20/08/2026
როდესაც უცხოური სტოქებიდან აღებული ფოტოები ვერ ფარავს ადგილობრივ კონტექსტს — AI და კრეატიული დიზაინი ერთიანდება მიზნის მისაღწევად! 🏃♂️⚡
ინტერნეტში მოძიებული მზა ფოტოები ხშირად ვერ ასახავს იმ რეალურ ატმოსფეროს და ლოკაციას, რაც ჩვენს ბაზარს და აუდიტორიას აკავშირებს ბრენდთან. სწორედ ამიტომ, ამ ვიზუალისთვის ფონური გარემო (რუსთაველის გამზირის დამახასიათებელი არქიტექტურა და მარათონის დინამიკა) სრულად AI-ის დახმარებით ვთარგმნე ქართულ რეალობაზე, ხოლო QNT-ის პროდუქტები, ლოგოები და საინფორმაციო ტიპოგრაფია ხელით, ზუსტი ბრენდინგული სტანდარტებით დავამატე.
📌 როგორ აეწყო პროექტი:
ფონის ვიზუალი/გარემო: გენერირებული (მორგებული რუსთაველის გამზირის რეალობას)
პროდუქტები და ლოგოები: ზუსტად განთავსებული და დამუშავებული რეალური ელემენტები
კომპოზიცია და სტილი: 100% ხელით შესრულებული პროფესიული დიზაინი (Aversi & QNT Georgia)
დიზაინში ლოკალური კონტექსტი გადამწყვეტია — როდესაც ვიზუალი "შენია", მყიდველისთვისაც უფრო ახლობელი და სანდო ხდება.