Very Bad Agency • Digital Pharmacy

Very Bad Agency • Digital Pharmacy ციფრული სააგენტო

07/08/2026

ვეძებთ HR-ს.

სამსახურში ახალი პრობლემა გვჭირდება.

23/07/2026

ჩვენ ისედაც ჩაჭრილი გვქონდა

22/07/2026

ყველა ენერგეტიკული რეკლამა ერთნაირად გამოიყურება.

ესეც.

სანამ ბოლომდე არ ნახავთ.

Borjomi

13/07/2026

შოთა იმიტომ გვიყვარს,

რომ ბუღალტერი არ გვიყვარს.

11/07/2026
10/07/2026

ამ ვებსაიტს $10,000 არ დასჭირდა.

სამაგიეროდ, ინტერნეტი დასჭირდა.

და საკმარისი სითამამე, რომ ძვირიანი ხელსაწყოების ნაცვლად საკუთარი აგვეშენებინა.

3D-სთვის რაც გვჭირდებოდა, თვითონ ავაწყვეთ.

ბრენდბუქიც არ არსებობდა.

მოვიპარეთ.

უფრო სწორად...

ავაწყვეთ იქიდან, რაც უკვე არსებობდა.

თუ კარგად დააკვირდებით,

დიზაინში ყოველთვის იპოვით ვიღაცას, ვისაც უკვე ჰქონდა კარგი იდეა.

ჩვენ უბრალოდ ვიცით, სად უნდა ვეძებოთ.

დანარჩენი ვიდეოშია.

დამკვეთი: https://kamabar.ge/

ჩვენი სააგენტო: https://verybad.agency/

09/07/2026

ჩვენ არ ვიცით გაყიდვა.

არც ვაჭრობა.

ვერ ვწერთ იმ ტექსტებს, სადაც სამი აბზაცის შემდეგ აუცილებლად უნდა მიხვდე, რომ ცხოვრება ჩვენი სააგენტოს გარეშე აზრს კარგავს.

რაც არ გამოგვდის, იმას არ გავაკეთებთ.

რაც გამოგვდის, იმას გაჩვენებთ.

დიზაინს.

თუ დიდი ხანია აქ ხართ, ალბათ გახსოვთ, რომ ადრე ჰუდებს, წინდებს და ქეისებს ვყიდდით.

პატარა საიდუმლო.

ის ჰუდის დიზაინიც მოპარული იყო.

დიზაინი იმდენად იდეალურად მოვიპარე, რომ ჭრა-კერვის კურსებზე სიარულიც კი მომიწია.

კურსი, სხვათა შორის, წარუმატებლად დავამთავრე.

ახლაც დაახლოებით იგივეს ვაკეთებთ.

ვუყურებთ კარგ დიზაინებს.

ვშლით.

ვსწავლობთ.

ვიპარავთ.

მერე იმდენჯერ ვაკეთებთ თავიდან, რომ ბოლოს ჩვენი გამოდის.

სტივ ჯობსსაც არ უტყდებოდა.

არც ჩვენ გვიტყდება.

ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ახლა იმდენი გამოცდილება გვაქვს, ამის დამტკიცება გაგიჭირდებათ.

ამიტომ აღარ შევფუთავთ იმას, რაც არ გამოგვდის.

უბრალოდ გაჩვენებთ იმას, რასაც ვაკეთებთ.

დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ.

09/07/2026

რატომ შეიძლება გვიყვარდეს ჩვენი გამომწერები?

• 2.5-ლარიანი წინდები 10 ლარად იყიდეთ, თან — სიამოვნებით.
• 3-წლიანი პაუზის შემდეგაც ისევ გახსოვართ.
• ვიზუალური ტრენდებისა და 3-წამიანი ყურადღების ეპოქაშიც ჩვენს ტექსტებს ბოლომდე კითხულობდით.
• ჩვენი სტიკერები დღემდე ვიღაცის მაცივარზეა.
• ჩვენს პოსტებს უფროსისგან მალულად კითხულობდით.
• ზოგს დღემდე ჰგონია, რომ „თავი დაგვანებე“ ხუმრობა იყო.
• ზოგჯერ ისეთი პოსტებიც მოგწონდათ, რომ თვითონაც ვერ ვხვდებოდით, რატომ.

ამ ყველაფრის გამო შეიძლებოდა გვყვარებოდით...

მაგრამ საქმეს ნუ გავართულებთ.

ჩვენი მთავარი მიზანი შემოსავალია.თუ ხელოვნური ინტელექტი ასე განვითარდება,საფრთხის ქვეშ დადგება ჩვენი ბუღალტრისა და შოთას...
07/07/2026

ჩვენი მთავარი მიზანი შემოსავალია.
თუ ხელოვნური ინტელექტი ასე განვითარდება,

საფრთხის ქვეშ დადგება ჩვენი ბუღალტრისა და შოთას სამუშაო ადგილები.

05/07/2026

ოფიციალური განცხადება.

Very Bad Company-მ შეწყვიტა წინდების, ჰუდების და სხვა ბრენდირებული ნივთების წარმოება.

მიზეზი:

არცერთი ადამიანი არ გამდიდრებულა წინდების გაყიდვით.

განსაკუთრებით ჩვენ.

ამ რამდენიმე წელში ბევრი რამ მოხდა.

ორი-ჯერ დავიხურეთ.

სამჯერ თავიდან დავიწყეთ.

რამდენჯერმე თავი წარმატებულ კომპანიადაც მოვაჩვენეთ.

უცხოელებთან ვიმუშავეთ.

ფული ვნახეთ.

ფულიც აღარ ვნახეთ.

და ბოლოს მივხვდით, რომ ჩვენი საქმე ნივთების გაყიდვა არასოდეს ყოფილა.

ჩვენ ვყიდდით იდეას.

უბრალოდ მაშინ ეს იდეა ჰუდაზე იყო დაბეჭდილი.

ახლა ეკრანზეა.

ამიტომ გადავდივართ ციფრულ პროდუქტებზე.

საიტები.

ბრენდები.

იდეები.

და სხვა ისეთი რაღაცები, რასაც მშობელს ვერ აუხსნი, ზუსტად რას აკეთებ.

კომპანიაც გაიზარდა.

ახლა უკვე გუნდი გვყავს:

მე.

ბუღალტერი.

და შოთა.

თუ ყველაფერი კარგად წავიდა, მომავალ წელს ოფისისთვის მაცივარს გამოვიტანთ განვადებით.

თუ ძალიან კარგად წავიდა,

შიგნით რაღაცასაც ჩავდებთ.

Address

ყველგან გლდანის და ვარკეთილის გარდა
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Very Bad Agency • Digital Pharmacy posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share