Xaraxura I ხარახურა

Xaraxura I ხარახურა ეკო-მეგობრული ბეჭდვა და რიზოგრაფ სტუდია
eco printing services and community risograph studio

ფოტოპოემების Workshop: “Self-Poem”შემოგვიერთდი 13 სექტემბერს, 14:00 საათზე თვითგამოხატვისა და შემოქმედებისსაავტორო ვორქშ...
07/09/2026

ფოტოპოემების Workshop: “Self-Poem”

შემოგვიერთდი 13 სექტემბერს, 14:00 საათზე თვითგამოხატვისა და შემოქმედების
საავტორო ვორქშოპზე, სადაც შექმნი უნიკალურ ნამუშევარს - სიტყვებისა და ფოტოების
ერთობლივ კომპოზიციას.

დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს ჩვენს ბიოში 🚕

რას გააკეთებ:
● გაიგებ, რა არის ფოტოპოემა და როგორ მუშაობს ეს ფორმატი;
● დაიწყებ შემოქმედებით სესიას მცირე გასახურებელი სავარჯიშოთი;
● დაწერ შენს პირად პოემას;
● შეარჩევ ფოტოებს, რომლებიც პასუხობს შენს ტექსტს;
● ააწყობ სიტყვებისა და ფოტოების საერთო კომპოზიციას და დაასრულებ მის
გაფორმებას;
● სურვილისამებრ გააზიარებ

რატომ უნდა შემოგვიერთდე?

ეს ვორქშოპი დაგეხმარება აქ და ახლა ყოფნაში. გახდები შემოქმედებითი პროცესის
მონაწილე, სადაც შენი ფანტაზია, რეალობა და ნაპოვნი კავშირები ერთ მთლიან
კომპოზიციად გადაიქცევა.
შეძლებ „დააფიქსირო შენი თავი“ - 2026 წლის 13 სექტემბერს.
ვორქშოპი ატარებს როგორც თერაპიულ, ისე შემოქმედებით ხასიათს.

ვისთვისაა:

ვორქშოპი განკუთვნილია ყველა ადამიანისთვის, ვისაც სურს გაატაროს დრო შემოქმედებითად. შემოქმედებითი წერისა და ფოტოგრაფიის გამოცდილება
აუცილებელი არ არის, საკმარისია სურვილი და გახსნილობა.
შენ მიერ შექმნილი ფოტოპოემა შენს საკუთრებად დარჩება.

დეტალები:

თარიღი: 13 სექტემბერი
დრო: 14:00 (ვორქშოპი გასტანს 2-3 საათს)
ლოკაცია: Xaraxura Press, ნინო ჩხეიძის 34/36
ღირებულება: 45 ლარი (ფასში შედის ყავა, ჩაი და მასალები)

ინსტრუქტორის შესახებ:

თაკო მეზვრიშვილი Tako Mezvrishvili | წერის ფასილიტატორი - წერის ფასილიტატორი, მწერალი და წერის კლუბის „მოთხრობილა“ დამფუძნებელი.

თუ დიდი ხანია გინდათ რიზოზე ბეჭდვის ცდა, შაბათს, 5 სექტემბერს ხარახურაში ბეჭდვის ღია დღეზე გეპატიჟებით. ღია ბეჭდვის დღის...
01/09/2026

თუ დიდი ხანია გინდათ რიზოზე ბეჭდვის ცდა, შაბათს, 5 სექტემბერს ხარახურაში ბეჭდვის ღია დღეზე გეპატიჟებით.

ღია ბეჭდვის დღის ფორმატი:

ჯავშნით 1 საათიან მონაკვეთს

ერთად ვშლით საბეჭდ ფაილს რიზოსთვის 1 ან 2 ფერში

ერთად ვბეჭდავთ თქვენს ნამუშევარს

თან მიგაქვთ თქვენი ნამუშევრის 10 ასლი

ტექნიკური დეტალები:

თქვენი დროის მონაკვეთის დასაჯავშნად და ბეჭდვის ღია დღეზე ჩასაწერად, ეწვიეთ ბმულს ჩვენს Linktree-ზე

დავბეჭდავთ მაქსიმუმ A3 ზომის ქაღალდზე, თუმც A3 ფორმატზე სხვა-და-სხვა ზომის ვიზუალების განთავსებაც შეგიძლიათ

დავბეჭდავთ 1 ან 2 ფერში (გვაქვს შემდეგი ფერები: შავი, წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ნეონ ვარდისფერი, ნეონ ნარინჯისფერი)

დრო: 11:00 - 18:00, 5 სექტემბერი

ადგილი: ნინო ჩხეიძის 34/36, Xaraxura Press

ფასი: 75 ლარი

ENG

If you’ve been wanting to try printing on Riso and get a sense of the basics of Riso printing, we invite you to the Flash Printing Day in Xaraxura on Saturday, September 5th.

Format:

Book an hour slot

We break down your photo into a print file for Riso

We print your artwork together

You take 10 copies of your print home

Technical details:

To book your time slot and register for the Flash Printing Day, visit the form on our Linktree

We will print on A3 size paper, although you can also place different-sized visuals on A3 format

We will print in 1 or 2 colors (we have the following colors: black, red, yellow, green, blue, neon pink, neon orange)

Time: 11:00 - 18:00, September 5

Location: Nino Chkheidze 34/36, Xaraxura Press

Price: 75 GEL

ENG IN COMMENTS ადამიანურ კავშირებზე ფიქრისას, ხშირად ისეთი ნაკლებ ხილული ელემენტები გვისხლტება ხედვიდან, რომლებიც ამგვა...
10/08/2026

ENG IN COMMENTS

ადამიანურ კავშირებზე ფიქრისას, ხშირად ისეთი ნაკლებ ხილული ელემენტები გვისხლტება ხედვიდან, რომლებიც ამგვარი ურთიერთობების ქსოვილის ფორმირებაში თანამონაწილეობენ, პროვოცირებენ და ფორმას უცვლიან მათ. მხოლოდ შეგრძნებითად თუ შევნიშნავთ ხოლმე, როგორ ეკვრიან და ერევიან ისინი ჩვენს მოგონებეს, აღქმებს, სურვილებსა და მათ ობიექტებს.

მომავალი პუბლიკაცია “მჟღერი კავშირების კატალოგი”, მუსიკალურ და არამუსიკალურ ხმებს/ჟღერადობებს ერთ-ერთ ასეთ ელემენტად, თუ იმპულსად მოიაზრებს, ცდილობს იკვლიოს და ტექსტურად აღბეჭდოს მათი არსებობის კვალი სხვებთან ჩვენს კავშირებზე, მოგონებებსა და შეგრძნებებზე.

როგორ ეხვევა სხვასთან კავშირი ჟღერადობის კანში, სხვა ადამიანის, მისი სუნთქვის, ორგანული თუ არაორგანული არსებობის ხმაში? როგორ იხლართება ესა თუ ის ჟღერადობა მის შეხებასა და აღქმაში? ერთმანეთისთვის გაზიარებული მუსიკა როგორ იქცევა კონკრეტული მომენტის, ადგილის, სუნისა, თუ გემოს შემნახველად, გადამცემად? როგორია გარე ხმაური, რომელიც სხვისი გავლით ყუჩდება, როგორ განირჩევა და განიცდება მასში კონკრეტული ჟღერადობები? როგორ გარდაქმნის ხმა გარემოს? როგორ იცვლება ჩვენი მოსმენის უნარი და პრაქტიკა სხვისი, ან მისდამი სურვილის გავლით? როგორ იქცევა ჟღერადობა კომუნიკაციის, გამოთქმის ან გამოუთქმელობის ენად?

სააპლიკაციო ფორმა სწორედ იმ ადამიანებისთვის არის, ვისაც ამ თუ სხვა კითხვებზე პასუხი (თუ უპასუხობა) უგრძვნია ან გამოუცდია, ვისაც ჟღერადობის იმპულსის მიყოლით, ფრაგმენტულად მაინც შეუნიშნავს მისი გავლენა საკუთარ თავზე, მეორე სუბიექტზე ან მასთან არსებულ კავშირზე.
დაინტერესებულებს, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ მჟღერი კავშირების და ამ კავშირებით გამოწვეული აფექტების შესახებ მცირე ტექსტური (თუნდაც უკვე არსებული) ჩანახატები. ტექსტის ფორმატი და სტილი შეზღუდული არ არის.

ტექნიკური დეტალები და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ჩვენს linktree-ზე (ბმული ბიოში).

კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ ჩვენ ან prostheticwings - ს.

ხარახურაში CD-ების ფაზას გავდივართ და გადავწყვიტეთ ეს გატაცება გაგიზიაროთ - ამიტომაც გეპატიჟებით შემოგვიერთდეთ მიქსთეიფე...
14/07/2026

ხარახურაში CD-ების ფაზას გავდივართ და გადავწყვიტეთ ეს გატაცება გაგიზიაროთ - ამიტომაც გეპატიჟებით შემოგვიერთდეთ მიქსთეიფების (mixtape) კეთების და რიზო ბეჭდვის თემატურ ვორკშოპზე.

ვორკშოპის პირველი ნაწილი დაეთმობა თქვენს მიერ შექმნილი პლეილისტების CD დისკებზე ჩაწერას. მეორე ნაწილში, აგიხსნით რიზოზე ბეჭდვის და საბეჭდი ფაილის აწყობის საბაზისო პრინციპებს. შემდეგ, მოგეცემათ დრო, რომ ციფრულად ან ხელით შექმნათ დიზაინი თქვენი მიქსთეიფისთვის (როგორც cover art-ი, ასევე თავად CD-ს დიზაინი). სესიის ბოლო ნაწილი დაეთმობა თქვენი დიზაინების ბეჭდვას და მიქსთეიფების სისრულეში მოყვანას.

ვორკშოპს დატვებთ თქვენს მიერ გაკეთებული მიქსთეიფის ერთი ასლით, რომელსაც რიზოზე დაბეჭდილი ქავერი დაამშვენებს.

თარიღი: შაბათი, 18 ივლისი
დრო: 12:00 - 17:00
ადგილი: ნინო ჩხეიძის 34/36, ხარახურა
ენა: ქართული და ინგლისური
ფასი: 100 ლარი

რეგისტრაციის გასავლელად, ეწვიეთ ჩვენს linktree-ს (ბმული ბიოში).

პ.ს. ამ შემთხვევაში მიქსთეიფი (mixtape)-ით უბრალოდ CD-ზე ჩაწერილ პლეილისტს ვგულისხმობთ.

We are going through a slight CD phase at Xaraxura and decided to do something about it - that’s why we invite you to join us for a Mixtape-making and Riso-printing workshop.

The first part of the workshop will be dedicated to burning playlists created by participants onto CD discs. After this very practical part is done, we will explain the basic principles of printing on Riso and creating a print file. Then, you will be given time to create a design for your mixtape (both the cover art and the design of the CD itself). The last part of the session will be dedicated to printing your designs and bringing your mixtapes to life.

You will leave the workshop with one physical copy of your very own, riso-printed-cover-adorned mixtape.

Date: Saturday, July 18th
Time: 12:00 - 17:00
Location: 34/36 Nino Chkheidze, Xaraxura
Languages: Georgian and English
Price: 100 GEL

To register, visit our linktree (link in bio).

P.S. In this case, by ‘mixtape’ we simply mean a playlist recorded on a CD.

ამ კვირას, 21 ივნისს, 17:00 საათზე, გეპატიჟებით Goethe-Institut Georgien-ის ბიბლიოთეკაში ახლად დაბეჭდილი კომიქსების ანთო...
18/06/2026

ამ კვირას, 21 ივნისს, 17:00 საათზე, გეპატიჟებით Goethe-Institut Georgien-ის ბიბლიოთეკაში ახლად დაბეჭდილი კომიქსების ანთოლოგიის, „DARDUBALA“-ს პრეზენტაციაზე.

DARDUBALA-თი ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისის მრავალეთნიკურ სატირულ სულისკვეთებას - კერძოდ, ისეთ გაზეთებს, როგორიცაა: ხათაბალა (სომხეთი), მოლა ნასრედინი (აზერბაიჯანი) და ეშმაკის მათრახი (საქართველო). ანთოლოგია ჰგავს აღსარებას, რომელიც „მდაბიო ხელოვნების“ ფილოსოფიას მიჰყვება და კომერციულ ელეგანტურობას უარყოფს.

ანთოლოგია შეიქმნა ერთ კვირაში Շամիրամ-ისა და xaraxura | ხარახურა-ის მიერ ორგანიზებული კომიქსების რეზიდენციის ფარგლებში. ანთოლოგიის შექმნაში მონაწილეობდა 10 მხატვარი სომხეთიდან, საქართველოდან, გერმანიიდან და აზერბაიჯანიდან. თითოეულ მათგანს ევალებოდა, კომიქსის ერთ გვერდზე პირადი უბედურება აღეწერა.

პრეზენტაციის დროს შეძლებთ ჩვენი ახლად შექმნილი ნამუშევრების ნახვას, ხელოვანებთან შეხვედრას, მათ შემოქმედებით პროცესში ჩაღრმავებას, კავკასიურ კულტურაში ჯამბაზის/ჯანბაზის ფიგურის შესახებ მეტის გაგებას, მცირე ესკიზების გაკეთებას და, იმედია, გართობას.

პროექტი ხორციელდება საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით.

This Sunday, June 21st at 17:00, we invite you to the presentation of a very special, freshly-printed comics anthology “DARDUBALA” at the Goethe-Institut Georgien Library.

DARDUBALA is a modern homage to the multi-ethnic satirical spirit of early 20th century Tbilisi (specifically, magazines like Khatabala (ARM), Molla Nasreddin (AZ), and Devil’s Whip (GEO)). The anthology is a confession, following the “Low Art” philosophy and rejecting commercial polish in favor of visceral honesty.

The anthology was created in one week, in the frame of a comics residency organized by Շամիրամ and xaraxura | ხარახურა. The anthology hosted 10 artists from Armenia, Georgia, Azerbaijan, and Germany. Each artist was strictly limited to one page to document a personal misfortune.

During the presentation, you’ll get to see our newly born creation, meet the artists, peer into their creative process, learn more about the figure of Jambaz/Janbaz in Caucasian culture, sketch a little and hopefully, have fun.

Supported by the Goethe-Institut Georgien.

წინა კვირის ვორკშოპის შედევრები - ექსპერიმენტული ტიპოგრაფიები შედგა :3 60+ ხელნაკეთი შრიფტუკები .
29/05/2026

წინა კვირის ვორკშოპის შედევრები - ექსპერიმენტული ტიპოგრაფიები შედგა :3 60+ ხელნაკეთი შრიფტუკები .

პარასკევს, 17 აპრილს,  და .nadiradze -სთან ერთად ვისაუბრებთ საქართველოში თვითგამომცემლობის და ექსპერიმენტული პუბლიკაციებ...
15/04/2026

პარასკევს, 17 აპრილს, და .nadiradze -სთან ერთად ვისაუბრებთ საქართველოში თვითგამომცემლობის და ექსპერიმენტული პუბლიკაციების უახლოეს ისტორიაზე და მათ გამოცდილებებზე, როგორც პროექტი ‘მოგზაური არტ წიგნები / Traveling Art Books’-ის ფარგლებში, ასევე მას მიღმა.

შეხვედრა მოიცავს მცირე პრეზენტაციას, დისკუსიას და ამ პერიოდში გამოცემული არტ პუბლიკაციების გამოფენა/დათვალიერების სესიას.

დრო: პარასკევი, 17 აპრილი, 19:30
ადგილი: ხარახურა, ნინო ჩხეიძის 34/36 (გერმანიის საელჩოს გვერდით)
დასწრება: თავისუფალი

Traveling Art Books/მოგზაური არტ წიგნები (2015 - 2017) - დაიწყო როგორც წიგნის ხელოვნების ცენტრის პროექტი. ინიციატივა ემსახურებოდა ქართული და საერთაშორისო არტ წიგნების და სახელოვნებო თვითგამომცემლობის პოპულარიზაციას: გამოფენების, სახელოვნებო შეხვედრების, პრეზენტაციების, ვორკშოპების და დისკუსიების მეშვეობით. პროექტი ყოველთვიურად იცვლიდა ადგილს.

თამარ ნადირაძე - მხატვარი, წიგნის ილუსტრატორი და დიზაინერი. მისი შემოქმედებითი პრაქტიკა მოიცავდა არტ-წიგნის სფეროს, რაც გულისხმობდა კვლევაზე დაფუძნებული წიგნების შექმნას, არტ-წიგნების ვორკშოპების ორგანიზებასა და ამ მიმართულების კვლევას და ცნობადობის ამაღლებას მის კოლეგა ნინი ხუროშვილთან ერთად. დღესდღეობით იგი ძირითადად ფერწერაში მუშაობს.

ნინი ხუროშვილი - ხელოვანი, ეთნობოტანიკოსი, ეკოსოფელი საქართველოს თანადამფუძვნებელი, მოგზაური არტ წიგნების თანაშემქმნელი ნინი დაინტერესებულია ტრადიციული სამკურნალო მედიცინით, დალხენის პრაქტიკებით, ჯგუფური დინამიკისა და ადამიანების თვითორგანიზების ისტორიების კვლევითა და დაკვირვებით. 2015-2017 წლამდე აქტიურად იყო ჩართული ქართული არტ წიგნების შექმნასა და პოპულარიზაციაში.

დღევანდელი რიზო ვორკშოპის ლამაზ-ლამაზი შედეგები 🤍 მადლობა ყველა მონაწილეს!!
04/04/2026

დღევანდელი რიზო ვორკშოპის ლამაზ-ლამაზი შედეგები 🤍

მადლობა ყველა მონაწილეს!!




 -ის ახალი ბლოკნოტების სერია შიდა გვერდები: პუხლი, 70 გრამიანიყდები: ქაღალდი სხვა-და-სხვა (უმეტესად 200 გრამიანი), ჭავლუ...
01/04/2026

-ის ახალი ბლოკნოტების სერია

შიდა გვერდები: პუხლი, 70 გრამიანი
ყდები: ქაღალდი სხვა-და-სხვა (უმეტესად 200 გრამიანი), ჭავლური ბეჭდვა
ხელით აკინძული

შესაძენად მოგვწერეთ 🤍

…

New notebook series from

Inner pages: 70gsm paper
Cover: assorted paper (mostly 200gsm), inkjet printing
Hand bound

DM us to purchase 🤍

დიდი ხანი ელოდით თუ საერთოდაც არ - ამ შაბათს ვატარებთ რიზოზე 2 ფერში ბეჭდვის ვორკშოპს!დრო: 4 აპრილი, 12:00ადგილი: ნინო ჩ...
31/03/2026

დიდი ხანი ელოდით თუ საერთოდაც არ - ამ შაბათს ვატარებთ რიზოზე 2 ფერში ბეჭდვის ვორკშოპს!

დრო: 4 აპრილი, 12:00
ადგილი: ნინო ჩხეიძის 36, ხარახურა
ფასი: 70 ლარი
ენა: ინგლისურ-ქართული

თითოეული მონაწილე ისწავლის რიზოგრაფზე ბეჭდვის საბაზისო პრინციპებს, ფაილების 2 ფერად დაშლას და ვორკშოპის ბოლოს დაბეჭდავს ა3 ფურცელზე განთავსებულ ნებისმიერ სასურველ ნამუშევარს ან ნამუშევრებს. ვორკშოპის დროს შექმნილი პრინტის რამდენიმე ასლი თქვენ გრჩებათ!

Address

34/36 Nino Chkheidze Street
Tbilisi
0179

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Xaraxura I ხარახურა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Xaraxura I ხარახურა:

Shortcuts

Share