Seenet • სინეტი

Seenet • სინეტი ციფრული მარკეტინგის სააგენტო

დიზაინი:

ვებ დიზაინი, ლოგო დიზაინი, კორპორატიული სტილი, მობილური აპლიკაციის დიზაინი

დეველოპმენტი:

ვებ საიტი, ვებ აპლიკაცია, iOS აპლიკაცია, ANDROID აპლიკაცია, დესკტოპ აპლიკაცია

ინტერნეტ მარკეტინგი:

SEO - საძიებო სისტემებთან ოპტიმიზაცია, სოციალური მედია მარკეტინგი

16/05/2020


📢 ფეისბუქი Giphy-ს $400 მილიონად ყიდულობს

ფეისბუქი გიფების პლატფორმა Giphy-ს ყიდულობს. გამოცემა Axios-ის ინფორმაციის მიხედვით, კომპანიის შეძენა ფეისბუქს $400 მილიონი დაუჯდება.

მნიშვნელოვანია, რომ გარდა იმისა, რომ Giphy საუკეთესო გიფებს უყრის თავს, მის საძიებო სისტემასა და სტიკერის ფუნქციებს ინსტაგრამზეც შეხვდებით. მომავალში Giphy ინსტაგრამის გუნდის ნაწილი გახდება. გიფების დამატება მომხმარებლებს ჩვეულებრივად შეეძლებათ და Giphy საკუთარ ბრენდინგს შეინარჩუნებს.

ფეისბუქი ამბობს, რომ Giphy-ის ტექნიკურ განვითარებაში დამატებით ინვესტიციას ჩადებს და ურთიერთობებს დეველოპერებთან და მომხმარებლებთან კიდევ უფრო განამტკიცებს. კომპანიის თქმით, Giphy-ის ტრაფიკის 50% ისედაც ფეისბუქის აპლიკაციებზე მოდის (იგულისხმება ინსტაგრამი, მესენჯერი, თვითონ ფეისბუქი და WhatsApp).

Giphy 2013 წელს შეიქმნა, როგორც გიფების საძიებო სისტემა. Giphy სულ მალე თავსებადი გახდა ფეისბუქთან, შემდეგ კი — ტვიტერთან.

კეთილი იყოს შენი მობრძანება ოჯახში — ნათქვამია ფეისბუქის განცხადებაში.

 #დარჩისახლში  #სინეტი   👫 FACEBOOK-მა წყვილებისთვის შექმნილი ახალი აპლიკაცია გამოუშვაFacebook-მა ახალი აპლიკაცია, სახელ...
28/04/2020

#დარჩისახლში #სინეტი

👫 FACEBOOK-მა წყვილებისთვის შექმნილი ახალი აპლიკაცია გამოუშვა

Facebook-მა ახალი აპლიკაცია, სახელად Tuned გამოუშვა. ეს არის ახალი სოციალური ქსელი, რომელიც სპეციალურად წყვილებისთვისაა შექმნილი.

Tuned წყვილებს მხოლოდ ორისთვის განკუთვნილ სივრცეს სთავაზობს, სადაც ტექსტური თუ ხმოვანი შეტყობინებების, ფოტოსურათებისა და სასიყვარულო ბარათების გაგზავნა, საერთო მოგონებების თაიმლაინისა და ალბომების შექმნა, აუდიოსტრიმინგის პლატფორმა Spotify-ის მეშვეობით კი მუსიკის გაზიარებაა შესაძლებელი. მომხმარებლებს ახალ სოციალურ ქსელში ასევე ორიგინალური სტიკერები და რეაქციები დახვდებათ.

ახალი აპლიკაცია Facebook-ის მიერ გასულ ზაფხულს შეკრებილი გუნდის New Product Experimentation შრომის შედეგია, რომლის მთავარი ამოცანა ინოვაციური პროდუქტების შექმნა და გამოცდაა. მათ სახელს ისეთი პროექტები უკავშირდება, როგორიცაა მიმების დასამზადებელი პლატფორმა Whale და ფოტოსურათების გასაზიარებლად შექმნილი Hobbi.

წყვილებისთვის განკუთვნილი სოციალური ქსელით სარგებლობა 13 წელზე უფროსი ასაკის მომხმარებლებს შეეძლებათ. ის უფასოა და Facebook-ზე რეგისტრაციას არ საჭიროებს, თუმცა პირადი მონაცემებით სარგებლობასთან დაკავშირებით იქ მოქმედი წესები Tuned-ზეც ვრცელდება. აპლიკაცია ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებსა და კანადაში იქნება ხელმისაწვდომი. მისი ჩამოტვირთვა მსურველებს Apple-ს App Store-დან შეძლებათ.

👐 დღე მშვიდობისა, მეგობრებო ❤🌍 დღეს 22 აპრილია, დედამიწის დღე. უკვე 50 წელია რაც ეს დღე არსებობს.  ამ დღესთან დაკავშირებ...
22/04/2020

👐 დღე მშვიდობისა, მეგობრებო ❤

🌍 დღეს 22 აპრილია, დედამიწის დღე. უკვე 50 წელია რაც ეს დღე არსებობს. ამ დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ადამიანები გარემოსდაცვის მხარდასაჭერ ღონოსძიებებს მართავენ და გლობალურ პრობლემებსა და გამოწვევებს აქტიურად ებრძვიან, სხვადასხვა გზით. ზოგიერთ ქვეყანაში აქტივობები 1 კვირის განმავლობაში გრძელდება.

👨‍👩‍👧‍👦 მაგრამ არც 1 დღე და არც 1 კვირა საკმარისი არ არის კაცობრიობის წინაშე არსებული პრობლემების დასაძლევად. მუდმივად უნდა გვახსოვდეს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ვცდილობდეთ გავუფრთხილდეთ გარემოს, რადგან "იგი არ მიგვიღია წინაპრებისგან საჩუქრად, არამედ ჩვენმა შვილებმა გვათხოვეს".

🙏ახლა სწორედ დაფიქრებისა და ღირებულებების გადაფასების დროა. ნუ დაელოდებით დედამიწის დღეს, დედამიწა არ წყვეტს მზის გარშემო ბრუნვას და ნურც თქვენ შეწყვეტთ მასზე ზრუნვას.

🏡 #დარჩისახლში და გაგე მეტი დედამიწის დღეზე:

Learn the history behind the Earth Day movement, which engages a billion people worldwide on April 22 of every year. 2020 marks 50 years of Earth Day.

 #დარჩისახლში       🔵 Messenger-ს ავტომატური სტატუსის ფუნქცია ემატებაMessenger-ს, შესაძლოა, ავტომატური სტატუსის ფუნქცია ...
08/04/2020

#დარჩისახლში
🔵 Messenger-ს ავტომატური სტატუსის ფუნქცია ემატება

Messenger-ს, შესაძლოა, ავტომატური სტატუსის ფუნქცია დაემატოს, რაც გულისხმობს, რომ შესაძლებელი გახდება თქვენი მეგობრებისთვის თქვენი აქტივობებისა და ადგილმდებარეობის შესახებ ავტომატურად შეტყობინება. მაგალითად, თუ აეროპორტში ხართ, თქვენს პროფილზე თვითმფრინავი დაიხატება, თუ ელემენტს ტენით, დატენვის ნიშანი და ა.შ.

მესენჯერის ამ ფუნქციას მუშაობისათვის თქვენს ადგილმდებარეობასთან, აქსელერომეტრთან და ელემენტთან წვდომა დასჭირდება.

 #დარჩისახლში  #სინეტი  Facebook-მა მესენჯერის დესკტოპ ვერსია გამოუშვა 💬აპლიკაცია Microsoft Store-სა და Mac App Store-ზე...
03/04/2020

#დარჩისახლში #სინეტი
Facebook-მა მესენჯერის დესკტოპ ვერსია გამოუშვა 💬

აპლიკაცია Microsoft Store-სა და Mac App Store-ზე 2 აპრილიდან გახდა ხელმისაწვდომი ✅

მისი მეშვეობით შეძლებთ:
⚡ მესიჯის მიწერას
⚡ ვიდეოზარის განხორციელებას, როგორც მობილურ, ასევე ვებვერსიებზე

კომპანია დიდი ხანია აპლიკაციის გამოშვებაზე საუბრობს და როგორც ჩანს, საკითხი ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც Zoom არაერთხელ დაადანაშაულეს მომხმარებელთა პირადი მონაცემების გაჟონვაში ❌

Microsoft Store ➡ https://bit.ly/2JEVYu0
Mac App Store ➡ https://apple.co/3bRlk4f

 #დარჩისახლში  #სინეტი  #სიახლეები📣 YouTube TikTok-ის მსგავსი აპლიკაციის შექმნაზე მუშაობსYouTube ბავშვებსა და ტინეიჯერებ...
02/04/2020

#დარჩისახლში #სინეტი #სიახლეები
📣 YouTube TikTok-ის მსგავსი აპლიკაციის შექმნაზე მუშაობს

YouTube ბავშვებსა და ტინეიჯერებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა, TikTok-ის გამოჩენის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა. ახლა, როგორც The Information იტყობინება, YouTube TikTok-ის ანალოგის შექმნაზე მუშაობს, ახალ პროდუქტს კი Shorts ერქმევა. ის მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მოკლე ვიდეოები ატვირთონ აპლიკაციის სიახლეების ზოლში, ისევე, როგორც ეს TikTok-ზეა შესაძლებელი. ახალი სოციალური ქსელი მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, ვიდეოების რედაქტირებისას, ისარგებლოს YouTube Music-ის ლიცენზირებული კატალოგით.

TikTok-ის მომხმარებელთა რიცხვი, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში 125%-ით გაიზარდა (App Annie-ს ანგარიში 2020 წლის იანვრის ჩათვლით). დღეისათვის, ტიკტოკს 2 მილიარდზე მეტი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი ჰყავს. YouTube-ის მხრიდან, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის პოპულარული ონლაინ რესურსის ანალოგის შექმნას ცდილობს. მან, ცოტა ხნის წინ, Instagram Stories-ის მსგავსი სისტემაც შემოიღო. აღსანიშნავია, რომ ტიკტოკის ანალოგის შექმნაზე Facebook-იც მუშაობს. მისი ახალი აპლიკაცია – Lasso, რომელიც ტიკტოკის მსგავსია, ამ ეტაპზე, ბრაზილიის ბაზარზე იტესტება.

 #დარჩისახლში    🏡 Google-მა და YouTube-მა შექმნეს ახალი სერვისები ონლაინ სწავლებებისთვისGoogle-მა და YouTube-მა შექმნეს...
30/03/2020

#დარჩისახლში
🏡 Google-მა და YouTube-მა შექმნეს ახალი სერვისები ონლაინ სწავლებებისთვის

Google-მა და YouTube-მა შექმნეს ახალი სერვისები, ონლაინ გვერდების სახით, რომლებიც მასწავლებლებსა და მოსწავლეთა ოჯახებს დაეხმარება, რომ მოსწავლეებს სახლის პირობებში მისცენ განათლება, მანამ, სანამ ისინი სახლში იმყოფებიან პანდემიისგან შექმნილი ვითარების გამო.

Google-ის ვებ-გვერდი, სახელად Teach From Home ("ისწავლე სახლიდან") მასწავლებლებს სთავაზობს რეკომენდაციებს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, Google-ის პროდუქტების გამოყენებით. YouTube კი მომხმარებელს სთავაზობს სერვისს – Learn@Home , რომელშიც კატალოგიზირებულია ის ძირითადი საგანმანათლებლო არხები, რომელთა ყურებაც მოსწავლეებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ.

▶️ დეტალურად: https://teachfromhome.google/intl/en/

   #სიახლეები  🎮 Steam-მა ბოლო დღეებში ახალი რეკორდი დაამყარა24 საათის განმავლობაში სათამაშო პლატფორმას 20,313,451 ადამი...
23/03/2020

#სიახლეები

🎮 Steam-მა ბოლო დღეებში ახალი რეკორდი დაამყარა

24 საათის განმავლობაში სათამაშო პლატფორმას 20,313,451 ადამიანი ეწვია, შესაბამისად Steam-მა გასულ უქმეებზე ახალი რეკორდი დაამყარა. Steam-ს ერთდროულად 20 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, აქედან 6,4 მილიონი კი თამაშში იყო შესული – ეს იყო სათამშო პლატფორმის ისტორიაში პირველი შემთხვევა.

წინა რეკორდი გასულ თვეში, 19 მილიონი მომხმარებლით დაფიქსირდა.

მომხმარებელთა დიდი ნაწილი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასარიდებლად სახლში უფრო დიდ დროს ატარებს, ამიტომ მათ უფრო მეტი დრო აქვთ, რომ ითამაშონ – ასე ხსნიან ბოლო დროის რეკორდულ მონაცემებს.

თქვენც შეუერთით Steam-ის სერვისებს? ^_^

     📣 Adobe სტუდენტებს Creative Cloud-ზე უფასო წვდომას მისცემს🔴 Adobe სტუდენტებს რთული პერიოდის გადაგორებაში ეხმარება.მ...
19/03/2020


📣 Adobe სტუდენტებს Creative Cloud-ზე უფასო წვდომას მისცემს

🔴 Adobe სტუდენტებს რთული პერიოდის გადაგორებაში ეხმარება.

მათი გარკვეული ნაწილი კორონავირუსის გამო სახლს ვერ ტოვებს, სწორედ ამიტომ, ისევე როგორც სხვა კომპანიებმა, გულისხმიერება Adobe-მაც გამოიჩინა და თავისი Creative Cloud და მასთან დაკავშირებული ისეთი პროგრამები, როგორიცაა, მაგალითად, Photoshop, უფასო რეჟიმზე გადაიყვანა.

უფასო ლიცენზიის მიღებისთვის მოთხოვნის დაფიქსირება მხოლოდ სასწავლო დაწესებულების IT წარმომადგენლებს შეუძლიათ. შემდეგ კი პროგრამებზე უფასო წვდომას თქვენი სკოლა ან უნივერსიტეტი გაგიზიარებთ. უფასო ლიცენზიები 2020 წლის მაისამდე გესტანს.

 #სიახლეები  #სინეტი    🔔 9to4Mac-მა iOS 14-ის კოდში აღმოჩენლი რამდენიმე ახალი ფუნქციის შესახებ ინფორმაცია გაგვაცნო, დღე...
16/03/2020

#სიახლეები #სინეტი
🔔 9to4Mac-მა iOS 14-ის კოდში აღმოჩენლი რამდენიმე ახალი ფუნქციის შესახებ ინფორმაცია გაგვაცნო, დღეს კი MacRumors ამ სიას ახალი დეტალებიც შემატა. ჯერ უცნობია ყველა ამ დეტალს მართლაც ვიხილავთ თუ არა ახალ iOS 14-ში, თუმცა, ეს Apple-ისათვის ნამდვილად დიდი განახლება იქნებოდა.

🔴 დავიწყოთ ახალი ფიტნეს აპლიკაციით, რომლის კოდური სახელიც "Seymour-ია" და სავარაუდოდ, საბოლოო ვერსიაში Fit ან Fitness ერქმევა. ეს ცალკემდგომი აპლიკაციაა, რომელიც თავსებადი iOS 14-თან, watchOS7-თან და tvOS 14-თან იქნება. როგორც ირკვევა, Fit არ ჩაანაცვლებს Activity აპლიკაციას. როგორც აღოჩნდა, ახალი აპლიკაცია საშუალებას მოგცემთ გადმოწეროთ სხვადასხვა ფიტნეს ვიდეოები და ვარჯიშები.

🔴 iOS 14-ში კიდევ ერთი ახალი API — PencilKit გამოჩნდა, რომელიც ეფლის კალმის ფუნქციების არეალს აფართოვებს. მაკრუმორსის თქმით, ახალი API საშუალებას მოგვცემს, რომ კალმით ისეთ აპლიკაციებშიც ვწეროთ, როგორიც მესიჯები, მეილი ან კალენდარია. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ფუნქციაზე წვდომას ნებისმიერი დეველოპერიც მიიღებს.

🔴 განახლება შეეხება iMessage-საც, თუმცა აქ გასაოცარი არაფერი ხდება. ეფლი მუშაობს @-თეგების გამოყენების ფუნქციაზე, რაც, მაგალითად, ფეისბუქის მესენჯერს უკვე დიდი ხანია აქვს. ასევე ლაპარაკია მესიჯის წაშლის ფუნქციაზეც, მანამ სანამ ადრესატი მას ნახავს. MacRumors აცხადებს, რომ ეს ფუნქციები მხოლოდ ტესტირების რეჟიმშია და მათი ნახვა რეალურ iOS14-ში ნაკლებად სავარაუდოა.

🔴 MacRumors ინფორმაციას ნანატრ ტეგებზეც ავრცელებს. მათი სახელი AirTags იქნება და დიახ, ისინი დადასტურებულად გამოვა.

გახადეთ თქვენი ბიზნესი წარმატებული 📈მიიღეთ პროფესიონალური მარკეტინგული მომსახურება 👨‍💼✅ სოციალური მედიის მართვა ✅ ვიდეო ...
13/03/2020

გახადეთ თქვენი ბიზნესი წარმატებული 📈

მიიღეთ პროფესიონალური მარკეტინგული მომსახურება 👨‍💼

✅ სოციალური მედიის მართვა
✅ ვიდეო პროდაქშენი
✅ SEO ოპტიმიზაცია
✅ საძიებო სისტემების მარკეტინგი

   #სინეტი  #სიახლეები📣 Twitter 24 საათიან პუბლიკაციებს ტესტავსTwitter 24 საათში გაქრობად „სთორებს“ ტესტავს – აღნიშნულის...
12/03/2020

#სინეტი #სიახლეები
📣 Twitter 24 საათიან პუბლიკაციებს ტესტავს

Twitter 24 საათში გაქრობად „სთორებს“ ტესტავს – აღნიშნულის შესახებ სოციალური ქსელის ბრაზილიური ოფისის ტვიტიდან ვიგებთ. სოციალური ქსელი ფუნქციას ბრაზილიელ მომხმარებელზე ტესტავს და თუ დღეს ინსტაგრამის ამ ფუნქციას Stories-ის სახელით ვიცნობთ, ტვიტერისთვის 24 საათიანი პუბლიკაციების სახელი Fleets-ია.

ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია, თუმცა ტვიტერის Fleets-ები, ფეისბუკისა და ინსტაგრამის მსგავსად, სიახლეების ზოლის დასაწყისში შეგვხვდება

Address

ი. ჭავჭავაძე 33ე
Tbilisi
0163

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995579261262

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Seenet • სინეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Seenet • სინეტი:

Share