Red Lines - წითელი ხაზები

Red Lines - წითელი ხაზები Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Red Lines - წითელი ხაზები, Social Media Agency, Tbilisi.

"RED LINES" is a NGO and a social media platform about women & girls who are victims of violence, it informs them to a wider community and finds mentors to help them with their education, profession, and business.

🇮🇹🇬🇪👠📚 რომში, საპიენცას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ორგანიზაცია "Differenza Donna"-ს "მხარდაჭერით "წითელი ხაზები"-ს პრეზი...
13/03/2024

🇮🇹🇬🇪👠
📚 რომში, საპიენცას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ორგანიზაცია "Differenza Donna"-ს "მხარდაჭერით "წითელი ხაზები"-ს პრეზიდენტი ხათუნა კეთილაძე წარმოდგენილი იყო, როგორც ცოცხალი წიგნი "Red Lines"
"I am Khatuna Ketiladze, a journalist and a director, I will tell you the real stories, about the beneficiaries of Red Lines, about strong women and their red lines that were crossed, of violated and stolen rights, will open the doors of the most complicated families where often violence is hidden under the most devious schemes. I will tell you about the systems oriented at the oppression of women in the post-Soviet countries, and I will also tell you how violence against women is justified in a patriarchic society through traditions and religion."

📢გაავლეთ წითელი ხაზი! ⚠️დაიცავი შენი სიცოცხლის უფლება! გამარჯობა მე ვარ ასმათ მიქაძე,  53 წლის, ონკო-პაციენტი. ვმუშაობ ჯ...
31/01/2024

📢გაავლეთ წითელი ხაზი!
⚠️დაიცავი შენი სიცოცხლის უფლება!

გამარჯობა მე ვარ ასმათ მიქაძე, 53 წლის, ონკო-პაციენტი. ვმუშაობ ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ სიპში. 2018 წელს უამრავი კვლევისა და დიაგნოსტირების შემდეგ დამიდგინდა ძუძუს ავთვისებიანი კიბო, სადინროვანი კარცინომა, მეორე სტადია, საშუალო აგრესიულობის კოეფიციენტით.
ჩემი აქტიური მკურნალობა დაახლოებით 10 თვე გრძელდებოდა და მხოლოდ ჩემი, როგორც პაციენტის დანახარჯი დაახლოებით 40 000 ლარს შეადგენდა. ეს ის თანხაა, რომელიც მხოლოდ საკუთარი სახსრებით გადასახდელი აღმოჩნდა. ჩემი ყოველთვიური ხელფასი კი 800 ლარია.
საყოველთაო დაზღვევამ ოპერაციამდე ორი კვირით ადრე მხოლოდ 295 ლარი ჩამირიცხა. მერიამაც 295 ლარი მაშინ, როცა ოპერაცია 4000 ლარზე მეტი ჯდებოდა. აღმოვჩნდი ფაქტის წინაშე. რა უნდა მექნა? სხვა გზა არ მქონდა- სოციალური ქსელით ვითხოვე დახმარება. ასევე იყო ,,ზარი ახლობელთან“ მაღალ ეშელონებშიც და ასე "მოვაგვარე" ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი. მაგრამ ვისაც არც ფინანსური საშუალება, არც ცოდნა და არც მსგავსი აქტივობების უნარი არა აქვს ის ონკოპაციენტები ხომ, ფაქტობრივად სიკვდილისთვის არიან განწირულნი?!
და სად არის ხელისუფლება ამ დროს?!
ამდენი წლის მერეც თითქმის იგივე სიტუაციაში არიან ონკო-პაციენტები, თუ არ ჩავთვლით იმ რაღაც მწირ დაფინანსებებს, რომელიც ყველასთვის არც არის ცნობილი და არც მისაწვდომი. განსხვავებებია თბილისში და რეგიონში მცხოვრებ პაციენტთა დაფინანსებებს შორის. საშინელი დისკრიმინაციაა, საშინელი! ძვირადღირებული წამლები და კვლევები ისევ არ ფინანსდება, წამლების მიწოდება უგვიანდებათ პაციენტებს და უკვე შორს წასული შედეგების გამო ადამიანები იღუპებიან.
დადგა 2024 წელი და არაფერი შეცვლილა. შეშინებული და გამწარებული პაციენტები მირეკავენ ტელეფონზე, მიკავშირდებიან სოც. ქსელის საშუალებით, რომ ნოემბრის დასაწყისიდან ელოდებიან მედიკამენტების დაფინანსებას, რომ კოდი არ მისდით, რომ ცხელი ხაზი არ პაუხობს, ან პასუხობს და ზუსტ დროს ვერ ეუბნება როდის დაიწყებენ მკურნალობას. ჩვენ კი, ონკო-პაციენტებს ლოდინის დრო არ გვაქვს! დრო ჩვენს სასარგრბლოდ არ მუშაობს! ბევრი ისეთი შემთხვევა ვიცი, დაგვიანებული და შეწყვეტილი მკურნალობის გამო ლეტალურ შედეგებამდე რომ მივედით.
შარშან ხელისუფლება დაგვპირდა, ონკოლოგიური პაციენტებისთვის ყველაფერი უფასო იქნებაო! ვამახვილებ ყურადღებას, ,,უფასო იქნებაო“ ამ ფრაზაზე, რომელსაც განსაკუთრებულად ხმამაღლა აცხადებდნენ ეკრანებიდან. წელს კი დაამატეს ,,25 000 ლარის ფარგლებში“- ო, წარმოგიდგენიათ?! მაშინ როცა ერთი გადასხმა 4 მლ/გრ მედიკამენტი 4 000, 6 000, 15 000 ლარი ღირს და ეს ის მედიკამენტია, რომლითაც მკურნალობის კურსი უნდა ჩაუტარდეს ონკო-პაციენტს და სქემის მიხედვით, მინიმუმ, ექვსი მაინც სჭირდებათ.
ხვდებით რაზე "ვწუწუნებთ" ონკოპაციენტები? სიცოცხლისთვის აუცილებელ მედიკამენტებს ვიხვეწებით.
ძვირადღირებულ მედიკამენტებზე გვითხრეს უფასოდ გაიცემაო და დადეს 13 მედიკამენტის ჩამონათვალი. თუმცა ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, მისცემენ, თუ არა, ან საერთოდ შეისყიდეს თუ არა, ან ჩაჯდება თუ არა ეს მედიკამენტები იმ 25 000 ლარიან ლიმიტში? ასევე დიდი პრობლემაა ასაკობრივი ზღვარიც.
საქართველოდან პაციენტები გარბიან რომ გადარჩნენ, მაგრამ ახლა ხშირად უკან აბრუნებენ ევროპის ქვეყნებიდანაც და როგორც ვიცი ამის მიზეზი ისევ საქართველოს ხელისუფლებაა. მაგალითად, გერმანიის მთავრობასთან მოხდა შეთანხმება და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მოითხოვა, დაუყოვნებლივ დააბრუნონ უკან ის ადამიანები, ვინც ავადმყოფობის გამო ითხოვენ თავშესაფარს, რადგან ქრონიკული დაავადებების, მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა საქართველოში უფასოაო... მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში ელემენტარული მედიკამენტის- არიმედექსის დაფინანსება ნოემბრის მერე შეჩერებულია!
რომელ სრულფასოვან მკურნალობას ჰპირდება გომელაური ონკოპაციენტებს ნეტა?
ვინმე გაგვცემს ამ კითხვაზე პასუხს?
მეგობარი მყავს ონკო-პაციენტი, საკვერცხის კიბოთი, მესამე სტადია აქვს მეტასტაზური. ოპერაციის საჭიროება როცა დაუდგა, პაციენტს საყოველთაო დაზღვევამ უთხრა, ყველა ორგანოზე ცალ-ცალკე უნდა გაკეთდეს ოპერაციაო. ანუ სამ ორგანოზე, სამჯერ უნდა გაჭრილიყო პაციენტი, სხვა შემთხვევაში მხოლოდ ერთი ოპერაციის ჭრილობის ფულს გადავიხდითო...წარმოგიდგენიათ?! ჩემი მეგობარი იძულებული გახდა ეპოვა ისეთი კლინიკა, რომელიც არ იყო საყოველთაო დაზღვევის სისტემაში ჩართული და ერთი ჭრილობით გაიკეთა სამმაგი ოპერაცია, თუმცა ძალიან დიდი თანხის გადაიხადა მოუწია... და რამდენი ასეთი შემთხვევა, რომელი ერთი გავიხსენო?
ყოველივე ეს კი გვაიძულებს ონკოპაციენტები ქუჩაში დავდგეთ და ყურადღება მივიქციოთ, რადგან ხელისუფლება პროტესტის გამომხატველი ადამიანების თავების დათვლის რეჟიმშია და რეალური პრობლემები ფეხებზე ჰკიდია.
სწორედ ამიტომ,ონკოპაციენტები და მათი მხარდამჭერები 4 თებერვალს, პარლამენტის წინ ვიკრიბებით, რათა გავაგონოთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას,
რომ წავიდა ფუჭი დაპირებების მოსმენის დრო!
გაუქმდეს 25 000 ლარიანი ლიმიტი ონკოპაციენტებზე და საჭიროებების მიხედვით გაიწეროს თანხა!
რადგან ჩვენ არ გვაქვს დრო ლოდინისათვის და
ჩვენ გვაქვს სიცოცხლის უფლება!
#გაავლეწითელიხაზი
#ჩვენგვაქვსსიცოცლისუფლება

გუშინდელი მარში. ფოტოები _ Tornike Ziziashvili
03/04/2023

გუშინდელი მარში.
ფოტოები _ Tornike Ziziashvili

🇪🇺🇬🇪✊ კიდევ ერთხელ ვიხილეთ რუსული კანონის შემოღებასთან მიმართებაში, ქართველი ქალების შეუპოვრობა დროშებით, მკაფიო, ორგანი...
15/03/2023

🇪🇺🇬🇪✊ კიდევ ერთხელ ვიხილეთ რუსული კანონის შემოღებასთან მიმართებაში, ქართველი ქალების შეუპოვრობა დროშებით, მკაფიო, ორგანიზებული და პრინციპული გზავნილებით. ყველაზე აქტიური, , მილენიალები და Gen Z თაობა გახლდათ. მილენიალები არიან ის თაობა, რომლებმაც (1982-2001 წლებში დაბადებული თაობა) საზოგადოების გარკვეულ ,,მოთხოვნებზე” უარი თქვეს და დაიწყეს სოციუმში დადგენილი წესების გადაფასება. რის შემდეგაც გაჩნდა უფრო მკვეთრად განსხვავებული და ემპათიით სავსე, ახალი GEN Z თაობა (1997 წლიდან 2012 წლამდე დაბადებული თაობა), რომელმაც ამ დამტვერილი სოციალური კომუნის ყუთიდან გამოსვლა გააგრძელა.
მილენიალების თაობის ნაწილი, 90-იან წლებში, მოზარდობის -აქტიური სოციალიზაციისა და ინდივიდის ფორმირების პერიოდის გავლაში იყო , თაობის სხვა ნაწილი კი, იმ პერიოდში დაიბადა, როცა ქვეყანაში ძირეული ცვლილებები მიმდინარეობდა. ეს არის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი პერიოდი, რომელიც სავსეა დევნილობის , სამოქალაქო ომის თანმხლები მძიმე ეკონომიკური და სოციალური პირობების ტრავმული გამოცდილებით. ათეული წლების განმავლობაში დღემდე, კრიზისიდან გამოსვლამ ქალების ზურგზე გადაიარა. ემიგრანტობით, ოჯახის გამოკვებაზე თუ შვილების განათლების მიცემაზე პასუხისმგებლობის აღებით. ქვეყნის ეტაპობრივ განვითარებასთან და მკვეთრად დასავლური პოლიტიკური კურსის აღებასთან ერთად, შეიცვალა განათლების სისტემა, ქართველი მილენიალები ჩაერთვნენ სასწავლო გაცვლით პროგრამებში ევროპასა და ამერიკაში, რომელმაც უფრო მკაფიო გახადა პროდასავლურ დინების კურსთან არსებული კითხვა „ვინ ვარ მე და საით მივდივარ?“. ამ იდენტობის დემოკრატიულ ღირებულებათა სისტემის დინებას და მსოფლმხედველობას თავისებურად და უფრო გაბედულად აგრძელებს GEN Z თაობა. მათ არ ეშინიათ ცვლილების, სიახლის, ხმის ამოღების, საკუთარი აზრის ღიად გაცხადების. ტრიბუნიდან თუ სახლიდან გაუსვლელად, ციფრული ტექნოლოგიებითავთუ სოციალური ქსელებიდან, თავს არ არიდებენ უთანასწორობასა და იმ სხვა მტკივნეულ თემებზე საუბარს, რისიც სჯერათ და სწამთ. ამით უპირისპირდებიან ხელკეტების ძალაუფლებას. მათ უნდათ რომ მოუსმინონ, გაუგონ და გაიზიარონ, რაც დემოკრატიული ქვეყნის ყველა ადამიანის ლეგიტიმური უფლებაა.
როცა მათ ვუყურებდი, მიხაროდა და ვამაყობდი, ჯანმრთელი აგრესიის გამოვლენით, ყოველგვარი პოლიტიკური პარტიების კუთვნილებიდ გარეშე, როგორ გამოხატეს საკუთარი პოზიცია, რითაც დატოვეს ახალი გამოცდილება და ფურცელი ისტორიაში. ნათელი მომავლისთვის, ხარისხიანი განათლების უფლებისთვის, ღირებულებების და პრინციპების დაცვისთვის.
სწორედ ეს არის ნამდვილი პასუხისმგებლობის განცდა ქვეყნის წარსულში გამოვლილი გზების და მათი მომავალის მიმართ. სწორედ ეს არის შანსი ნამდვილი კულტურულ ფსიქოლოგიური ინტეგრაციის ევროპასთან და დასავლურ ჰუმანურ ფასეულობებთან ზიარების შესაძლებლობა.
დარეჯან თოლორდავა-ფსიქოთერაპევტი
#ქალებიწითელხაზებში
#გაუვლეწითელიხაზირუსულრეჟიმს

🇪🇺🇬🇪✊ მე ვრჩები აქ და ვიბრძოლებ ჩემი შვილებისა და ჩემი მოსწავლეების ევროპული მომავლისთვის ❗ რუსულ კანონთან ბრძოლა საბჭოთ...
13/03/2023

🇪🇺🇬🇪✊ მე ვრჩები აქ და ვიბრძოლებ ჩემი შვილებისა და ჩემი მოსწავლეების ევროპული მომავლისთვის ❗
რუსულ კანონთან ბრძოლა საბჭოთა საბავშვო ბაღიდან დავიწყე. თავიდან ბაგაში, სადაც წყალს არ გვასმევდნენ პატარებს, რომ ტუალეტში გაყვანა არ მოგვეთხოვა და ჯოხზე წამოცმულ ცხენებსაც მაშინ გვაძლევდნენ სათამაშოდ, თუ რომელიმე ჩვენგანის მშობელი იყო ახლომახლოში და წავიდოდა თუ არა, იმ ჯოხის პირში ჩათხრით გვემუქრებოდნენ. ყველა მოძალადე მასწავლებელს და მომვლელს ვამხელდი სახლშიც და ქუჩაშიც, როცა საყვარელ ბიძასთან ხელჩაკიდებული სეირნობისას რომელიმეს შევხვდებოდი, ბიძის მხარდაჭერით და სიყვარულით გამხნევებული ვკიოდი, აი, ამან მცემა, აგერაა და გალახემეთქი... შემდეგ, როცა უფროს ჯგუფში გადავედი, დროდა-დრო ბაგაში ვიპარებოდი და დიდი ძალისხმევით და ჯადოქრობით, " ჯალათების " შეუმჩნევლად, მაგიდიდან ტოლჩას ავიღებდი, ჭიქებს ვავსებდი და პატარებს წყალს ვასმევდი. ახლაც მესმის 3-4 წლის გოგოს ამოვარდნამდე აჩქარებული გულის ფეთქვა. ფაქტზე დაჭერის შემთხვევაში, ერთი-ორს წამითაქებდნენ კიდეც, მაგრამ არ ვდარდობდი, მისია შესრულებული იყო!
უფროს ჯგუფსაც თავისი სიკეთეები და ნაკლები ჰქონდა: აქ წყალს გვასმევდნენ.სათამაშოებსაც გვაძლევდნენ, რადგან ტულეტშიც თავად დავდიოდით და სათამაშოებსაც თავად ვალაგებდით, მაგრამ ყოველი ჩვენგანის ადგილი და მოქმედების პერიმეტრი მკაცრად განსაზღვრული იყო! ჰო, ათასი პეპლებით და ხოჭოებით სავსე ტვინი "ლინეიკის" წესით უნდოდათ ემართათ. ვერ მივართვი! სამუდამომისჯილი პატიმარივით ყოველდღე გაქცევის გეგმას ვსახავდი და ერთ ბედნიერ დღეს ესეც შევძელი! მანამდე ბაგაში შევიარე, პატარა ძმა მოვიტაცე (ამ ჯალათებს როგორ დავუტოვო-მეთქი) და სახლში ერთად გავიქეცით. პრეცედენტი დადგა! მას შემდეგ ხშირად ვიპარებოდი სასტიკი კარისქალის პროფესიონალიზმის მიუხედავად, მაგრამ მხოლოდ ჩემი თავისუფლება როდი მაკმაყოფილებდა, უკან ვბრუნდებოდი და თითო-ორორა ჯგუფელსაც "ვანთავისუფლებდი". ჩემს გაქცევებს და მეგობრების გატაცებებს რა რეაქციაც მოჰყვა გამგის მხრიდან, ეგ სხვა დროს მოსაყოლი ამბავია...
ბრძოლა სკოლაში გავაგრძელე, დიდი მონდომებით რომ ცდილობდა, „საიმედო, ღირსეული, ნამდვილი“ საბჭოთა მოქალაქე გამოეძერწათ ჩემგან. მე-8 კლასში პიონერის ყელსახვევი მოვიხსენი და ქალაქის ცენტრალურ ბაღში დადგმულ ლენინის ძეგლს გავუკეთე.
შემდეგ იყო 9 აპრილი, მალევე სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომები... სტუდენტობა 90 -იან წლებში... ფიზიკური გადარჩენისთვის შრომა და ბრძოლა ემიგრაციაში, ადრეულ 2000-იანებში...
2009-ში დავბრუნდი ქვეყანაში, სადაც აღარავინ მთხოვდა ქრთამს სამსახურისთვის, პირადობის მოწმობისთვის, პასპორტისთვის ან სხვა რაიმე საბუთისთვის... სახლის კარსაც ღიას ვტოვებდი და მიხაროდა, რომ ცხოვრება და შვილის ჯანსაღად გაზრდა შეუძლებელი აღარ იყო. თუმცა ამ უსაფრთხო გარემოსაც მალევე შეუდგა წყალი. პირველად 2012 ში მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, როცა ჩემსავე კაფეში, ამნისტიის შედეგად, მათ შორის პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული უბნის ბიჭები მფარველობას და „მაყურებლობას“ მთავაზობდნენ გარკვეული რაოდენობის ხარკის საფასურად. რა თქმა უნდა, ყველას გავაგებინე, რომ იქაურობის ერთადერთი „მაყურებელი“ თავად ვიყავი...
2014-ში სასწაული მოხდა: ჩემმა შემთხვევით გაცნობილმა დირექტორმა შემომთავაზა სამსახური, რომელზეც მთელი ახალგაზრდობა ვოცნებობდი და დამაჯერა ბიზნესიდან სკოლაში წავსულიყავი. ხოლო ზოგიერთი გაკვირვებული კოლეგის კითხვაზე, ბიზნესიდან სკოლაში რამ მოგიყვანაო, ერთადერთი უტყუარი და გულწრფელი პასუხი მქონდა: უნდა გამოვასწორო ის, რაც ჩემმა მასწავლებლებმა დააშავეს-მეთქი!
ასე დაიწყო ახალი თავგადასავალი, სიახლეებით, სიხარულით, წრფელი გულებით და ციმციმა თვალებით სავსე გარემოში. არასოდეს წამიკითხავს მათთვის მორალი, მხოლოდ მაგალითს ვაძლევდი, არასოდეს მიცდია სიტუაციის მართვა, მძულს „მართვა“ , ვარჩევ და ვცდილობ ჩემს მოსწავლეებთან ურთიერთობას. შეცდომებისთვის ერთმანეთს არ ვსაყვედურობთ, მხოლოდ ვაფიქსირებთ, რომ არ ვეთანხმებით და გამოსავალს ერთად ვეძებთ.
ჩემმა მათდამი პატივისცემამ შედეგი გამოიღო: უყვართ საკუთარი თავი, ერთმანეთი, თავისუფლება და ეს ქვეყანა. გუშინწინ, რუსთაველზე წინა ხაზზე იდგნენ ჩემი კურსდამთავრებული უკვე სტუდენტები და იბრძოდნენ რუსული კანონის წინააღმდეგ საკუთარი და ჩვენი თავისუფლებისთვის. ვაღიაროთ, ეს ომი ამ თაობამ მოიგო, თუმცა წინ კიდევ დიდი ბრძოლები ელით... ჩვენც მათთან ერთად ვიბრძოლებთ და გავაპროტესტებთ ყველა კანონს, რაც არ ემსახურება მათ ინტერესებს, მათ ღირებულებებს და ბედნიერ მომავალს! წინააღმდეგ შემთხვევაში ისტორიკოსებს უფლება არ ექნებათ ასწავლონ საქარველოს ისტორია, ისაუბრონ საბჭოთა ოკუპაციაზე, 30-იანი წლების რეპრესიებზე... ფილოლოგები რა სინდისით წაუკითხავენ ციმბირის ტყეებში მგლების შეჭმული ტიციანის ან მწერალთა სახლში თვითმკვლელობით სიცოცხლედასრულებული და შემდგომ გასამართლებული პაოლო იაშვილის ლექსებს, როგორ ასწავლიან დახვრეტილი ჯავახიშვილის შემოქმედებას ან პეტრე ოცხელზე რას მოუყვებიან ხელოვნების მასწავლებლები, რა სინდისით მოასმენინებენ მოსწავლეებს მუსიკოსები ევგენი მიქელაძის მუსიკას?!
სია შემაძრწუნებლად დიდია!
დაბოლოს, მე რა ნამუსით ვასწავლო მათემატიკური ფუნქციები (ან რა ფასი ექნება) თუ მიზეზშედეგობრივი კავშირი არ ვასწავლე ფაქტებსა და მოვლენებს შორის (ცუდ კანონებსა და მათ შედეგებს შორის), მსგავსება თუ არ დავანახე ოცდაათიანი წლების სტალინური სპეცოპერაცია „ტროიკასა“ და დღევანდელი რუსული ხელისუფლების რუსულ კანონს და მისი მიღების შემთხვევაში მოსალოდნელ უბედურებას შორის?!
მსოფლიოს ნებისმიერ ბედნიერ ქვეყანაში შემიძლია გადავბარგდე, დავტკბე ყველა დასავლური სიკეთით და ვიცხოვრო მშვიდად, მაგრამ ამის უფლებას არ ვაძლევ თავს. ვრჩები აქ და ვიბრძოლებ ჩემი შვილების და ჩემი მოსწავლეების ევროპული ცხოვრებისთვის!

10 მარტი
მარი ჩიტაიშვილი, ქუთაისის #23 საჯარო სკოლა
#ქალებიწითელხაზზებში
#გაუვლეწითელიხაზირუსულრეჟიმს

🇬🇪🇪🇺✊ ჩვენ გავიმარჯვეთ, მაგრამ ახლა ხელისუფლება ტყუილ სიმშვიდეში გვამყოფებს და დღეს ერთმანეთის მიტოვების უფლება არ გვაქვ...
11/03/2023

🇬🇪🇪🇺✊ ჩვენ გავიმარჯვეთ, მაგრამ ახლა ხელისუფლება ტყუილ სიმშვიდეში გვამყოფებს და დღეს ერთმანეთის მიტოვების უფლება არ გვაქვს ❗

-- დედა, ტელევიზორში გნახე, აქციაზე.

-- პოლიციელებს რომ ველაპარაკებოდი?

-- ჰო. რუსების წინაააღმდეგ დგანან? ვინც რუსია, იჭერენ?

არ ვიცი რა ვუთხრა. ვითომ, საწოლს ვალაგებ, მონდომებული.

-- დაიჭირეს რუსები?

არ მანებებს თავს .

-- კი, დე, დაიჭირეს რუსები.

ვპასუხობ და სამზარეულოში გავდივარ, რადგან პირველი მნიშვნელოვანი ტყუილია ჩემი მხრიდან, მის ცხოვრებაში.

ვერ ვეტყვი რომ - არა, რუსებს კი არ იჭერენ დე, ჩვენ გვიჭერენ.
არ შემიძლია, რადგან, როცა ბებია - ბაბუები პოლიციით აშინებდნენ, როგორც ეს მიღებული იყო მილიციის პერიოდში " ჭამე, თორემ პოლიციას გამოვიძახებ", "ნუ ტირიხარ თორემ პოლიცია დაგიჭერს",- ძალიან ვუბრაზდებოდი ყველას და ვეუბნებოდი, რომ სიმახინჯეა, ბავშვის ამ სტიგმით აღზრდა და რომ პოლიციელი გმირია. მახსოვს მოვიარე უამრავი მაღაზია მისთვის საახალწლო საჩუქრად პოლიციელის ფორმა, "იარაღები" და ქურთუკი რომ მეყიდა (ეს სამი რამ დაუწერა "სანტას" საჩუქრებში).

და მე, ჩემს შვილს ახლა ვერ ვეტყვი, რომ რუსეთის წინაააღმდეგ ბრძოლაში, ქართველი პოლიციალები, რუსების მხარეს დგანან.

რამდენადაც აქტიური ვარ სოციალურ ქსელში, იმდენად ვცდილობ მოვერიდო ბავშვებთან, პოლიტიკაზე საუბარს. უბრალოდ, კარგად იციან, რომ პუტინი "ხუილოა"- ამის ცოდნა აცუილებელია. თუმცა, არც კი იცის, რა არის აქცია. დილით, აქციაზე გასვლამდე მეკითხება:

-- მაღაზიის აქციაა? იაფად ყიდულობთ რამეს?

საღამოს კი ტელევიზორში მნახა . პოლიციელბის წინ.
უკვე კარგად იცის რა არის აქცია, როცა დიდი გაიზრდება იმასაც მიხვდება, როგორ ჩამოგვაფასა "რუსულმა ოცნებამ", სრულიად ერი და როგორ მდაბიურად ცდილობს ჩვენს მიყიდვას რუსეთზე, საკუთარი კეთილდღეობის სანანცვლოდ, მაგრამ ერთი დღისთვის საკმარისია.
გუშინ გაიგო, რა არის აქცია , არ მინდა ისიც იცოდეს, რომ პოლიცია ჩემს წინაააღმდეგ იბრძვის და რუსებს არ დასდევს.

9 მარტი მაგდა მარიდაშვილი- აქტივისტი
#ქალებიწითელხაზებში
#გაუვლეწითელიხაზირუსულრეჟიმს

     🇪🇺🇬🇪✊ #გაუვლეწითელიხაზირუსულრეჟიმს ❗ დღეს საქართველოში  ქალები ისევ იბრძვიან ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ! ძალდობი...
08/03/2023

🇪🇺🇬🇪✊
#გაუვლეწითელიხაზირუსულრეჟიმს ❗
დღეს საქართველოში ქალები ისევ იბრძვიან ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ!
ძალდობის წინააღმდეგ !
ოკუპაციისა და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ !
დღეს " წითელი ხაზი" თითოეული ქალის უფლებაზე გადის !

#არარუსულკანონს
#ჩვენვირჩევთევროპას
#ქალებიწითელხაზებში

24/10/2022

"მოსახლეობაში არის ერთგვარი სტერეოტიპები, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ძალადობის მსხვერპლი ქალი. ისინი ლამაზ, მოწესრიგებულ, შემდგარ ძალადობის მახვერპლ ქალს არ იღებენ "- ხათუნა კეთილაძე
#გაავლეწითელიხაზი
#ქალებიწითელხაზებში
#სამართლიანისასამართლო
შენი შუადღე • Sheni Shuadge
მთავარი არხი • Mtavari Arkhi

24/10/2022

"ფაქტია, რომ ბასილაშვილის გამართლების შემდეგ ძალადობის მსხვერპლი ქალები უფრო მეტად შეშინდნენ და ჩაიკეტენენ.
მოძალადეები კი მეტად აგრესიულობი გახდნენ"- ხათუნა კეთილაძე
#გაავლეწითელიხაზი
#ქალებიწითელხაზებში
#სამართლიანისასამართლო
შენი შუადღე • Sheni Shuadge
მთავარი არხი • Mtavari Arkhi

Address

Tbilisi
0108

Telephone

+995591664000

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Red Lines - წითელი ხაზები posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Red Lines - წითელი ხაზები:

Share