10/04/2023
კომპანია Diamond Planet ჯერ ორი წლისაც არ არის, თუმცა, ამ მოკლე დროში ძალიან ბევრი სოციალური პროექტის განხორციელება შეძლო. იმის გარდა, რომ ადამიანებს ვეხმარებით მათთვის სასურველი ტექნიკა, ავეჯი, სამშენებლო და სარემონტო მასალები და უამრავი რამ შეიძინონ საუკეთესო ფასად, კომპანია ხელს უწყობს ადამიანებს დასაქმდნენ და სახლიდან გაუსვლელად გამოიმუშაონ ფინანსები. მუდმივად ვეხმარებით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს და როგორც აღვნიშნეთ, სურვილი გვაქვს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში.
Diamond Planet–მა დაიწყო ახალი პროექტი "გიყვარდეს სწავლა", რომლის მიზანია მოსწავლეებისთვის მოტივაციის მიცემა, ისწავლონ ბეჯითად. პროექტის ფარგლებში, კომპანია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არსებული სკოლების უმეტესი ნაწილის წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრად გადასცემს შემეცნებით და მხატვრულ ლიტერატურას.
პროექტი "გიყვარდეს სწავლა" დაიწყო მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლიდან და მოივლის მთელს საქართველოს.
იმისათვის, რომ ჩვენ თქვენს სკოლაშიც მოვიდეთ და დავაჯილდოვოთ წარჩინებული მოსწავლეები, გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა მითითებულ მეილზე: [email protected]