19/04/2024
კრიპტო ვაჭრობა: საფუძვლები
ციფრული ვალუტის სავაჭრო პლატფორმაზე ყიდვა-გაყიდვას კრიპტოვალუტით ვაჭრობა ეწოდება.
მოგების მისაღებად, მოვაჭრეები ყიდულობენ აქტივებს უფრო დაბალ ფასად და შემდეგ ყიდიან უფრო მაღალ ფასად. ამ პროცესს ტერეიდერები სპეკულაციას უწოდებენ.
გახსოვდეს, რომ კრიპტოვალუტის ფასები ძალიან ვოლატილურია (არაპროგნოზირებადი და არასტაბილური), ასე რომ, ინვესტირებას და ვაჭრობას თან ახლავს რისკები. ამიტომაც ყოველთვის იმდენი ინვესტიცია უნდა ჩადო, რამდენის დაკარგვაც რაიმე ფინანსურ საფრთხეს არ შეგიქმნის.
კრიპტოვალუტიდან ფინანსური მოგების 2 ძირითადი სტრატეგია არსებობს: დაჰოლდვა და აქტიური ვაჭრობა.
მოდი, განვიხილოთ თითოეული
დაჰოლდვის სტრატეგია: შენ ყიდულობ აქტივს, დიდი ხნის განმავლობაში შესანახად, იმ იმედით, რომ ფასი გაიზრდება და შენ გაყიდი მას მომგებიანად.