My story -ჩემი ამბავი

My story -ჩემი ამბავი სამოტივაციო ისტორიები,რჩევები წამატებისკენ მიმავალ გზაზე.

მიშელ ობამა — ქალი, რომელმაც საკუთარი ისტორია ძალად აქცია 💫მიშელ ობამა ჩემთვის მხოლოდ ყოფილი პირველი ლედი არ არის. ის არ...
24/08/2026

მიშელ ობამა — ქალი, რომელმაც საკუთარი ისტორია ძალად აქცია 💫

მიშელ ობამა ჩემთვის მხოლოდ ყოფილი პირველი ლედი არ არის. ის არის ქალი, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა, რომ ძლიერება არ ნიშნავს შიშის არქონას
— ძლიერება ნიშნავს, რომ შიშის მიუხედავად აგრძელებ გზას.
ის გაიზარდა ჩვეულებრივ ოჯახში და შრომით, განათლებითა და მიზანდასახულობით მიაღწია წარმატებას. საბოლოოდ კი აღმოჩნდა თეთრ სახლში
— იმ სივრცეში, სადაც მილიონობით ადამიანი აკვირდებოდა მის ყოველ ნაბიჯს.
თუმცა, როგორც თავადაც არაერთხელ უსაუბრია, ამ ყველაფრის მიღმა იყო ეჭვები, დაუცველობის განცდა და შიშიც.
სწორედ ეს ხდის მას ადამიანურად ახლობელს.
მიშელ ობამას ისტორია გვასწავლის, რომ შეიძლება საკუთარ თავში ეჭვი გეპარებოდეს და მაინც იყო ძლიერი; შეიძლება გეშინოდეს და მაინც გადადგა ნაბიჯი; შეიძლება არ გჯეროდეს, რომ მზად ხარ — და მაინც დაიწყო.
მისი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი გზავნილია:
არ არსებობს ჯადოსნური გზა, რომელიც ყველაფერს მარტივს გახდის. ზოგჯერ უბრალოდ უნდა იმუშაო, იბრძოლო და არ დანებდე.
მიშელ ობამას ცხოვრება გვიყვება ისტორიას, რომ შენი წარსული არ განსაზღვრავს შენს მომავალს.
ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორედ ის არის, რომელსაც შიშის მიუხედავად დგამ. ✨

My Story — ჩემი ამბავი 💛

📍სახელი: ანანო📍გვარი: ომაძე📍პროფესია: ჟურნალისტიკა და სტრატეგიული კომუნიკაციები📍საქმიანობა: PR ასისტენტი და ჟურნალისტი— ...
31/07/2026

📍სახელი: ანანო

📍გვარი: ომაძე

📍პროფესია: ჟურნალისტიკა და სტრატეგიული კომუნიკაციები

📍საქმიანობა: PR ასისტენტი და ჟურნალისტი

— როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს რამდენიმე სიტყვით❓️❗️
— ვარ კომუნიკაბელური, მიზანდასახული და მუდამ სიახლეების ძიებაში მყოფი ადამიანი.

— რომელმა გამოცდილებამ ან მოვლენამ განსაზღვრა თქვენი არჩევანი და მიგიყვანათ ამ საქმიანობამდე❓️❗️
— ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც ჟურნალისტიკის კლუბში გავწევრიანდი. სწორედ იქ გავეცანი ჟურნალისტიკის საფუძვლებს და პირველი პროფესიული გამოცდილებაც მივიღე. ამ კლუბში მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ გადამაწყვეტინა ჟურნალისტიკის პროგრამაზე ჩაბარება. მოგვიანებით კი დამატებით პროფესიად სტრატეგიული კომუნიკაციები ავირჩიე, რადგან ვფიქრობ, დღევანდელ რეალობაში ჟურნალისტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ერთობლიობა პროფესიულ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აფართოებს.

— რა სირთულეებს წააწყდით კარიერის დასაწყისში და როგორ გადალახეთ ისინი❓️❗️
— ვფიქრობ, ყველაზე დიდი სირთულე საკუთარ თავთან ბრძოლაა. ადამიანის მთავარი კონკურენტი პირველ რიგში საკუთარი თავია და თუ მას აჯობებს, მისთვის დაუძლეველი თითქმის აღარაფერი დარჩება. ჩემი მთავარი გამოწვევა კომფორტის ზონის დატოვება იყო. მახსოვს, ხშირად საკუთარ თავს ვაძლევდი ისეთ გამოწვევებს, რომელთა შესრულებაც იმ მომენტში არ მინდოდა, მაგრამ აუცილებელი იყო. სწორედ ამ გამოცდილებამ შემმატა გამბედაობა, თავდაჯერებულობა და გამძლეობა, რაც დღემდე მეხმარება ნებისმიერი სირთულის გადალახვაში.

— რომელი თქვენი პიროვნული თვისება ან უნარი გეხმარებათ გამოწვევებთან გამკლავებაში❓️❗️
— ვცდილობ, არასოდეს დავნებდე. მაშინაც კი, როცა შეიძლება რაღაც უიმედოდ ჩანდეს, მაინც ვცდი. ყოველთვის, როცა რთული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავარ, საკუთარ თავს ერთ რამეს ვეუბნები — სჯობს ვცადო, რადგან ამით არაფერს დავკარგავ, მაგრამ აუცილებლად თავიდან ავიცილებ სინანულს, რომ არ ვცადე.

— იყო თუ არა თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა თქვენს გზაზე? რა გასწავლათ მან❓️❗️
— დედა ყოველთვის იყო და დღესაც არის ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. ის მუდმივად მამხნევებს, მხარს მიჭერს და ცხოვრების ყველა ეტაპზე სწორ რჩევებს მაძლევს. ჩემი თითოეული წარმატების უკან მისი უდიდესი წვლილი დგას. სწორედ მან მასწავლა, რომ განათლება ცოდნას გვაძლევს, მაგრამ ადამიანობა — ღირსებას.

— რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად დღემდე❓️❗️
— ბავშვობიდან ვოცნებობდი, საზღვარგარეთ მესწავლა. 2025 წელს ეს ოცნება ავიხდინე და გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პოლონეთში ვსწავლობდი. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი გამოცდილება იყო, ამიტომ ამ ეტაპზე ჩემს ყველაზე დიდ წარმატებად სწორედ ამ მიზნის მიღწევას მივიჩნევ.

— რომელმა მოვლენამ შეცვალა თქვენი ცხოვრება და ყველაზე მეტად ჩამოაყალიბა თქვენი პიროვნება❓️❗️
— ჩემს პიროვნებაზე ყველაზე დიდი გავლენა საზღვარგარეთ დამოუკიდებლად ცხოვრებამ მოახდინა. პოლონეთში სწავლის პერიოდში არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდი და მათი გადალახვა დამოუკიდებლად მიწევდა. როდესაც 19 წლის ასაკში მარტო აღმოჩნდები უცხო ქვეყანაში, ეს აუცილებლად ცვლის შენს ხედვებსა და დამოკიდებულებებს. ამასთან, ძალიან გამიმართლა, რომ იქ შესანიშნავი მეგობრები შევიძინე. ერთმანეთისგან ბევრი რამ ვისწავლეთ და ეს ურთიერთობები ჩემს პიროვნულ განვითარებაზეც მნიშვნელოვნად აისახა.

— რა რჩევას მისცემდით დამწყებ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამენ❓️❗️
— არ შეგეშინდეთ შეცდომების. თითოეული არასწორი ნაბიჯი გამოცდილებაა, რომელიც საბოლოოდ თქვენს წარმატებას ემსახურება.

— თუ შეგიძლიათ, ერთი წინადადებით მიმართოთ იმ ახალგაზრდას, რომელსაც დღეს საკუთარი შესაძლებლობების არ სჯერა — რას ეტყოდით❓️❗️
— ვეტყოდი, რომ დღეს შეიძლება საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდეს, მაგრამ სწორედ შინაგანი ძალა, შრომა და ენთუზიაზმი მიიყვანს მას მიზნამდე.

— როგორ ხედავთ საკუთარ თავსა და თქვენს საქმიანობას მომავალში❓️❗️
— მომავალში ჩემს საქმიანობას პირად ცხოვრებასთან სრულ ჰარმონიაში ვხედავ. ჩემი მიზანია, მივაღწიო პროფესიულ და ფინანსურ დამოუკიდებლობას ისე, რომ დრო დამრჩეს მოგზაურობისთვის, თვითგანვითარებისა და საყვარელი ადამიანებისთვის.

— რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება ან მიზანი, რომლის განხორციელებასაც ისწრაფვით❓️❗️
— მუდმივად სიახლეებს ვეძებ, ამიტომ ჩემი ოცნებები დროთა განმავლობაში იცვლება. მიზნებს კი ცხოვრების სხვადასხვა „მისიად“ ვყოფ. „მისია №1“ უკვე წარმატებით შევასრულე, ახლა კი მთლიანად „მისია №2“-ზე ვარ კონცენტრირებული. თუ რას გულისხმობს ეს მისია, ამ ეტაპზე საჯაროდ ჯერ არ ვსაუბრობ — ყველაფერს თავისი დრო აქვს.

დიდი მადლობა ანანოს🙌

📖 არსებობს წიგნები, რომლებიც უბრალოდ იკითხება... და არსებობს წიგნები, რომლებიც შენს აზროვნებას ცვლის.„Drive“ სწორედ ასეთ...
30/07/2026

📖 არსებობს წიგნები, რომლებიც უბრალოდ იკითხება... და არსებობს წიგნები, რომლებიც შენს აზროვნებას ცვლის.
„Drive“ სწორედ ასეთი წიგნია.
ჩვენ ხშირად გვგონია, რომ ადამიანს მხოლოდ ფული, ჯილდო ან აღიარება ამოძრავებს. მაგრამ დანიელ პინკი გვაჩვენებს, რომ ნამდვილი მამოძრავებელი ძალა გაცილებით ღრმაა.
✨ ადამიანი ყველაზე მეტად მაშინ იფურჩქნება, როცა:
🔹 აქვს თავისუფლება — თავად აირჩიოს საკუთარი გზა;
🔹 მუდმივად ვითარდება და ხედავს საკუთარ პროგრესს;
🔹 და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — იცის, რატომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს.
წიგნი გვახსენებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას — დიდი წარმატებები იშვიათად იქმნება მხოლოდ გარედან მიღებული ჯილდოებით. ისინი იბადება მაშინ, როცა საქმე გულით გვიყვარს, როცა ყოველდღე ერთი პატარა ნაბიჯით ვიზრდებით.
ალბათ სწორედ ამიტომ, ისტორიები, რომლებიც ყველაზე მეტად გვამახსოვრდება, ყოველთვის შინაგანი „დრაივით“ იწყება — იმ უხილავი ძალით, რომელიც არ ნებდება, არ ჩერდება და ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისკენ უბიძგებს.

💭 შინაგანი მოტივაცია არის ის ძალა, რომელიც ადამიანს არა მხოლოდ წარმატებამდე, არამედ საკუთარი თავის პოვნამდეც მიჰყავს.

📍სახელი: სალომე📍გვარი: მახარაშვილი📍პროფესია: იურისტი, ფერმწერი, მხატვრული ვიტრაჟისა და მინაზე დეკორატიული ხატვის სპეციალ...
26/07/2026

📍სახელი: სალომე

📍გვარი: მახარაშვილი

📍პროფესია: იურისტი, ფერმწერი, მხატვრული ვიტრაჟისა და მინაზე დეკორატიული ხატვის სპეციალისტი.

📍საქმიანობა: მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება კერძო სექტორში მუშაობის პროფესიუილი განათლების თანამედროვე სისტემების დანერგვის პროექტებში. ეს წლები ჩემთვის მნიშვნელოვანი პროფესიული და პიროვნული განვითარების ეტაპი იყო, რისთვისაც დღესაც მადლიერი ვარ. თუმცა, ხელოვნება ყოველთვის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. გახლავართ Art by Salome Makharashvili - S.M.Art -ის დამფუძნებელი.
ბავშვობიდან ვხატავ, ვარ მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი კონკურსის გამარჯვებული, საქართველოს პრეზიდენტის ორგზის სტიპენდიანტი და პერსონალური გამოფენების ავტორი.

დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ჩემი ნამდვილი მოწოდება სწორედ ხელოვნება იყო. დღეს ჩემი საქმიანობა სრულად უკავშირდება შემოქმედებას — ვქმნი ფერწერულ და დეკორატიულ ნამუშევრებს, ვმუშაობ მხატვრული ვიტრაჟისა და მინაზე დეკორატიული ხატვის მიმართულებით, ასევე ვარ საავტორო კურსების შემქმნელი და მენტორი. ვმუშაობ როგორც ხელოვანებთან, ასევე ადამიანებთან, რომლებსაც ამ სფეროში არც გამოცდილება აქვთ და ხშირად საკუთარ შესაძლებლობებშიც ეპარებათ ეჭვი. სასიხარულოა, როდესაც ისინი საკუთარი ხელით ქმნიან პირველ უნიკალურ ნამუშევარს, აღმოაჩენენ საკუთარ შემოქმედებით პოტენციალს და ეუფლებიან ახალ საქმეს, რომელიც მომავალში შესაძლოა მათი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილადაც იქცეს. ჩემთვის განსაკუთრებული ბედნიერებაა, როდესაც წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებასა და ცოდნას სხვებსაც ვუზიარებ და მათ პროფესიულ განვითარებაში საკუთარი წვლილი შემაქვს.

— როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს რამდენიმე სიტყვით❓❗
— პირველ რიგში ვარ ხელოვანი იდეებით, ფანტაზიით წარმოსახვით. ასევე ვარ მიზანდასახული, პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ნამდვილი შემოქმედება არასოდეს ჩერდება.

— როგორ დაიწყო თქვენი სიყვარული შუშის ხელოვნებისადმი და როდის მიხვდით, რომ ეს თქვენი საქმე იყო❓❗
— ხატვა და ფერწერა ბავშვობიდან ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყოველთვის ვსინჯავ სხვადასხვა ტექნიკას, მასალას. მხატვრული ვიტრაჟი ჩემს ცხოვრებაში სრულიად შემთხვევით შემოვიდა. ერთი შეხედვით შემთხვევითმა შეხვედრამ სრულიად ახალი სამყარო გამიხსნა. მალევე მივხვდი, რომ მინაზე მხატვრობა კიდევ ერთი გამორჩეული საშუალებაა საკუთარი ემოციების და სათქმელის გადმოცემის. ასე გახდა მხატვრული ვიტრაჟიც ჩემი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი.

— რა გაძლევთ შთაგონებას თითოეული ახალი ნამუშევრის შექმნისას❓❗
— შთაგონებას ყველგან ვპოულობ
— ბუნებაში, ადამიანებში, მოგზაურობაში, ფერებში, სინათლესა და ყოველდღიურ დეტალებში. ხშირად ერთი პატარა ემოციაც კი საკმარისია, რომ ახალი იდეა დაიბადოს. ჩემთვის ოჯახი ყველაზე დიდი ღირებულებაა და სწორედ ოჯახის წევრები მაძლევენ ძალას და მოტივაციას, შევქმნა და ვიმუშაო.

— რომელია ,თქვენი პირველი ნამუშევარი, რომელიც დღემდე განსაკუთრებულად გახსოვთ და რატომ❓❗
— ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასტუმრო Best Western-ის რესტორან „მრგვალ ბაღში“ განთავსებულ მხატვრული ვიტრაჟის ტექნიკით შესრულებულ მოხატულ მინის პანოს „მზესუმზირები“. ეს იყო ჩემი პირველი მასშტაბური ნამუშევარი ამ მიმართულებით, რომელმაც დამარწმუნა, რომ ხელოვნებას შეუძლია არა მხოლოდ სივრცის გაფორმება, არამედ მისი ხასიათის შეცვლაც. სწორედ ამიტომ მას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს შემოქმედებაში.

— შუშასთან მუშაობა სიზუსტესა და მოთმინებას მოითხოვს. რა არის ამ საქმის ყველაზე რთული და ყველაზე სასიამოვნო ნაწილი❓❗
— ყველაზე რთული პასუხისმგებლობაა, რადგან მინა შეცდომას იშვიათად პატიობს. თუმცა ეს სირთულეც მიყვარს — სწორედ ის მაიძულებს, ყოველ დეტალს განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდო. ყველაზე სასიამოვნო კი ის მომენტია, როდესაც დასრულებული ნამუშევარი სინათლეს ხვდება და თითქოს ცოცხლდება.

—რომელ ნამუშევარს თვლით თქვენს ფავორიტად და რა ისტორია დგას მის უკან❓❗
— ძალიან მიჭირს რომელიმე ერთი ნამუშევრის გამორჩევა, რადგან თითოეულში ჩემი ცხოვრების გარკვეული ეტაპი, ემოცია და გამოცდილებაა ჩადებული. თუმცა განსაკუთრებული ადგილი მაინც „მზესუმზირებს“ უჭირავს, რადგან სწორედ მან აღმომაჩენინა მხატვრული ვიტრაჟი მთელი თავისი სიდიადით და ფერადოვნებით. მომცა დამატებითი მოტივაცია და ეს მიმართულებაც ჩემი შემოქმედების განუყოფელ და საყვარელ ნაწილად აქცია.


—რას გრძნობთ, როდესაც ხედავთ, რომ თქვენი ხელით შექმნილი ნივთი სხვის სახლს ან განსაკუთრებულ დღეს ამშვენებს❓❗
— ეს უდიდესი ბედნიერება და პასუხისმგებლობაა. ძალიან მიხარია, როდესაც ვიცი, რომ ჩემი ნამუშევარი ადამიანებს სიხარულს ანიჭებს, მათ სახლში განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის და მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების ნაწილი ხდება.

— რა სირთულეებთან არის დაკავშირებული თქვენი საქმიანობა და როგორ ახერხებთ მით გადალახვას❓❗
— ხელოვანის გზა მუდმივ შრომას, განვითარებასა და მოთმინებას მოითხოვს. ხშირად რთულია ახალი იდეების განხორციელება, ტექნიკური გამოწვევების დაძლევა და დროის სწორად განაწილება, თუმცა თითოეული სირთულე ჩემთვის ახალი გამოცდილებაა, რომელიც კიდევ უფრო მაძლიერებს და მაძლევს მოტივაციას, შევქმნა უკეთესი ნამუშევრები.

— რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც ხელსაქმის დაწყება სურთ, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმის ეშინიათ❓❗
— არ დაელოდონ იდეალურ მომენტს. იმოქმედონ. წარმატება ყოველთვის პირველი ნაბიჯით იწყება. შეცდომები განვითარების ნაწილია და სწორედ ისინი გვასწავლიან ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებს. თუ სურვილი ჭეშმარიტია შედეგიც აუცილებლად მოვა.

—როგორ ხედავთ საკუთარ თავსა და თქვენს შემოქმედებას რამდენიმე წლის შემდეგ❓❗
—მინდა კიდევ უფრო მასშტაბური პროექტები შევქმნა, გავმართო ახალი გამოფენები, ჩემი ცოდნა და გამოცდილება კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუზიარო და ჩემი საავტორო კურსებით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ უფრო ფართო აუდიტორიას მივწვდე. მინდა, ჩემი სახელი პირველ რიგში ხარისხთან, პროფესიონალიზმსა და ნამდვილ ხელოვნებასთან ასოცირდებოდეს.

—რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება, როგორც ხელოვანისა და შემოქმედის❓❗
—ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, შევქმნა ისეთი ნამუშევრები, რომლებიც დროს გაუძლებს, ადამიანების გულებში დარჩება და შთაგონების წყაროდ იქცევა. ასევე, მინდა, ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით შევძლო ახალი თაობის ხელოვანების აღზრდა, რადგან მიმაჩნია, რომ ცოდნის გაზიარება შემოქმედის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაა.

— ბოლოს, თუ თქვენი ისტორია ერთი წინადადებით უნდა აღწეროთ, რას იტყოდით❓❗
— ნამდვილი მოწოდება ყოველთვის პოულობს გზას, რათა ჩვენი ცხოვრება გააფერადოს, ხოლო როცა მას სიყვარულით მიჰყვები, ის არა მხოლოდ შენს, არამედ სხვების ცხოვრებასაც უკეთესს ხდის.

მადლობას ვუხდით ქალბატონ სალომეს 💫

My Story-ისთვის ძალიან სასიამოვნო სიახლე მაქვს — განვაახლეთ თანამშრომლობა ჟურნალ „ ქართული ფესვები • Radici Georgiane “-...
19/07/2026

My Story-ისთვის ძალიან სასიამოვნო სიახლე მაქვს — განვაახლეთ თანამშრომლობა ჟურნალ „ ქართული ფესვები • Radici Georgiane “-თან. 🙌
გარკვეული პაუზის შემდეგ ჟურნალი ბევრი სიახლეებით ,კვლავ იწყებს გამოცემას და ჩემი სტატიები მასში გამოქვეყნდება.🙌
ამასთან დაკავშირებით ვეძებ წარმატებულ, საინტერესო და შთამაგონებელ ქართველ ახალგაზრდებს — როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომელთა ისტორიებიც ბევრისთვის მოტივაციისა და მაგალითის წყარო იქნება.
თუ იცნობთ ადამიანს, რომელმაც თავისი შრომით, ნიჭითა და მიზანდასახულობით მიაღწია წარმატებას მეცნიერებაში, ბიზნესში, ხელოვნებაში, სპორტში, ტექნოლოგიებში, საზოგადოებრივ საქმიანობაში ან სხვა სფეროში, ძალიან გამიხარდება თქვენი რეკომენდაცია.
გთხოვთ, მონიშნოთ კომენტარში ან მომწეროთ პირად შეტყობინებაში.
წინასწარ დიდი მადლობა მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. 🙏❤️

ხშირად...ერთმა დღემ❗️ერთმა წიგნმა❗️ერთმა სიტყვამ❗️ერთმა ზარმა❗️ერთმა ადამიანმა❗️ერთმა აზრმა❗️ერთმა ნაბიჯმა❗️შეიძლება სამ...
16/07/2026

ხშირად...
ერთმა დღემ❗️
ერთმა წიგნმა❗️
ერთმა სიტყვამ❗️
ერთმა ზარმა❗️
ერთმა ადამიანმა❗️
ერთმა აზრმა❗️
ერთმა ნაბიჯმა❗️
შეიძლება სამუდამოდ შეგიცვალოს ცხოვრება.
ამიტომ, დღეს სცადე.
დღეს დარეკე.
დღეს გაბედე.
იქნებ სწორედ დღევანდელი გადაწყვეტილება გახდეს ის, რომლის გამოც საკუთარ თავს ხვალ მადლობას გადაუხდი.

სიყვარულით,უბრალოდ
თქვენი მეგობარი და ამ გვერდის დამფუძნებელი — ვერა მეტრეველი. ❤️

„არ არის საჭირო დაინახო, რას აკეთებს ადამიანი იმისთვის, რომ მიხვდე — არის თუ არა ეს მისი მოწოდება. საკმარისია მხოლოდ თვა...
10/03/2026

„არ არის საჭირო დაინახო, რას აკეთებს ადამიანი იმისთვის, რომ მიხვდე — არის თუ არა ეს მისი მოწოდება.
საკმარისია მხოლოდ თვალებში შეხედო.
მზარეულს, რომელიც სოუსს ამზადებს…
ქირურგს, რომელიც პაციენტის გასაკვეთად ემზადება…
ან კლერკს, რომელიც სატრანსპორტო ზედნადებზე მუშაობს…
ყველა მათგანს ერთი და იგივე „შეპყრობილობის“ გამომეტყველება აქვს
— საქმის კეთების დროს საკუთარი თავიც კი ავიწყდებათ.
არაფერია იმაზე მშვენიერი სანახავი,
ვიდრე საქმეში ჩაფლული ადამიანის მზერა.“

— უ. პ. ოდენი ✨

Address

Tbilisi

Telephone

+995599996001

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when My story -ჩემი ამბავი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to My story -ჩემი ამბავი:

Shortcuts

Share