მეგობარს. ჩავიდა, ბევრი ეძება ქვა, მაგრამ ვერ იპოვა. აი, მაშინ მივხვდი, რატომ იყო საჭირო საბარგულში აგური.
აქ თითქოს კურიოზული არაფერია, მაგრამ "ვილისი" რომ გავყიდე და "პაჯერო" ვიყიდე, სწორედ მაშინ მოხდა კურიოზი... საბარგული ავხადე და შიგ ერთი ცალი მეტლახი ეგდო. ჰოდა, მთელი წელია დავდივარ ამ მეტლახით. მეკითხებიან, რატომ დაგაქვს აქეთ იქითო, მაგრამ შიშით ვერ ვაგდებ, რა ვიცი, რაში დამჭირდება..."
⚡ ავტორი უცნობია ⚡

ამაცრემლა ამხელა კაცი :)  ,, შემთხვევით არაფერი არ ხდება!”❤️ პატარა ბიჭმა თბილად ჩაიცვა და მამას უთხრა:— მამა! მე უკვე მ...
02/01/2026

ამაცრემლა ამხელა კაცი :)


,, შემთხვევით არაფერი არ ხდება!”❤️
პატარა ბიჭმა თბილად ჩაიცვა და მამას უთხრა:
— მამა! მე უკვე მზად ვარ!
მისი მამა, რომელიც მღვდელი იყო, უთხრა:
—რისთვის ხარ მზად?
—დროა გავიდეთ ქუჩებში და ჩვენი ბუკლეტები დავარიგოთ. მამამ მიუგო:
—შვილო! გარეთ ძალიან ცივა და წვიმა ცრის. გაოცებულმა ბავშვმა შეხედა მამას და უპასუხა:
— მამა, ხალხმა უნდა გაიგოს ღმერთის შესახებ წვიმიან ამინდშიც კი.
— შვილო! ასეთ ამინდში მე არ გავალ გარეთ. სასოწარკვეთილმა ბავშვმა უთხრა :
— შეიძლება? მე მარტო გავალ, გთხოვ!
მამამ, ოდნავ შეყოვნების შემდეგ მიუგო:
—შვილო! აგერ ბუკლეტები, შენ შეგიძლია წახვიდე, ოღონდ ფრთხილად იყავი.
— მადლობა მამა!
ასე გამოვიდა შვილი წვიმაში. 11 წლის მოზარდი დადიოდა იმ დასახლების ქუჩებში და ურიგებდა ბუკლეტებს ადამიანებს, ვინც ქუჩაში ხვდებოდა წვიმაში და სიცივეში. ორ საათიანი სიარულის შემდეგ, ბოლო ბუკლეტით ხელში გაჩერდა ქუჩის კუთხეში, რომ დაენახა ვინმე და გადაეცა, მაგრამ ქუჩა სრულიად ცარიელი იყო. შემდეგ შებრუნდა პირველივე სახლისკენ, მივიდა კართან, რამოდენიმეჯერ შეეხო ზარს, მაგრამ არავინ გამოვიდა. ბოლოს მობრუნდა ბავშვი, რომ წამოსულიყო, რაღაცამ შეაჩერა, მიტრიალდა და კარებზე დაიწყო ზარის რეკვა და ბრახუნი. ის განაგრძნობდა ლოდინს. ბოლოს კარი ფრთხილად გაიღო. გამოვიდა ქალი, ძალიან მწუხარე გამომეტყველებით და ნაზი ხმით ჰკითხა:
— შვილო, რით შემიძლია, მოგემსახურო?
გაბრწყინებული თვალებით და ნათელი ღიმილით ბავშვმა უთხრა:
— ქალბატონო ბოდიში თუ აგაფორიაქეთ, მაგრამ უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ღმერთს მართლა უყვარხარ და მე მოვედი, რომ მოგცეთ ჩემი ბოლო ფლაერი, რომელშიც წერია ღმერთზე და მის დიდ სიყვარულზე.
ბიჭმა მიაწოდა მას ფლაერი.
— მადლობა შვილო, უფალმა დაგლოცოს!
შემდეგ კვირა დილას, მღვდელმა,როდესაც მსახურება დაიწყო, იკითხა:
—ვინმეს აქვს დამოწმება ან რაიმე, რისი გაზიარებაც გსურთ?
ეკლესიის უკანა რიგში ფრთხილად წამოდგა მოხუცებული ქალი, როდესაც საუბარი დაიწყო, თვალები გაუბრწყინდა:
ამ ეკლესიაში არავინ მიცნობს, მე არასოდეს ვყოფილვარ აქ, წინა კვირას ქრისტიანიც კი არ ვიყავი. ქმარი გარდამეცვალა ცოტა ხნის უკან, მარტოდ დამტოვა ამ ქვეყანაზე. წინა კვირა ცივი და წვიმიანი იყო, ასეთივე იყო ჩემი გულიც, იმ დღეს გზის დასასრულს მივადექი, რადგან იმედი აღარ მქონდა და აღარც სიცოცხლე მინდოდა. ავიღე კიბე, ჩემი სახლის სხვენზე ავედი, თოკის ერთი მხარე ჩამოვაბი სახურავის კოჭს, შემდეგ ავედი სკამზე და თოკის მეორე ბოლო კისერზე შემოვიხვიე. მე ვიდექი სკამზე , როგორც მარტო სული, დამსხვრეული გულით, უკვე ვაპირებდი სკამიდან გადმოხტომას, რომ მომესმა ხმამაღალი კაკუნი კარზე. ვიფიქრე: დავაცდი, ვინც არ უნდა იყოს წავა. ველოდებოდი და ველოდებოდი, მაგრამ კაკუნი ყოველ ჯერზე, უფრო და უფრო ემატებოდა. ვფიქრობდი ვინ უნდა ყოფილიყო? არავინ არასოდეს მოდის ჩემ კართან, არც არავინ მინახულებს.
მოვიხსენი თოკი კისრიდან და გავეშურე კარისაკენ, რომელზეც ჯერ ისევ რეკავდენ და აკაკუნებდნენ.
როდესაც კარი გავაღე, დაუჯერებელი იყო, რასაც ჩემი თვალები ხედავდა, ჩემი კარის წინ იდგა ბრწყინვალე ანგელოზივით ბავშვი, რომელიც ოდესმე მინახავს.
ის, ისე მიღიმოდა, ალბად ვერასოდეს ავღწერ ამას. მისი ბაგიდან გამოსულმა სიტყვებმა სიცოცხლისაკენ შემობრუნება აიძულა დიდი ხნის მკვდარ ჩემ გულს, როდესაც მან ქერუბიმის ხმაზე მომართა:
,,ქალბატონო! უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ღმერთს მართლა უყვარხართ!”
როდესაც პატარა ანგელოზი გაუჩინარდა სიცივესა და წვიმას შორის, მივხურე კარი და წავიკითხე ფლაერის ყოველი სიტყვა, შემდეგ ავედი სხვენში, ჩამოვხსენი თოკი და სკამი ჩამოვიტანე, როგორც ხედავთ მე აღარ მჭირდება ისინი.
ახლა მეფის ბედნიერი ასული ვარ.
როდესაც ბავშვი გატრიალდა, დავინახე ამ ეკლესიისაკენ წამოვიდა, ამიტომაც პირადად მოვედი, რომ მადლობა გადაუხადო ამ პატარა ანგელოზს, რომელიც ზუსტად თავის დროზე მოვიდა,ჩემი სიცოცხლის სახსნელად და შეცვალა ჩემი სამუდამოდ ჯოჯოხეთში ყოფნა, სამუდამოდ ღმერთის თანდასწრებაში ყოფნით.
,,ეკლესია ტიროდა...”
მოძღვარი ჩამოვიდა კათედრიდან, პირველი რიგის სკამთან, სადაც პატარა ანგელოზი იჯდა, თავისი შვილი ხელში აიყვანა და შეუკავებლად ტიროდა... "

გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს
06/04/2025

გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს

14/02/2025
ბოლო დღეების ჰიტი :) ტექსტით :*
13/02/2025

ბოლო დღეების ჰიტი :) ტექსტით :*

ვა სოფელოასრულებს გიორგი სიხარულიძე (ასევე: გია დავითიანი, გიორგი ძოწენიძე, დათა კობიაშვილი, რატი მეზვრიშვილი, ნ.....

📢 მოგესალმებით მეგობრებო..🗓️ 2 აგვისტოს..🕕 18:00 საათზე..🏤 ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი.კ...
01/08/2023

📢 მოგესალმებით მეგობრებო..

🗓️ 2 აგვისტოს..

🕕 18:00 საათზე..

🏤 ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი.

კონცერტის მიზანია, შეგროვდეს თანხა ამირან დევაძის გულის გადანერგვის საოპერაციოდ.

✅მონაწილეობენ:
🔵ჯეკო გოგიტიძე
🔵 სულხან დევაძე
🔵ტრიო გოგლაურა
🔵აჩიკო გოგიტიძე
🔵ოთო ბუაძე
🔵 Aseal Sool
🔵სალომე მირიანაშვილი
🔵ბაიარ შაჰინი
🔵ნიკო ბერიძე
🔵გიორგი ბერიძე
🔵მზიკო ფარტენაძე
🔵ანრი გუჩმანიძე
🔵გვანცა ოსიყმაშვილი
🔵სანდრო კურცხალიძე
🔵თამთა ხუხუნაიშვილი
🔵 ავთო აბესლამიძე
🔵 გიორგი ნაკაშიძე
🔵აჩიკო ბერიძე

✅წამყვანები:
🔵დავით (გუდიკა) მოისწრაფიშვილი და
🔵ანა შამილაძე

🎫🎫ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე ,, ბილეთები.ჯი"
https://biletebi.ge/charity-concert-for-amiran-devadze/saqvelmoqmedo-kontserti-amiran-devadzestvis-charity-concert-for-amiran-devadze

გთხოვთ შეიძინოთ ბილეთები, დაესწროთ შესანიშნავ და იშვიათ (მონაწილეთა სიმრავლის გამო) კონცერტს და ამავდროულად გააკეთებთ (ბილეთების შეძენით) ქველმოქმედებას.

უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

03/06/2023

🎉 ისტორია დაიწერა!

🥇 ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს წლევანდელი სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა 🇬🇪

27/04/2023

,,მუსლიმანმა მოსამართლემ საკუთარ სახლში,სადილზე მიიწვია ბერი და ჰკითხა მას:
- გთხოვთ მითხრათ,მე ვარ მუსლიმანი კაცი და ვცდილობ ვიცხოვრო კანონის თანახმად,მე ვემსახურები სამართალს,მე არასდროს ვიღებ ქრთამს,მე ყოველთვის დავდივარ სალოცავად,მე ვცდილობ ვიყო ჭეშმარიტ გზაზე და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ.მე ნამდვილად ვერ დავიმკვიდრებ ცათა სასუფეველს?
ბერმა უპასუხა:
- მითხარით ბატონო, გყავთ შვილები?
- დიახ - უპასუხა მოსამართლემ.
- გყავთ მსახურები?
- დიახ,რა თქმა უნდა.
- მითხარით ვინ უფრო გიჯერებთ,მსახურები თუ თქვენი შვილები?
- მსახურები,რა თქმა უნდა.ისინი ასრულებენ ჩემს ყველა სიტყვას,ისინი ყველა გზით ცდილობენ ჩემი თხოვნის შესრულებას,მაგრამ შვილები ჯიუტები არიან,ხშირად არ მისმენენ და საკუთარი ნებით იქცევიან.
- მაშინ მითხარით,როდესაც გარდაიცვლებით ვის დაუტოვებთ მთელ თქვენს ქონებას,მსახურებს თუ შვილებს?
- შვილებს,რა თქმა უნდა! - წამოიძახა მოსამართლემ.
- მსგავსია ცათა სასუფეველიც,შენ შეიძლება იყო იდეალური მსახური,მაგრამ მხოლოდ შვილებმა მიიღონ მემკვიდრეობა,ერთადერთი გზა,რომ გახდე შვილი ეს არის იესო ქრისტე!ამიტომ შენ უკვე აღარ ხარ მონა,არამედ ძე,ხოლო თუ ძე,მემკვიდრეც ხარ ღვთის მიერ.

გალატელთა 4:7"

Address

ბათუმი
Batumi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Zvio's blog posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Zvio's blog:

Share