ACT Research • ეისითი კვლევა

ACT Research • ეისითი კვლევა ACT Research is a leading marketing research company operating on a global scale across three continents and 35 countries.

ACTR specializes in data-driven analytics, strategic research and cutting-edge digital solutions. ACTR specializes in data-driven analytics, strategic research, and cutting-edge digital solutions.

📢 მშობლების ხმა მნიშვნელოვანია!👨‍👩‍👧 თუ ხარ 0-6 წლამდე ბავშვის მშობელი, მიიღე მონაწილეობა ACTR-ის კვლევაში, რომლის მიზან...
17/06/2026

📢 მშობლების ხმა მნიშვნელოვანია!

👨‍👩‍👧 თუ ხარ 0-6 წლამდე ბავშვის მშობელი, მიიღე მონაწილეობა ACTR-ის კვლევაში, რომლის მიზანია საქართველოში მშობლების საჭიროებების, გამოწვევებისა და გამოცდილების უკეთ გაცნობა.

👉 შეავსე კითხვარი ლინკზე: https://shorturl.at/8K40j

🔒 კვლევა სრულად ანონიმური და კონფიდენციალურია.

🇬🇪 გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“ამიერიდან ქართველი ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დ...
26/05/2026

🇬🇪 გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

“ამიერიდან ქართველი ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.” - ამბობდა დამოუკიდებლობის აქტში, პირველ პუნქტად ჩაწერილი თავისუფლების არჩევანი 1918 წლის 26 მაისს.

დღესაც, დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, პროგრესისთვის - ცვლილებების ძალა ჩვენშია. ✊

✨ACTR-ის მომხმარებელთა გამოცდილების კვლევების ლიდი, ეკატერინე ეჯიბაძე, ალტერბრიჯის უნივერსიტეტში ინტერაქციული ვორქშოფები...
01/05/2026

✨ACTR-ის მომხმარებელთა გამოცდილების კვლევების ლიდი, ეკატერინე ეჯიბაძე, ალტერბრიჯის უნივერსიტეტში ინტერაქციული ვორქშოფების სერიას გაუძღვება. ის ისაუბრებს იმაზე, თუ რატომ იქცა CX თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტულ უპირატესობად და როგორ ქმნის ხედვა - Experience is human მომხმარებლის გამორჩეულ გამოცდილებას.

🚀ACTR უნივერსიტეტ ალტერბრიჯთან პარტნიორობით ხელს უწყობს ახალგაზრდების აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას.

🚀 Customer Experience - მომხმარებლის გამოცდილების ვორქშოფების სერია ალტერბრიჯში!

🔵 8 მაისს, 13:00 საათზე, უნივერსიტეტ ალტერბრიჯისა და ACT Research • ეისითი კვლევას პარტნიორობით, გიწვევთ ინტერაქტიული ვორქშოფების სერიაზე, სადაც გაიგებთ, როგორ ქმნიან კომპანიები გამორჩეული მომხმარებლის გამოცდილებას და რატომ იქცა CX თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტულ უპირატესობად.

👥 რატომ გვამახსოვრდება ზოგიერთი ბრენდი განსაკუთრებულად? რატომ ვუბრუნდებით მათ ისევ და ისევ, მაშინ როცა სხვებთან იმედგაცრუება გვაკავშირებს? პასუხი ერთია - Customer Experience (CX).

ვორქშოფების ფარგლებში:
✔ გაეცნობით CX-ის კონცეფციასა და მის როლს ბიზნესში
✔ ისწავლით მომხმარებლის ქცევის ანალიზისა და კვლევის საბაზისო მიდგომებს
✔ აღმოაჩენთ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს გამოცდილების გასაუმჯობესებლად

🔗 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://alterbridge.edu.ge/workshopebis-seria-alterbridgeshi/

📌 3 პრაქტიკული ვორქშოფი (8, 13 და 18 მაისი)
📌 ჯგუფური სამუშაოები და დისკუსიები
📌 სერტიფიკატი დასრულების შემდეგ

✔️ ვორქშოპებს წარუძღვება: ეკატერინე ეჯიბაძე, CX & insight lead; ACT Research; ეკატერინეს აქვს 15 წლიანი გამოცდილება მომხმარებლის გამოცდილების კვლევისა და მომსახურების ხარისხის შეფასების სფეროში.

შექმენი ის, რასაც მომხმარებელი არასდროს ივიწყებს ✨

🚀 ACTR Self.HR-თან პარტნიორობას იწყებს! 💡 ACTR-ის სტანდარტიზებული HR კვლევები უკვე ხელმისაწვდომია Self.HR-ის პლატფორმაზე...
23/04/2026

🚀 ACTR Self.HR-თან პარტნიორობას იწყებს!

💡 ACTR-ის სტანდარტიზებული HR კვლევები უკვე ხელმისაწვდომია Self.HR-ის პლატფორმაზე, რაც ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს შეაფასონ თანამშრომელთა გამოცდილების კრიტიკული მიმართულებები სწრაფად, მარტივად და ეფექტიანად.

✨ ამ პარტნიორობით ეისითი კვლევა ქმნის შესაძლებლობას, რომ შიდა ორგანიზაციული კვლევები გახდეს სრულად ციფრული და გამარტივებული პროცესი სანდოობის, ობიექტურობისა და სიღრმისეული ანალიტიკის შენარჩუნებით.

🔗 გაიგეთ მეტი პარტნიორობის შესახებ: https://actresearch-global.com/actr-da-self-hr/

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
12/04/2026

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ცვლილებების ძალა ხალხშია.მადლობა თავისუფლებისთვის 🇬🇪
09/04/2026

ცვლილებების ძალა ხალხშია.
მადლობა თავისუფლებისთვის 🇬🇪

🚀 ეისითი კვლევასა და უნივერსიტეტ ალტერბრიჯს შორის მემორანდუმი გაფორმდა. 💡თანამშრომლობა მიზნად ისახავს განათლების ხარისხი...
06/04/2026

🚀 ეისითი კვლევასა და უნივერსიტეტ ალტერბრიჯს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

💡თანამშრომლობა მიზნად ისახავს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და სტუდენტებში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პრაქტიკული უნარების განვითარებას.

✨ ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტებით, ეისითი კვლევა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას.

👉 გაიგეთ მეტი: https://actresearch-global.com/actr_alterbridge_university/

🤝 უნივერსიტეტ ალტერბრიჯსა და ACT კვლევას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!

📒 პარტნიორობა მიზნად ისახავს განათლებისა და ბიზნესის სექტორებს შორის კავშირის კიდევ უფრო გაღრმავებას, რაც ჩვენს სტუდენტებს ახალ და მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შეუქმნის.

უნივერსიტეტ ალტერბრიჯისთვის პრიორიტეტულია, სტუდენტებმა სწავლის პროცესშივე მიიღონ ის გამოცდილება, რომელიც მათ შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანს გახდის. ACT კვლევასთან თანამშრომლობა სწორედ ამ მიზნისკენ გადადგმული კიდევ ერთი მყარი ნაბიჯია!

🚀ეისითი კვლევამ თბილისის მარკეტინგულ ფორუმზე ვირტუალური ინტერვიუერი წარადგინა - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სრულად ც...
01/04/2026

🚀ეისითი კვლევამ თბილისის მარკეტინგულ ფორუმზე ვირტუალური ინტერვიუერი წარადგინა - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სრულად ციფრული გადაწყვეტა ბიზნესებისთვის, რომელიც მონაცემების შეგროვების ახალ სტანდარტს ქმნის.

🤖ფორუმის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გამოეცადათ ვირტუალური ინტერვიუერი, ჩართულიყვნენ გამოკითხვაში და რეალურ დროში ენახათ, როგორ აისახებოდა მათი პასუხები ავტომატიზებულ დეშბორდებზე.

✨ACTR არის პირველი კვლევითი კომპანია საქართველოში, რომელმაც AI-ზე დაფუძნებული ხმოვანი ვირტუალური ინტერვიუერი დანერგა - გადაწყვეტა, რომელიც ბიზნესებს კვლევების სწრაფად, ეფექტურად და მასშტაბურად განხორციელების საშუალებას აძლევს.

გაიგეთ მეტი: https://actresearch-global.com/actr_marketing_forum/

🌷ეისითი კვლევა გილოცავთ ქალთა დღეს!როგორც ორგანიზაციამ, რომლის გუნდის 90%-ზე მეტს ქალები შეადგენენ, ვიცით, რომ სწორედ ქა...
08/03/2026

🌷ეისითი კვლევა გილოცავთ ქალთა დღეს!

როგორც ორგანიზაციამ, რომლის გუნდის 90%-ზე მეტს ქალები შეადგენენ, ვიცით, რომ სწორედ ქალების ენერგია და ძალა ქმნის ცვლილებებს, კეთილდღეობას და პროგრესს. ✨

10/02/2026

🚀 ეისითი კვლევა ბიზნესებს სერვისის განვითარებისთვის საჭირო კომპლექსურ კვლევებს სთავაზობს:

🔹მომხმარებელთა გამოცდილების (CX) კვლევებით ვეხმარებით კომპანიებს დაინახონ საკუთარი თავი მომხმარებლის თვალით;
🔹 იდუმალი მყიდველის ინსტრუმენტით რეალურ სიტუაციაში ვაფასებთ, როგორ სრულდება მომსახურების დანერგილი სტანდარტები და პროცესები;
🔹 HR კვლევებით ვეხმარებით ბიზნესებს გააუმჯობესონ შიდა ორგანიზაციული კლიმატი და გაზარდონ გუნდების ჩართულობა მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად.

უკვე 20 წელზე მეტია, განსხვავებული მიდგომებითა და საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით ვეხმარებით ბიზნესებს, მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და გარდაქმნან სერვისი საუკეთესო გამოცდილებად. ✨

🎥 ვიდეოში ჩვენი CX/EX კვლევების ლიდი, ეკატერინე ეჯიბაძე, საუბრობს ACTR-ის სერვისებსა და მიდგომებზე.

🌐actresearch-global.com

Address

4 Zurab Anjafaridze Street
Tbilisi
0044

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ACT Research • ეისითი კვლევა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share