ალფა სიხშირე / alpha frequency

ალფა სიხშირე / alpha frequency სამოქალაქო სოლიდარობის და საინფორმაციო თავდაცვის ინტერნეტ მედია პორტალი.

❗️❗️❗️ როგორც ჩანს, კიდევ ერთი რუსი გენერალი განადგურდა—- რუსულ საინფორმაციო წყაროებში გამოჩნდა სამძიმრის  განცხადება,  ...
15/09/2026

❗️❗️❗️ როგორც ჩანს, კიდევ ერთი რუსი გენერალი განადგურდა—- რუსულ საინფორმაციო წყაროებში გამოჩნდა სამძიმრის განცხადება, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორსა და მე-4 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურს, ანტონ გრუნისს ეხება.

⚫️ გრუნისი უშუალოდ ხელმძღვანელობდა რუსულ ძალებს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დროს, მათ შორის ბახმუტისა და კოსტიანტინივკას მიმართულებებზე.

15/09/2026

🇱🇹🛡️ “ნატოს ავიაგამანადგურებლებმა ლიეტუვის ცაში კამიკაძე დრონი პირველად ჩამოაგდეს: ქვეყანაში საჰაერო განგაში გამოცხადდა”, — ქვეყნისნპრეზიდენტი, გიტანას პრეზიდენტი ნაუსედა

🔻გავრცელებული ინფორმაციით, დრონი ბელარუსიდან შეფრინდა, სოფლის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თუმცა ის ჯერ არ უპოვიათ.

15/09/2026

😈🤫 როგორც ჩანს, ტრამპის მოთხოვნის გათვალისწინება არ მოხდა - უკრაინული კამიკაძე დრონებით რამდენიმე საათის წინ ბარაქიანად აგიზგიზდა რუსეთის სამარის ოლქის სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პირველადი გადამუშავების დანადგარები….

🇷🇺რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ სიზრანში უკრაინელთა კამიკაძე დრონებმა რუსეთის  „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ...
15/09/2026

🇷🇺რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ სიზრანში უკრაინელთა კამიკაძე დრონებმა რუსეთის „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბარაქიანად აანთეს. თავდასხმის შემდეგ საწარმოს ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა….

🚀 როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში კი უკრაინელთა სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ბერიევის სახელობის ტაგანროგის საავიაციო სამეცნიერო-ტექნიკურ კომპლექსზე. საწარმო ახორციელებს თვითმფრინავების, მათ შორის სამხედრო და სტრატეგიული ავიაციის, შემუშავებას, წარმოებას, შეკეთებასა და მოდერნიზაციას.

14/09/2026

🇷🇺 ადგილობრივი რუსების ინფორმაციით, ქალაქ სიზრანში “უცნობი” წარმომავლობის კამიკაძე დრონებმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს…. 😈🤫

14/09/2026

🇷🇺🎯🧨 რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, "სებრაკოვცემენტ"-ის ტერიტორიაზე, აფეთქებების ხმა ისმოდა…. აფეთქებებამდე ქალაქში სარაკეტო და დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა, ხოლო შემთხვევის ადგილზე სახანძრო ბრიგადები გაიგზავნა.

🏭💨—— ქარხანა კვამლშია გახვეული.

🇺🇸🇮🇷 ამერიკის საჰაერო ძალების ჩამოგდებული F-15E STRIKE Eagle-ის შეიარაღების სისტემების ოპერატორმა, რომელიც ირანის თავზე ...
14/09/2026

🇺🇸🇮🇷 ამერიკის საჰაერო ძალების ჩამოგდებული F-15E STRIKE Eagle-ის შეიარაღების სისტემების ოპერატორმა, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს, განაცხადა, რომ კატაპულტირების შემდეგ მიწას თითქმის 100 მილის სიჩქარით შეეჯახა.

🗣️ მისი თქმით, ამ დარტყმის შემდეგ გადარჩენა “მის ცხოვრებაში ღვთის მფარველობის დასტურია“. გონზე მოსვლისა და მძიმე დაზიანებების მიღების შემდეგ, მან მაღლობისკენ აიღო გეზი, სადაც სპეციალური ოპერაციის ძალების საევაკუაციო ჯგუფს თითქმის 50 საათის განმავლობაში ელოდა….

14/09/2026

🇺🇸🇮🇷 გამოქვეყნდა გასაიდუმლოებული კადრები ირანის თავზე 3 აპრილს ჩამოგდებული აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების F-15E Strike Eagle-ის კატაპულტირებული პილოტების ევაკუაციის სპეცოპერაციიდან—-

⚫️ ვიდეოზე ასახულია სპეციალური ოპერაციის ძალების მებრძოლთა დაშვების მომენტი F-15-ის შეიარაღების სისტემების ოპერატორის, საძახისი ნიშნით „ბრავო-44“-ის ევაკუაციისთვის. ასევე, კადრებში ჩანს ავიადარტყმის მომენტი ირანული შეიარაღებული ფორმირებების ერთ-ერთ საგუშაგოზე, რომელიც გზაზე იყო განთავსებული ამერიკელი პილოტების სამძებრო და დაკავების ოპერაციის მიმდინარეობისას. საინტერესოა, რომ დაშვებისას გამოყენებული “შავი ქორის” შვეულმფრენის ზუსტი მოდიფიკაცია უცნობია….

🟥 აშშ-ის განცხადებით, სამაშველო ოპერაციაში სულ 21 თვითმფრინავი მონაწილეობდა, ხოლო უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე სპეციალური ოპერაციების სარდლობის 92-მდე სამხედრო მოსამსახურე დაეშვა.

🔻 შეახსენებთ, რომ ამ ოპერაციის მსვლელობისას აშშ იძულებული გახდა, საკუთარი MC-130J COMMANDO II ტიპის სპეცთვითმფრინავები (რომლებიც საველე აეროდრომზე გრუნტში ჩაეფლნენ) და მათ მიერ გადაყვანილი MH-6M LITTLE BIRD-ის ტიპის ვერტმფრენები გაენადგურებინა, რადგან მოვლენების ადგილიდან მათი სწრაფი ევაკუაცია შეუძლებელი იყო….

🇺🇸🇮🇷 Reuters-ის ინფორმაციით, ირანში სამაშველო მისია ლამის ჩაიშალა მას შემდეგ, რაც ინფილტრაციისთვის გამოყენებულმა ორმა სპეციალური ოპერაციების თვითმფრინავმა (MC-130 COMMANDOS II-მა) მექანიკური გაუმართაობა განიცადა ( სავარაუდოდ, სახელდახელოდ მოწყობილ საველე დასაფრენ ადგილზე დაშვებისას შასები დაუზიანდა) და აფრენა ვერ შეძლო.

🔹 ამან სამაშველო ძალების ნაწილი ირანის ტერიტორიაზე ჩარჩენის საფრთხის წინაშე დააყენა, რაც ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მისიის ნამდვილ „შოკისმომგვრელ“ მომენტად შეაფასა.
დროის სიმცირისა და გამოაშკარავების რისკის ზრდის გამო, აშშ-ის სარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი საჰაერო ხომალდების გაგზავნის შესახებ, რათა ქვედანაყოფის ევაკუაცია ეტაპობრივად განხორციელებულიყო.

🔹 გავრცელებული ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფს რამდენიმე დაძაბული საათის განმავლობაში მოუწია ლოდინი, სანამ სარეზერვო გეგმა წარმატებით არ შესრულდა.

🔹 ევაკუაციის დასრულების შემდეგ, ამერიკულმა ძალებმა ადგილზე გაანადგურეს დაზიანებული 2 MC-130 COMMANDO II-ის თვითმფრინავები და მათ ბორტზე არსებული MH-6 LITTLE BIRD-ის 4 მცირე ზომის შვეულმფრენი , რათა მტრის ხელში სენსიტიური აღჭურვილობა არ ჩავარდნილიყო.

▪️ სიბნელის საფარქვეშ, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების დაახლოებით 100-მა სამხედრომ ირანის სიღრმეში შეაღწია და ისპაჰანის სამხრეთით მდებარე რთულ, მთიან რელიეფზე გადაადგილდებოდა.

▪️ მათ 7000 ფუტის (დაახლოებით 2100 მეტრი) სიმაღლის ქედი გადალახეს, რათა მიეღწიათ ჩარჩენილ მფრინავამდე და მასთან წარმატებული კონტაქტი დაემყარებინათ.

▪️ F-15E STRIKE EAGLE-ის ეკიპაჟის წევრს, შეიარაღების ოფიცერს კოჭი ჰქონდა ნაღრძობი და კატაპულტირების შემდეგ, გადარჩენისა და თავის არიდების ტექნიკის გამოყენებით, მთის წვერზე მდებარე ნაპრალში იმალებოდა.

▪️ სანამ სამაშველო ძალები უშუალო მოქმედებაზე გადავიდოდნენ, მან საკუთარი ვინაობის იდენტიფიცირება მოახდინა, რათა ამერიკელი სამხედროები ირანულ მახეში არ აღმოჩენილიყვნენ.

⛑️ მესამე დღეს ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ (CIA) პილოტს ისპაჰანის პროვინციაში მიაკვლია. ამერიკული მოიერიშე თვითმფრინავები დარტყმებს ახორციელებდნენ ირანულ კოლონებზე, რათა მათ პილოტის ადგილსამყოფელთან მიახლოების საშუალება არ მიცემოდათ.

14/09/2026

🇩🇪გერმანული პროპუტინისტური პარტია AfD-ს ( “ალტერნწტივა გერმანიისთვის”) ლიდერი, ალის ვაიდელი რუსეთის შესახებ:

📌 ჩვენ წიაღისეული საწვავი იქიდან უნდა მივიღოთ, სადაც ბუნებრივი აირი და ნავთობი ყველაზე იაფია — კერძოდ, რუსეთიდან.
რუსეთთან კარგი ურთიერთობების ქონა შედის როგორც ჩვენი უსაფრთხოების, ისე ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებში”.

🇷🇺🇺🇦 პუტინს ზამთრამდე "ენერგეტიკულ ზავზე" შეთანხმება არ სურს, — FINANCIAL TIMES-ს განუცხადა კრემლის ოფიციალურმა პირმა ➡️...
14/09/2026

🇷🇺🇺🇦 პუტინს ზამთრამდე "ენერგეტიკულ ზავზე" შეთანხმება არ სურს, — FINANCIAL TIMES-ს განუცხადა კრემლის ოფიციალურმა პირმა

➡️ უკრაინა და რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების ორმხრივ შეწყვეტას განიხილავენ, თუმცა მოსკოვი ასეთი შეთანხმებით დაინტერესებული არ არის. ამის შესახებ Financial Times-ს სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილე ოფიციალურმა პირებმა დაუდასტურეს—-

➡️ მათითვე თქმით, უკრაინა მოსკოვს რამდენიმე თვის განმავლობაში მოუწოდებდა ასევე პორტებსა და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტისკენ. რუსეთმა წინადადება უარყო და პირიქით, იერიშები გააძლიერა.

➡️ ამჟამად "ენერგეტიკულ ზავზე" მოლაპარაკებები განახლდა. ამავდროულად, FT-ის წყაროები იუწყებიან, რომ პუტინს ზამთრამდე შეთანხმების დადება არ სურს. მას აქვს იმედი, რომ უკრაინის ენერგეტიკაზე დარტყმები გაზრდის ზეწოლას კიევზე და აიძულებს მას, დათმობებზე წავიდეს.

Address

Ilia Chavchavadze 80
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ალფა სიხშირე / alpha frequency posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ალფა სიხშირე / alpha frequency:

Shortcuts

Share

Category