11/10/2019
ხშირად გვხვდება ხოლმე სოციალური გვერდები, სადაც განთავსებულია მარტო პროდუქტის დასახელება აღწერილობით. 🧐
არანაირი ინფორმატიულობა და გართობა. მხოლოდ პროდუქტი. ასეთ პოსტებს “ალაიქებენ” მარტო კომპანიის დირექტორის მეგობრები და ერთგული მომხმარებლები. 👍
მაგასაც ყველა არ აკეთებს. მოწონების დამსახურება დღევანდელ რეალობაში ძალიან რთულია. ასეთი ქონთენთი ვერ მოიზიდავს პოტენციურ კლიენტს და, შესაბამისად, ვერ დაგეხმარებათ გაყიდვების გაზრდაში. თქვენ თვითონ აღიქვამთ ასეთ პირდაპირი გაყიდვების პოსტებს? 🤷♂️
შეურიეთ სხცა და სხცა ქონთენთის სახეობა: მაგალითად, გასართობი+ინფორმატიული ან გაყიდვები + გართობა და ა.შ. მოამზადეთ ყოველი თვის ქონთენთ გეგმა წინასწარ და გადაანაწილეთ პოსტების თემები. 💡
დაგრჩათ კიდევ შეკითხვები? მოგვწერეთ პირადი შეტყობინება და მიიღეთ მინი კონსულტაცია. დეტალურად გიპასუხებთ ნებისმიერ ერთ შეკითხვაზე! 👌
მეგობრებო, ჩვენ მოვამზადეთ თქვენთვის პოსტის 20 უნივერსალური თემა. გაინტერესებთ? 🙃