Open Rustavi • ღია რუსთავი

Open Rustavi • ღია რუსთავი გვერდი ეკუთვნის შპს "რუსთავის მედია ჯგუფს".

არ დაგავიწდეთ ჩვენს ჯგუფებში გაწევრიანება

https://www.facebook.com/groups/openrustavi.ge/

https://www.facebook.com/groups/openrustavi/

17/09/2026

ხმაურიანი გახსნა სამგორში .

„კორუფციონერი მერი ხარ! მოღალატე!“

ამ შეძახილებით შეხვდნენ მოქალაქეები პარკის გახსნაზე მისულ კახა კალაძეს.

🎥 Mariam Mekantsishvili

ილია თოფურია — „ბოლო სამედიცინო გამოკვლევაც ჩავიტარე. დავბრუნდი!“UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ, სოციალურ ქსე...
17/09/2026

ილია თოფურია — „ბოლო სამედიცინო გამოკვლევაც ჩავიტარე. დავბრუნდი!“

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ, სოციალურ ქსელ X-ზე (Twitter) ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ოქტაგონზე დაბრუნება ოფიციალურად დაადასტურა და კრიტიკოსებს მკაცრად უპასუხა.

„ბოლო სამედიცინო გამოკვლევაც ჩავიტარე. დავბრუნდი. მივმართავ ყველა კლოუნს, რომელიც პირს არ აჩერებს და მაკრიტიკებს — აქ ვარ. ახლა გავაგებთ, ვის აქვს გამბედაობა. მადლობა ყველას თანადგომისთვის.
შემდეგში კარგად გავარკვევ იმას, თუ როგორ შეამოწმებენ ჯასტინის ხელთათმანებს, რათა იქ რამე არ მოათავსოს. მალე შევხვდებით.“

ქართველი მებრძოლი აშკარად მიანიშნებს თავის სავარაუდო ოპონენტსა და პოტენციურ დაპირისპირებაზე, სადაც ის არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც იწყებს მეტოქეზე.
ილიას დაბრუნება UFC-ის გულშემატკივრებისთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და სასურველი მოვლენაა.

11/09/2026

გიორგი ბარამიძის დაკავების კადრები.

გიორგი ბარამიძე დააკავეს.სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე აიყვანეს. დაკავების კონკრეტული...
11/09/2026

გიორგი ბარამიძე დააკავეს.

სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე აიყვანეს. დაკავების კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, 7 აგვისტოს უწყებამ მის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატისა და საბოტაჟის მუხლით წამოიწყო, რაც აფხაზეთის ომში ტყვეებთან დაკავშირებით გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას უკავშირდებოდა. თავად ბარამიძემ მოგვიანებით განმარტა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო და სწორედ მისი ჩართულობით მოხერხდა 200 ქართველი ტყვის უსაფრთხოდ გაცვლა.

08/09/2026

ბრძოლა ეროვნული იდენტობისთვის: კირიონ II და ქართველი მოღვაწეები ეგზარქოსობის წინააღმდეგ.

🎬 ( რუსეთი მტერია).

08/09/2026

დაპირისპირება საქალაქო სასამართლოსთან
დაკავებულთა მშობლები ეკა კუპატაძეს დაუპირისპირდნენ.

საქალაქო სასამართლოსთან ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებულთა მშობლებსა და ეკა კუპატაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

🎬 (ტვ პირველი)

08/09/2026

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ლექსო სვიმონიშვილი ინციდენტის ამსახველ ვიდეოკადრებს აქვეყნებს. მისი განცხადებით, ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ მარტო მყოფ ელიზბარაშვილს შვიდ ადამიანთან უწევდა გამკლავება.

ადვოკატის თქმით, ერთ-ერთი პირი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა და სწორედ ის არის კონფლიქტის ინიციატორი. სვიმონიშვილის განცხადებით, აღნიშნული პირი ინციდენტის ადგილზე რამდენჯერმე ბრუნდება და ელიზბარაშვილის მიმართ აგრესიას აგრძელებს.

„მჯერა, რომ საზოგადოება ზუსტ და სამართლიან შეფასებას თავად მოახდენს“, — წერს ლექსო სვიმონიშვილი.

02/09/2026

დაურ ბუავას გამოსვენების ცერემონია

🎬ლევან ზაზაძე

თბილისში დაღუპული აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.დაურ ბუავას ახლობლები და მეგობრები სამო...
01/09/2026

თბილისში დაღუპული აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

დაურ ბუავას ახლობლები და მეგობრები სამოქალაქო პანაშვიდზე იკრიბებიან. აფხაზი ბლოგერი 27 აგვისტოს თბილისში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბუავას დაკრძალვა 2 სექტემბერს, 16:00 საათზე, მუხათგვერდის სასაფლაოზე გაიმართება.

თბილისში 30 წლის აფხაზი ბლოგერის ცხედარი იპოვეს.თბილისში, დიღომში, ნაქირავებ ბინაში 30 წლის აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა გა...
28/08/2026

თბილისში 30 წლის აფხაზი ბლოგერის ცხედარი იპოვეს.

თბილისში, დიღომში, ნაქირავებ ბინაში 30 წლის აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ პოლიციისა და ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფები. გავრცელებული ინფორმაციით, ბუავა მეზობლებმა ბოლოს რამდენიმე დღის წინ ნახეს.

გუშინ კი საცხოვრებელ კორპუსში არსებული ძლიერი და აუტანელი სუნის გამო ადგილზე სამაშველო სამსახური და სამართალდამცველები გამოიძახეს, რის შემდეგაც ბინაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.

ბუავას გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. საბოლოო პასუხს ექსპერტიზა გასცემს.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Address

Rustavi
Rustavi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Open Rustavi • ღია რუსთავი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Open Rustavi • ღია რუსთავი:

Shortcuts

Share

Category