ინტერვიუ • inter view

ინტერვიუ • inter view „შეჭამა ბატკანმა ვარდი თუ არა?“ ინტერვიუს ბარათები თვითშემეცნებისთვის, ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის
(2)

✍️ ინტერვიუ / ანი ანთაძე ☀️ შენ სასურველ ცხოვრებას უთხარი „კი“❓ თუ მიაგენი რაიმე უნივერსალურ ფორმულას მანიფესტაციაში?ნებ...
14/07/2026

✍️ ინტერვიუ / ანი ანთაძე

☀️ შენ სასურველ ცხოვრებას უთხარი „კი“

❓ თუ მიაგენი რაიმე უნივერსალურ ფორმულას მანიფესტაციაში?

ნებისმიერი სურვილის უკან კონკრეტული შინაგანი მდგომარეობა დგას.

მაგალითად, ადამიანს შეიძლება უნდოდეს უფრო დიდი შემოსავალი, მაგრამ რეალურად ეძებდეს თავისუფლების განცდას. შეიძლება უნდოდეს ურთიერთობა, მაგრამ სინამდვილეში სიყვარულის, სიმშვიდის ან უსაფრთხოების განცდა სწყუროდეს.

ჩემი ბოლო წლების ყველაზე დიდი აღმოჩენა სწორედ ესა: თუ აღმოაჩენ, რა მდგომარეობას ეძებ და რა დგას შენი მიზნის უკან და ამ მდგომარეობაში დღესვე ისწავლი შესვლას და გაჩერებას, შენი გადაწყვეტილებები, ქცევა, ენერგია და საბოლოოდ რეალობაც ამ მიმართულებით იწყებს ფორმირებას.

ხშირად გვგონია, რომ ჯერ მიზანს უნდა მივაღწიოთ და მერე ვიგრძნოთ თავი მშვიდად, თავისუფლად ან ბედნიერად. ჩემი გამოცდილებით კი პროცესი პირიქით მუშაობს. ჯერ ამ შინაგან მდგომარეობას ვაშენებთ საკუთარ თავში, და შემდეგ გარესამყაროც ნელ-ნელა იწყებს მის შესაბამისობაში მოსვლას.

❓ გაშვება და მინდობა - არის ეს სურვილის ახდენაში ყველაზე რთული ნაწილი? რა გვეხმარება მინდობაში?

ჩემი აზრით, სურვილის ახდენაში ყველაზე მნიშვნელოვანი არა მხოლოდ სურვილის გაშვება, არამედ მზაობაც.

ხშირად გვგონია, რომ მიზანი ზუსტად იმ გზით უნდა მოვიდეს, როგორც წარმოგვიდგენია. თითქოს მხოლოდ ერთ მიმართულებას ვუყურებთ და გვავიწყდება, რომ ცხოვრებას გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.

სწორედ ამიტომ, როცა სურვილს ვუშვებთ, ჩემთვის მინდობა ნიშნავს არა პასიურ ლოდინს, არამედ რწმენას, რომ სასურველი შედეგი შეიძლება იმ ფორმითაც მოვიდეს, რომელსაც დღეს საერთოდ ვერ ვხედავთ. ჩვენი საქმეა, ვიყოთ ყურადღებიანები, ვიმოქმედოთ და ამავე დროს არ ჩავეჭიდოთ მხოლოდ ერთ სცენარს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც საკუთარი გამოცდილებით ვისწავლე, არის მზაობა. არაერთხელ ყოფილა, რომ რაღაც ძალიან მინდოდა, სურვილიც რეალობად იქცა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის მისაღებად შინაგანად მზად არ ვიყავი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ სურვილის მატერიალიზება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მის შენარჩუნებასაც შევძლებთ.

ამიტომ დღეს ვფიქრობ, რომ მანიფესტაცია მხოლოდ სურვილების ახდენა არ არის. ეს არის პროცესი, სადაც სურვილთან ერთად იზრდება ადამიანიც. როცა შინაგანადაც მზად ხარ, მიღებული ბევრად ბუნებრივად შემოდის შენს ცხოვრებაში და აღარ გჭირდება მისი მუდმივად კონტროლი ან შენარჩუნებისთვის ბრძოლა.

❓რა გსურს ყველაზე მეტად?

ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მინდა, ვისწავლო ბალანსი ქაოსსა და დისციპლინას შორის.
რომ მქონდეს დისციპლინა, მაგრამ არ დავკარგო თამაში. მქონდეს გეგმა, მაგრამ არ შემეშინდეს გზად მისი შეცვლის. ვქმნიდე ჩემს ცხოვრებას, მაგრამ ამავე დროს ადგილიც დავუტოვო სივრცეს სპონტანურობისთვის
მგონია, სწორედ ამ ბალანსის სწავლა არის ჩემი ამჟამინდელი ცხოვრების ყველაზე საინტერესო გამოწვევა.

❓ რას ეტყოდი ადამიანებს?

იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით.
ნუ შეეცდებით, სხვისი გზის გამეორებას ან სხვისი მოლოდინების გამართლებას. საკუთარ ცხოვრებას უფრო ხშირად უთხარით "კი" ახალ შესაძლებლობებს, სიყვარულს, შეცდომებს, გამოცდილებებს, ცვლილებებს.
საბოლოოდ, სწორედ ის ცხოვრება, რომლისთვისაც "კი" თქვი, გახდება შენი ისტორია.

☀️ შენ სასურველ ცხოვრებას უთხარი „კი“

სრული ინტერვიუს სანახავად გადადით ბმულზე >>>
https://www.interviu.ge/post/interview-ani-antadze

#ინტერვიუ #ინტერარტ

26/06/2026

ინა მასწავლებელმა გაგვიზიარა თავისი გამოცდილება ინტერვოუს ბარათებთან ერთად 🔆🧡🧡

✍️ ინტერვიუ / Ekaterine Burkadze❓ როგორ დაახასიათებდი საკუთარ თავს?მეგობრები ტაიფუნს მეძახიან - ენერგიული, ხმაურიანი, აქ...
24/06/2026

✍️ ინტერვიუ / Ekaterine Burkadze

❓ როგორ დაახასიათებდი საკუთარ თავს?

მეგობრები ტაიფუნს მეძახიან - ენერგიული, ხმაურიანი, აქტიური, არასოდეს ვტოვებ ჩემს მიმართ ადამიანს ნეიტრალურს, ან მოსწონთ ჩემი ხმაურიანობა ან აღიზიანებთ.

❓ დიდი გარდატეხა გქონია ცხოვრებაში? პიროვნული ტრანსფორმაცია.

კი, უმნიშვნელოვანესი იყო მომენტი, როდესაც შევწყვიტე წუწუნი, საკუთარი თავის შეცოდება, სხვების დადანაშაულება და მივხვდი, რომ ყველაფერი ჩემს ხელშია.

❓ ცხოვრებამ და გამოცდილებამ რა შეგძინა?

თავდაჯერებულობა, რწმენა, რომ ადამიანს ყველაფერი შეუძლია, რაც მეტს მოსთხოვს საკუთარ თავს, მეტს აკეთებს.

❓ რისი ამოხსნა გიჭირს და გაინტერესებს?

ძალიან მიჭირს გავიგო, რატომ არ რჩებიან ადამიანები საკუთარი პრინციპების და ღირებულებების ერთგულები, რატომ ავიწყდებათ, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, რატომ არ ესმით, რომ აქ მხოლოდ სახელს დატოვებენ და თან ვერაფერს წაიღებენ.

❓ რა გასწავლა ცხოვრებამ, ადამიანებმა?

თუ ადამიანს რაღაც ძალიან უნდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, აუცილებლად გამოუვა. აქ და ახლა არსებობა მასწავლა ცხოვრებამ. ადამიანი საოცრებაა, მრავალნაირია, საინტერესოა, შეუძლია უზარმაზარი სიყვარულიც და ზიზღიც, შეუძლია უზარმაზარი სიკეთეც და ბოროტებაც, ყველა ძალიან განსხვავებული და თან, ძალიან ერთნაირია.

❓ შენი ცხოვრების ამ ეტაპზე, რას მიხვდი?

ყველაფერი ჩემს ხელშია.

❓ გამიზიარე შენი საყვარელი ფრაზა, რამაც ოდესღაც ძალიან შთაგაგონა

ქარწაღებულები, სკარლეტ ოჰარა /
☀ მე ამაზე ვიფიქრებ ხვალ! მე აღარასოდეს ვიშიმშილებ!

სრული ინტერვიუს სანახავად გადადით ლინკზე >>>
https://www.interviu.ge/post/interview-ekaterine-burkadze

#ინტერვიუ #ინტერარტ

✍️ ინტერვიუ / მაია კალანდაძე☀️ „სამყარო ტაშს უკრავს ქმედებებს“.☀️ ადამიანებს მხოლოდ აწმყო გაგვაჩნია და ჩვენი ცხოვრებაც ა...
17/06/2026

✍️ ინტერვიუ / მაია კალანდაძე

☀️ „სამყარო ტაშს უკრავს ქმედებებს“.

☀️ ადამიანებს მხოლოდ აწმყო გაგვაჩნია და ჩვენი ცხოვრებაც აწმყოში იქმნება...

☀️ საკუთარ თავს ვერ შეიცნობ სხვებთან ურთიერთქმედების გარეშე.

❓ უფრო ხშირად რას ხედავ ხოლმე ადამიანებში?

ბევრჯერ დავრჩენილვარ გაოცებული რამხელა ინტელექტი, სიყვარულის უნარი, ან მიმღებლობა შეიძლება ჰქონდეს ერთი შეხედვით სრულიად უბრალო, არაფრით გამორჩეულ ადამიანს... ყველა ადამიანში არის დაფლული განძი, რაღაც ძალიან ღირებული, რასაც შეიძლება მოეჭიდო.

ზოგ ადამიანში საკუთარი უცხოვრებელი ცხოვრების სევდას ვხედავ ხოლმე, რაც ძალიან მტკივნეულია...

❓ რას ეტყოდი შენ ტოლ ადამიანებს?

ნუ იქცევიან მანქანებად. ცხოვრება გაცილებით დიდი და მშვენიერია - საიმისოდ, რომ საკუთარ თავად ყოფნა გავბედოთ და გამოვცადოთ... შეიგრძენით, გამოსცადეთ, განიცადეთ... არ დაივიწყოთ საკუთარი ოცნებები...

❓ რა მიგაჩნია ცხოვრებაში გამარჯვებად? ასევე წარმატებად?

გამარჯვებად მიმაჩნია, რომ სიყვარულის და მშვენიერების აღქმის უნარი შეინარჩუნო. წარმატებად მიმაჩნია, რომ შენი სულიერი და მატერიალური სამყარო ერთმანეთს ემთხვეოდეს.

❓ საყვარელი ფრაზა...

☀️ გიყვარდეთ ადამიანებო ერთმანეთი... კლდემ მხოლოდ ერთხელ სთქვა...

სრული ინტერვიუს სანახავად გადადით ბმულზე >>>
https://www.interviu.ge/post/interview-maia-kalandadze

#ინტერვიუ #ინტერარტ

✍️ ინტერვიუ / ნინო მაისაშვილი☀️ ერთი და იგივე გამოცდილებამ შეიძლება ადამიანებში რადიკალურად სხვადასხვა კვალი დატოვოს.❓რა...
10/06/2026

✍️ ინტერვიუ / ნინო მაისაშვილი

☀️ ერთი და იგივე გამოცდილებამ შეიძლება ადამიანებში რადიკალურად სხვადასხვა კვალი დატოვოს.

❓რა იყო ყველაზე დიდი სირთულე, რისი გადალახვაც მოგიწია?

ყველაზე მძიმედ, ადამიანების დაკარგვას, მათ გარდაცვალებას განვიცდი. პირველი დედა იყო, 15 წლის ასაკში და მერე რამოდენიმე ისეთი ადამიანი, რომლებმაც უდიდესი კვალი დატოვეს ჩემს გარდასახვაში. როცა გრძნობ, რომ სიკვდილი ესე ახლოს არის შენთან, ხვდები, რომ დასაკარგი დრო არ არის.

❓ რა დაგეხმარა, როგორ იპოვე ძალები?

რწმენამ მიშველა. მწამს, რომ ამით არ სრულდება ჩვენი ცხოვრება.

❓ საკუთარ განვლილ გზაში რა გიყვარს ყველაზე მეტად?

წლები მეგონა, რომ მიყვარდა ის შედეგი, რასაც ვდებდი ყოველდღიურად, თუმცა აღმოვაჩინე, რომ ჩემი ასეთი გეგმის ზედმიწევნით შესრულება, გაუცნობიერებელი პერფორმანსი იყო სამყაროს მიმართ, რომ მე დღის ბოლოს ცოცხალი ვარ. ამიტომ გადავწყვიტე მიყვარდეს არა შედეგი, არამედ ის გასავლელი გზა, რომელიც ამ შედეგამდე მიმიყვანს, მარტივად რომ ვთქვათ ყოველი გათენებული დღე.

❓ რითი ამაყობ საკუთარ თავში ან ცხოვრებაში?

ყოველთვის ვცდილობ ვიმუშაო საკუთარ თავზე და დაშვებულ შეცდომებზე. ამავდროულად ვამაყობ, რომ ვარ თავდაჯერებული და მაქვს საკუთარი თავის იმედი. არ მეშინია ცხოვრების ნოლიდან დაწყება. ვიცი, თუ მხოლოდ იღბალზე დაყრდნობით არ მიაღწიე შედეგს და ამ შედეგის მისაღწევად შენც ბევრი იშრომე, ცხოვრებაში თუ დაგჭირდა, ამ გზავს ისევ გაივლი.

❓ ბედნიერი ადამიანი ხარ?

ერთმა ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა თქვა: - ჩვენ ამ ცხოვრებაში ყველანი მსახიობები ვართ, რომლებიც ამოფარებულები ვართ ამა თუ იმ როლს, მაგალითად წარმატებული ექიმი, დედა, იურისტი, მხატვარი და ასე შემდეგ. რომ დავუფიქრდეთ, ეს ხომ უბრალოდ სტატუსია, როგორ შეიძლება სრულფასოვანი ბედნიერება მოვიპოვოთ იმით, რომ მხოლოდ კარგი დედები ვართ, ან კარიერაში წარმატებას მივაღწიეთ. ეს უბრალოდ ჩვენი ცხოვრების „ფიზიკურად“ გასავლელი გზაა, ნამდვილად ბედნიერია ის ადამიანი, ვინც იმ საქმეს აკეთებს, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას ახერხებს. თუმცა ბევრად უფრო

☀️ დიდი ბედნიერების მომტანია საკუთარი თავის შეცნობა, პიროვნული ზრდა, ოქროს შუალედის დაჭერა ყველაფერში.

სრული ინტერვიუს სანახავად გადადით ლინკზე >>>
https://www.interviu.ge/post/interview-nino-maisashvili

#ინტერვიუ #ინტერარტ

✍️ ინტერვიუ / მამა გიორგი წეროძე☀️ „ადამიანი ვერ იარსებებს მარტო როგორც ინდივიდი — ის პიროვნება ხდება მხოლოდ ურთიერთობაშ...
03/06/2026

✍️ ინტერვიუ / მამა გიორგი წეროძე

☀️ „ადამიანი ვერ იარსებებს მარტო როგორც ინდივიდი — ის პიროვნება ხდება მხოლოდ ურთიერთობაში.“

❓ თუ შეხვედრიხარ ცხოვრებაში სიკვდილს, ახლობელი ადამიანის დაკარგვას?

დიახ. და ასეთ დროს ხვდები, რომ სიკვდილი მხოლოდ ბიოლოგიური მოვლენა არ არის. სიკვდილი მთლიანად არღვევს იმ სამყაროს, რომელშიც ცხოვრობდი. ადამიანთან ერთად მისი ხმა, დრო, ჩვევები, მომავალი, საერთო მეხსიერებაც თითქოს ირღვევა. ამ დროს განსაკუთრებით გრძნობ, რამდენად ვართ ადამიანები ერთმანეთზე მიბმული. სიკვდილის ტრაგედია სწორედ ესაა: ურთიერთობის გაწყვეტა აღარ გვინდა, მაგრამ ბიოლოგიური ბუნება ამას თავს გვახვევს როგორც ტრაგიკულ აუცილებლობას.

❓ რა პროცესები გამოიწვია შენში სიკვდილმა?

პირველად — დუმილი. მერე უსუსურობის განცდა. ადამიანი უცებ ხედავს, რომ ბევრი რამ, რასაც ჰგონია რომ აკონტროლებს, სინამდვილეში საერთოდ არ ექვემდებარება მის ძალას. სიკვდილი ძალიან ამხელს ჩვენს მარტოობასაც და შიშსაც. მაგრამ ამავე დროს, თუ ბოლომდე არ გაიქეცი ამ ტკივილისგან, შეიძლება უფრო ღრმა ადამიანადაც გაქციოს. ხშირად ტკივილი ან საკუთარ თავში გვკეტავს ან გვაღრმავებს. მე ვფიქრობ, ქრისტიანობის ცენტრში სწორედ ეს დგას — შესაძლებელია თუ არა სიყვარული სიკვდილზე ძლიერი იყოს.

❓ ასეთ დროს ერთდოულად რამდენ რამეს გადის ადამიანი?

ძალიან ბევრს. ადამიანი ერთდროულად გლოვობს, ბრაზობს, ეშინია, იხსენებს, ნანობს, ცარიელდება, იმედსაც ეჭიდება და ღმერთზეც შეიძლება გაბრაზდეს. და ეს ნორმალურია. ზოგჯერ ადამიანი გარედან მშვიდი ჩანს, მაგრამ შინაგანად მთელი მისი სამყარო ინგრევა. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ხშირად „სწორი სიტყვები“ კი არ არის, არამედ ვიღაცის გვერდით ყოფნა, რადგან საბოლოოდ ადამიანს იდეები კი არა, ურთიერთობა აცოცხლებს.

❓ რა შემთხვევაში ვერ ლახავს ადამიანი სირთულეებს და რა უშლის ხელს ამაში?

როცა მარტო რჩება საკუთარ თავთან. ადამიანი ძალიან იშვიათად ინგრევა მხოლოდ ტკივილის გამო — უფრო ხშირად უიმედობის გამო ინგრევა. როცა აღარ სჯერა, რომ ვიღაცას მისი არსებობა სჭირდება. თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია სწორედ ესაა — ადამიანები ერთმანეთისთვის ხშირად ფუნქციებად იქცნენ. იქ კი, სადაც ურთიერთობა ქრება, ადამიანი შინაგან ძალასაც კარგავს. ხანდახან სირთულეს არა თვითონ ტკივილი, არამედ სირცხვილი, ჩაკეტილობა და სიყვარულის მიუღებლობა აძლიერებს. ადამიანს გადარჩენაში ყველაზე მეტად ხშირად სხვა ადამიანის თავისუფალი თანყოფნა ეხმარება.

❓ რას ეტყოდი იმ ადამიანებს, ვინც ძალიან ახლო და ძვირფასი ადამიანი დაკარგა? რა არის ასეთ დროს ნუგეში?

ვეტყოდი, რომ საკუთარ ტკივილთან ბრძოლა არ დაიწყონ ისე, თითქოს სწრაფად უნდა „გამოჯანმრთელდნენ“. სიყვარული რომ რეალური იყო, ამიტომაც ტკივა ასე ძლიერ. და ვინც გვიყვარდა, მისი გაქრობა მხოლოდ ბიოლოგიური არყოფნა არ არის — ის ჩვენში აგრძელებს არსებობას როგორც ურთიერთობა, როგორც მეხსიერება, როგორც კვალი. ქრისტიანობის იმედი მხოლოდ ფსიქოლოგიური დამშვიდება არ არის. მისი გული არის აღდგომა — რწმენა, რომ სიყვარული საბოლოოდ სიკვდილზე ძლიერია. ზოგჯერ ნუგეში პასუხებში კი არა, იმაში მოდის, რომ ადამიანი ბოლომდე არ მიატოვო თავის ტკივილში.

❓ რას მიხვდი ცხოვრებაში მთავარს, რომ გამიზიარო?

ალბათ იმას, რომ ადამიანი მარტო საკუთარ თავში ვერ გადარჩება. შეიძლება ყველაფერი გქონდეს გარედან, მაგრამ თუ სიყვარული, ურთიერთობა და შინაგანი სიცოცხლე არ არის, რაღაც მაინც ცარიელი რჩება. ასევე მივხვდი, რომ სისუსტე ყოველთვის მარცხი არ არის. ზოგჯერ სწორედ გატეხილ ადგილებში იწყებს ადამიანი უფრო ნამდვილ ცხოვრებას. და კიდევ — ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ბოლომდე არ გადაიქცეს რაღაც როლად. არ დაკარგოს ცოცხალი გული, გაოცების უნარი, თანაგრძნობა. მე მგონია, ღმერთი ადამიანს სრულყოფილი იმიჯისთვის ან რეპუტაციისთვის კი არა, ცოცხალი ურთიერთობისთვის ეძებს.

❓ რას ეტყოდი ახალგაზრდებს?

არ დაკარგონ საკუთარი სიღრმე. დღეს ძალიან ადვილია ადამიანი გადაიქცეს მხოლოდ იმიჯად, პროფილად, ეფექტად. მაგრამ შინაგანად ცარიელი ცხოვრება ადრე თუ გვიან მაინც ინგრევა. არ შეგეშინდეთ კითხვების, კრიზისების, ძიების. რწმენა ცოცხალი პროცესია და არა მზა ფორმულების დაზეპირება. და კიდევ — ნუ შეგრცხვებათ მგრძნობელობის. სამყარო ხშირად გასწავლის, რომ ცივი უნდა გახდე გადასარჩენად, მაგრამ ადამიანი სიყვარულის გარეშე ვერ ცოცხლობს.

სრული ინტერვიუს სანახავად გადადით ლინკზე >>>
https://www.interviu.ge/post/interview-giorgi-tserodze

#ინტერვიუ #ინტერარტ

28/05/2026

ახალი დასტა 💚 გასართობი, ჯგუფებისთვის, შეკრებებისთვის, თვითგამოხატვისთვის.

45 ლ.

🚗 უფასო მიწოდება.

✍️ ინტერვიუ / ანი უბილავა☀ ოცნებას რასაც მოქმედება არ ახლავს - ფანტაზიაა.❓რა გინდა შენი თავისგან?მინდა ვისწავლო სიმშვიდი...
27/05/2026

✍️ ინტერვიუ / ანი უბილავა

☀ ოცნებას რასაც მოქმედება არ ახლავს - ფანტაზიაა.

❓რა გინდა შენი თავისგან?

მინდა ვისწავლო სიმშვიდით, შფოთვის გარეშე მოცემულობების მიღება. მეტი self-love.

❓რა ღირებულება გაქვს ისეთი, რაც არ გისწავლია და უბრალოდ დაიბადე და მოგეცა?

ემპათიის/თანაგრძნობის უნარი მაქვს. შემიძლია ადამიანის ემოციების წაკითხვა და სწორი რჩევით ან თუნდაც სიჩუმითაც დახმარება.

❓რისი აშენება და სწავლა მოგიწია საკუთარ თავში რაც არ გქონდა?

პატარა ანის გაცნობა/შეცნობა და სწავლა მომიწია, მასთან დამეგობრება და ახლა ძალიან კარგად ვართ.

❓ყველაზე მეტად რისი გეშინია?

სხვა ადამიანის მიმართ შიშიც კი შენი ჩრდილია, ამიტომ ყველაზე საშიში მაინც საკუთარი თავია.

❓რა არის ის რასაც არ დაუშვებ?

სიცოცხლის შეწყვეტას - ადამიანის სიკვდილი არაფრის საპირწონე არ არის. ერთადერთი რამე რასაც ჯერ ახსნა ვერ მოვუძებნე არის ერთი კანონზომიერების დარღვევა: როცა შვილები, მიდიან მშობლებზე ადრე. ჯერ ვერ მივედი ამ შემეცნებამდე რატომ ხდება ასე...

❓საყვარელი ფრაზა:

☀ რაც არ გკლავს, გაძლიერებს.

სრული ინტერვიუ >>>
https://www.interviu.ge/post/interview-ani-ubilava
#ინტერვიუ #ინტერარტ

✍️ ინტერვიუ / გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze✨ ტკივილი გარდაუვლად მეტია სიხარულზე.❓ როგორ იპოვე საკუთარი თავი?არასდრო...
23/05/2026

✍️ ინტერვიუ / გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze

✨ ტკივილი გარდაუვლად მეტია სიხარულზე.

❓ როგორ იპოვე საკუთარი თავი?

არასდროს მიძებნია.

❓ რა არის ეს ცხოვრება შენთვის?

საინტერესო გაუგებრობა.

❓ რისთვის დაიბადე, როგორ ფიქრობ?

თავგადასავლებისთვის, შფოთვის თანხლებით.

❓ ცხოვრებაში ყველაზე მთავარია..

გზები.

❓ რა არის სიყვარული შენეულად?

სიცოცხლეზე საინტერესო გაუგებრობა.

❓ რამხელა მნიშვნელობა აქვს სევდას?

სევდა არის ადამიანად ყოფნის ნიშანი.

❓ ოცნებების ასრულებისთვის საჭიროა..

სიჯიუტე.

❓ რას მირჩევ, ახლა რომ ვიწყებდე ცხოვრებას?

გირჩევ ცხოვრებას ისე უყურო როგორც ფილმს, თან საუნდტრეკიც შეარჩიე.

❓ ადამიანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს..

მომავალი.

❓ ცხოვრებაში მიხვდი რომ..

ტკივილი გარდაუვლად მეტია სიხარულზე.

❓ ადამიანები იცვლებიან?

ძნელად და სხვადასხვა გარემოების იძულებით, მაგრამ კი.

❓ რა მოაქვს განშორებას?

ტკივილი - სიკვდილისაც და ახლის დაბადებისაც.

❓ რა მოაქვს აუსრულებელ სურვილებს?

ახალი, უფრო დიდი სურვილების გაჩენა.

#ინტერვიუ #ინტერარტ

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ინტერვიუ • inter view posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ინტერვიუ • inter view:

Shortcuts

Share