16/02/2023
ხარ მცირე ბიზნესის მეპატრონე და გინდა გაზარდო შენი ცნობადობა სოციალურ ქსელებში? გაითვალისწირე რჩევები:
განსაზღვრე შენი სამიზნე აუდიტორია: სანამ დაიწყებ ფეისბუქზე პოსტის დადებას ან რეკლამის შექმნას, გაიხსენე, ყველაზე მეტად ვის შეიძლება შენი პოსტის ნახვა უნდოდეს? რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ ამ ადამიანებს, განსაზღვრე აუდიტორია ინტერესებით, დემოგრაფიული ნიშნებით და ეცადე მოარგო შენი პოსტები შენს აუდიტორიას.
შექმენი შენი კონტენტ სტრატეგია: სოციალურ ქსელებში წარმატების აუცილებელი წინაპირობაა დრო და დისციპლინა, დაგეგმე სწორად კონტენტ სტრატეგია, შექმენი კონტენტ კალენდარი და შეარჩიე კონკრეტული დღეები სხვადასხვა შინაარსის პოსტებისთვის.
გააუმჯობესე შენი გვერდის ვიზუალი: ალბათ ყველა ჩვენთაგანს შეგვიძენია პროდუქტი მხოლოდ იმიტომ, რომ მას ძალიან კარგი შეფუთვა ჰქონდა, სოციალურ ქსელებში წარმატებაც ამ პრინციპით მუშაობს, კარგი ვიზუალური მხარე ბიზნესის პროფესიონალიზმთან ასოცირდება, არ გაქვთ კარგი ვიზუალური მხარე სოციალურ ქსელებში და არ იცით როგორ უნდა გააუმჯობესოთ? შეისწავლეთ გამარტივებული პროგრამის გამოყენება, როგორიცაა Canva, ამ ხელსაწყოში ბევრი მზა ვიზუალია გამზადებული, რომელთა უმეტესობა უფასოა, ამ პროგრამის შესწავლა ძალიან მარტივია და მისი გაკვეთილების ნახვა უფასოდ შესაძლებელია იუთუბზე.
გააუმჯობესე უკუკავშირი მომხმარებელთან: სოციალური ქსელი ბუმერანგივით არის, დროული პასუხი გვერდზე შემოსულ წერილებზე და კომენტარებზე საგრძნობლად ზრდის გაყიდვებს და გამოხმაურებას, ამიტომაც აუცილებელია იყო სწრაფი შეტყობინებებთან.
თუ არ ხარ მზად მართო შენი ბიზნესი ონლაინ დამოუკიდებლად, ჩანიშნე შეხვედრა ჩვენთან და მიიღე რჩევები უფასოდ, სერვისის შეძენის შემთხვევაში კი ფასდაკლება! https://calendly.com/giorgil/45