Lumen • ლუმენი

Lumen • ლუმენი სოციოლოგიური კვლევა, ბაზრის კვლევა, ბიზნეს კონსალტინგი

"მხოლოდ დიდ-ბუნებიანთა კაცთა თვისებაა ერთხელ რწმენილი და აღიარებული გაიხადონ თავის სიცოცხლის საგნად და მის ქვეშ დაუგონ თ...
08/11/2024

"მხოლოდ დიდ-ბუნებიანთა კაცთა თვისებაა ერთხელ რწმენილი და აღიარებული გაიხადონ თავის სიცოცხლის საგნად და მის ქვეშ დაუგონ თავისი ცხოვრება, და თუ საჭიროება მოითხოვს, შესწირონ თავი თვისიცა, ნიშნად იმისა, რომ ჭეშმარიტება მეტად უღირს, ვიდრე საკუთარი თავი და საკუთარი სიცოცხლე."

ილია ჭავჭავაძე

‼️ ⛄️ დაპირებისამებრ, გიზიარებთ საახალწლო გამოკითხვის შედეგებს. 📊👍 მადლობას გიხდით, გამოკითხვაში მონაწილეობისთვის ჩვენი ...
07/01/2023

‼️ ⛄️ დაპირებისამებრ, გიზიარებთ საახალწლო გამოკითხვის შედეგებს.
📊👍 მადლობას გიხდით, გამოკითხვაში მონაწილეობისთვის ჩვენი გვერდის გამომწერებსა და ვიზიტორებს. ამ მოკლე პერიოდში, 200 ინტერნეტ-მომხმარებლის ჩართვა გამოკითხვაში, უდავოდ, პოზიტიური ფაქტია.
⁉️ როგორ ფიქრობთ, უცნაურია (?!) - გამოკითხვაში მონაწილე ქალების მოსაზრება, რომ ახალი წლის დღესასწაული კაცებს მეტად ახარებთ, დაადასტურეს მამაკაცებმა. 🗃 🎊

25/12/2022

Lumen • ლუმენი გილოცავთ ახალ წელს🎄
👍დაალაიქე ჩვენი გვერდი, რომ არ გამოგრჩეს საინტერესო სიახლეები.

🔔 არაერთმა გამოკითხვამ, მედია საშუალებებით გავრცელებულმა გადაცემებმა, თუ ჩანახატებმა, დაგვარწმუნა ბავშვების „შესაშურ“ ლო...
17/12/2022

🔔 არაერთმა გამოკითხვამ, მედია საშუალებებით გავრცელებულმა გადაცემებმა, თუ ჩანახატებმა, დაგვარწმუნა ბავშვების „შესაშურ“ ლოგიკაში.
👇 რადგან ამ გამოკითხვის შინაარსი, კალენდარულად აქტუალურია, კიდევ ერთხელ გაგიზიარებთ - ვინ (ზოგ შემთხვევაში - რა) არის მეკვლე, პატარების აზრით.
📩 ჩართეთ გამოკითხვაში თქვენი პატარები და გაგვიზიარეთ მათი აზრები 🎊

⏳ მალე ახალი 2023 წელი დგება!👇 მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში - ერთად შევაფასოთ მიმდინარე წელი...
12/12/2022

⏳ მალე ახალი 2023 წელი დგება!
👇 მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში - ერთად შევაფასოთ მიმდინარე წელი და დავფიქრდეთ სამომავლო სურვილებზე.
📊 "ლუმენი" გაგიზიარებთ შედეგებს - საახალწლო განწყობებისა და მოლოდინების შესახებ!
🪄 ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

Lumen Research LLC.

‼ნებისმიერი საფეხბურთო გრანდი ნაკრებების შეხვედრა საინტერესო საყურებელი და უაღრესად აზარტული მოვლენაა. საფეხბურთო ისტორი...
28/11/2022

‼ნებისმიერი საფეხბურთო გრანდი ნაკრებების შეხვედრა საინტერესო საყურებელი და უაღრესად აზარტული მოვლენაა. საფეხბურთო ისტორიაში იშვიათობაა და შესაბამისად, განსაკუთრებით აზარტულია ისტორიულად ოპონენტი ქვეყნების საფეხბურთო მატჩებისთვის თვალის დევნება.
❗მართალია, FIFA არ იშურებს ძალღონეს, ფეხბურთი მაქსიმალურად გამიჯნოს პოლიტიკისგან, თუმცა, ზოგჯერ ეს მხოლოდ მცდელობაა.
❓რა უფრო მეტ ინტერესს იწვევს, ფინალური მატჩი თუ დაპირისპირება, რომელიც 29 ნოემბერს გაიმართება?!
⚽️ ცხადია, ირანი VS აშშ მატჩი საყოველთაო დაინტერესების საგანია, როგორც ფეხბურთის მოყვარულების, ასევე, ფეხბურთის მიმართ ნეიტრალურად განწყობილი ადამიანებისთვის.
👇გაგვიზიარეთ თქვენი ვარაუდი, რას უნდა ველოდოთ ამ საფეხბურთო დაპირისპირებისგან.

ჩვენი გამოკითხვის შედეგებით, ნოემბრის ბოლო კვირის, ამერიკული ტრადიციული პარასკევის, შავად „გაფერადება“ გაკოტრებასთან ასო...
25/11/2022

ჩვენი გამოკითხვის შედეგებით, ნოემბრის ბოლო კვირის, ამერიკული ტრადიციული პარასკევის, შავად „გაფერადება“ გაკოტრებასთან ასოცირდება , ჩვენს საზოგადოებაში „გაშავების“ ნეგატიური ხასიათის გამო. თუმცა, სულ სხვა დამოკიდებულება აქვს შავი ფერის მიმართ „ამერიკულ ბუღალტერიას“ 😊

ტერმინის შესახებ ასეთი ცნობები არსებობს: ზოგადად, „შავი პარასკევი“ , როგორც ტერმინი საყიდლებთან დაკავშირებული აქტივობებიდან არ იღებს სათავეს. პირველად ეს ტერმინი ამერიკაში ოქროს პანიკას დაუკავშირდა. 1869 წლის 24 სექტემბერს, პარასკევს, ამერიკის ოქროს ბაზრის კრახით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო, ამ დღეს „შავი პარასკევი“ ეწოდა.

ტერმინი „შავი პარასკევის“, კონკრეტულად, სავაჭრო ობიექტებში ფასდაკლებებთან კავშირის ბევრი ვერსია არსებობს, თუმცა, ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ტერმინი საბუღალტრო დეტალებს უკავშირდება. კერძოდ, ამერიკის სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები საბუღალტრო აღრიცხვისას, წაგებას წითელ, ხოლო მოგებას - შავი ფერით აღნიშნავდნენ. წლის განმავლობაში ბევრი სავაჭრო ობიექტის საბუღალტრო წიგნაკებში დაგროვილი ჭარბი „წითელი ფერის“ გამო, მადლიერების დღის (აშშ-ში აღინიშნება ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს) მომდევნო პარასკევს, ფასდაკლებული საქონლის დიდი რაოდენობით გაყიდვა, გადარჩენის ტოლფასი იყო. ფასდაკლებების იდეა მალე მოედო მსოფლიოს და ბევრ მათგანში ეს დღე მთავარ სავაჭრო მოვლენად იქცა.

Address

2, Mindeli Str.
Tbilisi
0186

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Lumen • ლუმენი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Lumen • ლუმენი:

Share