26/10/2025
Dakishvili Family Selection-ის არტიზანული ღვინოები, რომლებიც მსოფლიოსთვის იქმნება
ღვინო უნდა იყოს ელეგანტური – გამოხატავდეს ყურძნის ჯიშურობას (პირველადი არომატები), დაყენების ტექნოლოგიის შედეგად ჰქონდეს განვითარებული მეორეული არომატები და რა თქმა უნდა, მესამეული არომატები, რომლებიც ბოთლში ჩამოსხმის შემდეგ უვითარდება. სწორედ ასეთია კომპლექსური ღვინო. ეს არის მისი ღირსების მაჩვენებელი. ამას ყოველთვის ვითვალისწინებთ და განსაკუთრებით ვუფრთხილდებით.
Dakishvili Family Selection-ის ბრენდის ქვეშ იწარმოება ქვევრის ტრადიციული – რქაწითელი, ქისი, საფერავი, Cuvee Amber, Cuvee Red, კლასიკური – შარდონე, ქისი, მწვანე-შარდონე, მწვანე-ქისი, სადესერტო ღვინო – ჩიტისთვალა, ქისი, საფერავი, ცქრიალა – პინო ნუარი, შარდონე, პეტ-ნატი – ქისი, მწვანე, შარდონე.