09/06/2025
კომპანია ანოვა • ANOVA აბრეშუმის გზაზე 🚀
🟡 ანოვა • ANOVA - კვლევითი კომპანიაა, რომელიც ახორციელებს სოციალურ და ბიზნეს კვლევებს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბიზნესებისა და ორგანიზაციებისთვის. სიღრმისეული ანალიტიკისა და მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაციის გამოყენებით ეხმარებიან მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, რათა შეისწავლონ ბაზარი, შეაფასონ რისკები და ჩამოაყალიბონ სტრატეგიული სამომავლო გეგმები თავიანთი საქმიანობის სწორი განვითარებისთვის.
🌟 როგორც უკვე იცით, „გაყიდვების ასოციაცია“ 9 ოქტომბერს, ტაშკენტში, სასტუმრო Hilton-ში, პირველ საერთაშორისო ბიზნეს გამოფენას გამართავს.
გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება:
🗓️ 8 ოქტომბერი – ბიზნეს კონფერენცია
🗓️ 9 ოქტომბერი – გამოფენა „საქართველო - უზბეკეთი: აბრეშუმის გზა“
მონაწილეობის მისაღებად დაგვიკავშირდით 📞 551 36 70 36 ან შეავსეთ ფორმა.
🔗 https://forms.gle/ruek9zALqkZTBc3i8