საუცხოო At Georgian SALE Kitchen

საუცხოო At Georgian SALE Kitchen მოვყვეთ Tell the Story

25/11/2025
23/11/2025

"ძალიან მინდა, კარგად გაიაზროთ, რამდენი სიამოვნების წყაროა თქვენი სხეული, რეალურად რამდენ ბედნიერებას განიჭებთ და რამხელა სამსახურს გიწევთ მისი თითოეული ნაკვთი.

წარმოიდგინეთ, დირექტორი რომ იყოთ და რომელიმე თქვენს თანამშრომელს უშნოს, მსუქანს, მოგრეხილს ეძახდეთ, რა გულით გემსახურებათ? ხოდა რა გინდათ თქვენი საყვარელი მოკლე თუ პუტკუნა, მოგრეხილი თუ სწორი ფეხებისგან? ხომ დაგატარებთ აღმა-დაღმა, მიგარბენინებთ კიდეც, საფრთხე თუ შენიშნა.
რას ერჩით ცხვირს, იქნებ ის დააშავა, მთელი სამყაროს სურნელი რომ შეგაგრძნობინათ? ხელების, ამ უჭკვიანესი წყვილის უკმაყოფილო იქნება სამართლიანი ადამიანი? ან რას იცრემლებთ თვალებს ფერადი ლინზებით, რა მნიშვნელობა აქვს ფერს, ის ხომ შრომობს? აღარ იცის, საით მიგახედოთ, რა დაგანახოთ, რა აღგაქმევინოთ. დაცქვეტილი ყურები არ მოგწონთ? ერთი წუთით წარმოიდგინეთ, სმენა რომ დაგიქვეითდეთ, როგორ დაგწყდებათ გული იმაზე, რისთვისაც დღეს მადლობას არ იხდით.

მიუხედავად იმისა, რომ ვერ გრძნობთ მის მიმართ ყოველწამიერ მადლიერებას, ისე მაინც აღიარეთ - თქვენი სხეული, თუ ის ტკივილს არ გგვრით, სამოთხეა.

თქვენი სხეული ულამაზესია. ნუ მიაქცევთ ყურადღებას სილამაზის გამოგონილ სტანდარტებს.
სტანდარტები სტანდარტული ხალხისთვისაა, მთლად რომ არ დაიბნნენ ცხოვრებაში. სინამდვილეში ნებისმიერი ფორმა სამყაროში იმსახურებს აღტაცებას. მთავარია, თქვენი ჰარმონიული კავშირი იგრძნობოდეს თქვენს “არქიტექტურასთან”. მაშინ ყველაფერი მშვენიერი და სულიერი ხდება, სავსე აურით, დადებითი ენერგეტიკით. თქვენს სიმყუდროვეს შემდეგ ნებისმიერი სხვა შეაფარებს თავს სიამოვნებით"

ნათია ფანჯიკიძე

18/11/2025

🎟️ 1980-იან წლებში, ფინანსური სირთულეების გამო, American Airlines-მა მგზავრებს სიცოცხლის ბოლომდე შეუზღუდავი ფრენის საშვი შესთავაზა, რომლის ყიდვაც თავდაპირველად 250,000 აშშ დოლარად იყო შესაძლებელი (თუმცა მოგვიანებით მისი ფასი გაიზარდა).

სტევენ როთშტაინმა, ჩიკაგოელმა ფინანსისტმა, 1987 წელს შეიძინა ეს საშვი და დაამატა $150,000-იანი თანმხლები პირის ბილეთი.

როთშტაინმა მაქსიმალურად გამოიყენა თავისი საშვი; დაფრინავდა და დაფრინავდა; ჰაერში იყო თითქმის ყოველდღე!

სპონტანურ მოგზაურობებში დადიოდა, მაგალითად, საუზმეზე ლონდონში ან ვახშამზე ტოკიოში.

და ეს წლობით გრძელდებოდა.

საბოლოო ჯამში მან დააგროვა 30 მილიონზე მეტი ნაფრენი მილი.

2008 წლისთვის, American Airlines-ის შეფასებით, როთშტაინის ფრენების ღირებულებამ ავიაკომპანიისთვის 21 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

2008 წელს, ავიაკომპანიამ ცალმხრივად გააუქმა როთშტაინის საშვი "თაღლითური ქცევის" გამო, რაც ძირითადად გულისხმობდა თანმხლები პირის ბილეთის გამოყენების წესების დარღვევას:

კომპანიის მესვეურები ამბობდნენ, თითქოს როთშტაინი ყიდდა თანმხლები პირის ბილეთს სხვა მგზავრებზე, ჯავშნიდა "სპეკულაციურ ფრენებს" (ბევრი ფრენა დაჯავშნა, რომელიც არ გამოიყენა) და იყენებდა ისეთ სახელებს, როგორიცაა "Bag Rothstein" ან "Steven Rothstein Jr." ცარიელი ადგილების დასაჯავშნად.

როთშტაინმა უჩივლა American Airlines-ს თავისი ულიმიტო საშვის გაუქმების გამო.

ეს დავა წლობით გაგრძელდა და საბოლოოდ 2012 წელს შეთანხმებით დასრულდა სასამართლოს გარეთ, რისი დეტალებიც არ გახმაურებულა. უდიდესი ალბათობით, American Airlines-მა როთშტაინს სოლიდური თანხა გადაუხადა, რათა ამ უკანასკნელს თავისი ულიმიტო საშვი აღარ გამოეყენებინა.

საბოლოო ჯამში, კომპანიამ უზარმაზარი ზარალი განიცადა, ეს ისტორია კი სახელმძღვანელოებში შევიდა, როგორც ძალიან ცუდი მარკეტინგის მაგალითი.

დღეს ავიაკომპანიები აღარ გასცემენ ფრენის ულიმიტო საშვებს, რათა American Airlines-ის მძიმე მდგომარეობაში არ ჩაცვივდნენ.

✊🤘
31/10/2025

✊🤘

სასწრაფო მიმართვა აშშ-ის სენატსScroll down for English.ვთხოვთ აშშ-ის სენატს, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს MEGOBARI აქტი საქართველოს დემ.....

31/10/2025

29, 30, 31 ოქტომბერს, ჯპს იუბილარია და ამ დღეებში მომხმარებლებს ნამდვილ შოპინგ დღესასწაულს უმზადებს:

18/10/2025

Вспомним эпоху настоящей красоты! Без ботокса и силикона — когда модели вдохновляли естественностью, а мода подчёркивала женственность и индивидуальность. Подробнее в первом комментарии ниже…👇👇👇

18/10/2025
10/10/2025

Address

Tbilisi
0159

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საუცხოო At Georgian SALE Kitchen posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to საუცხოო At Georgian SALE Kitchen:

Share