MINDset • მაინდსეტ

MINDset • მაინდსეტ Marketing consulting and outsourcing company

17/02/2026

2x Birthday celebration ⭐️

🇬🇪🇪🇺
03/12/2024

🇬🇪🇪🇺

კანტარის Media Reactions 2024-ის მიხედვით, მარკეტერების 67% დადებითად აფასებს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (Gen AI) ...
21/11/2024

კანტარის Media Reactions 2024-ის მიხედვით, მარკეტერების 67% დადებითად აფასებს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (Gen AI) შესაძლებლობებს. ეს ოპტიმიზმი მიგვანიშნებს, რომ ინდუსტრიაში ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ინტეგრაცია მიმდინარეობს.

მარკეტერები და სააგენტოები უამრავ ექსპერიმენტს ატარებენ, რომ Gen AI-ს გამოყენებით შექმნან ვიზუალური კონცეფციები, შინაარსობრივი კონტენტი, ვიდეოები, სტრატეგიები და გეგმები. მალე AI მარკეტინგული ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილი გახდება, საინტერესო ისაა, ვინ როგორ და რამდენად დახელოვნდება ამ ინსტრუმენტის გამოყენებაში.

იმისთვის, რომ მარკეტინგი პასუხობდეს ბიზნესის ამოცანას და შეიქმნას ნათელი წარმოდგენა, რამდენად ამართლებს შედეგი მოლოდინს,...
14/11/2024

იმისთვის, რომ მარკეტინგი პასუხობდეს ბიზნესის ამოცანას და შეიქმნას ნათელი წარმოდგენა, რამდენად ამართლებს შედეგი მოლოდინს, მიზანი უნდა განისაზღვროს ციფრებში და ვადაში, ანუ შედგეს KPI.

მარკეტინგის KPI შეიძლება განისაზღვროს მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივებში და განსხვავდებოდეს როგორც არხების, ისე მიზნების მიხედვით. მაგალითისთვის გიზიარებთ მარკეტინგის 10 მეტრიკას, რომელიც გამოგადგებათ საოპერაციო ნაწილის დაგეგმარების ან შედეგის ანალიზის დროს:

CPL = თანხაზე მიბმული მეტრიკა = ერთ გენერირებულ ლიდზე დახარჯული თანხა და მისი ლიმიტის განსაზღვრა;
CAC = თანხაზე მიბმული მეტრიკა = ერთი მომხმარებლის შეძენისთვის დახარჯული თანხა და მისი ლიმიტის განსაზღვრა;
LRT = დროზე მიბმული მეტრიკა = მომხმარებლისთვის უკუკავშირის მისაცემად განსაზღვრული დრო = მოთხოვნის დაფიქსირებიდან 30 წუთი;
ბრუნვა = თანხის ან პროცენტულ მაჩვენებლის მეტრიკა = 5% ზრდა 5 თვის ვადაში;
ლიდების გენერაცია = რაოდენობის მეტრიკა = 300 ლიდი 30 დღეში;
კონვერსია = პროცენტული მეტრიკა = მომხმარებლების სრული რაოდენობიდან რამდენმა პროცენტმა განახორციელა კონკრეტული მოქმედება;
YOY= პროცენტული მეტრიკა = მიმდინარე წელს, კონკრეტული დროის მონაკვეთში დამდგარი შედეგების დადარება, წინა წლის იგივე პერიოდის შედეგებთან;
CLV = თანხაზე მიბმული მეტრიკა = თანხის რაოდენობა, რომელსაც კომპანია ელოდება ერთ მომხმარებელთან გრძელვადიან პერსპექტივაში;
MQL = იზომება ციფრებში = დაგენერირებული ლიდების ჯამური რაოდენობიდან რამდენია კვალიფიციური ლიდი, რომელიც მეტად სავარაუდოა გახდეს მომხმარებელი;
SCL= დროის მეტრიკა = რა დრო ჭირდება პროდუქტს შესაბამისი ქმედებების დაწყებიდან გაყიდვამდე.

სასურველი შედეგების მისაღებად მნიშვნელოვანია მიზნების მკაფიო განსაზღვრა და მიღებული შედეგების მუდმივი მონიტორინგი.

07/11/2024

ბრენდის არსებული პოზიციონირების, პროდუქტის/სერვისის, ახალი სამიზნე აუდიტორიის, მიზნების ან ვიზუალური იდენტობის მოდიფიცირებას განსაზღვრავს რებრენდინგის სტრატეგია.

რებრენდინგის საჭიროება დგება თუ:

• კომპანიის ბიზნეს ამოცანა ან ხედვა შეიცვალა და არსებული კონცეფცია აღარ ერგება ახალ მიზნებს
• მომხმარებლის ქცევა შეიცვალა ბიზნესთან მიმართებაში
• ბიზნესი განვითარდა და დაემატა სრულიად ახალი პროდუქტები/სერვისები
• არსებული ბრენდინგი დროსთან მიმართებაში არარელევანტურია.

მოგვწერე, დაგვირეკე, მოითხოვე შეხვედრა - 🔗 www.minds.ge

29/10/2024

მომხმარებლისთვის პირველი შთაბეჭდილების შექმნაზე ვიზუალური იდენტობაა პასუხისმგებელი, რომელიც ზუსტად უნდა ეხმიანებოდეს და ვიზუალურად გამოხატავდეს ბრენდ პლატფორმას.

ვიზუალური ბრენდინგი მოიცავს სტილისა და ესთეტიკის განსაზღვრას, რომელიც იშლება შემდეგ კომპონენტებში: ლოგო, ტიპოგრაფია, ფერები, ვიზუალური ელემენტები, საკომუნიკაციო მასალების შექმნის პროცესი, პროდუქტის შეფუთვის დიზაინი და ფიზიკური მაღაზიების ინტერიერი.

მოგვწერე, დაგვირეკე, მოითხოვე შეხვედრა - 🔗 www.minds.ge

ონლაინ საძიებო სისტემა, როგორც მარკეტინგული იარაღი 🔫2023 წელს, ყოველ წუთში დაახლოებით 6.3 მილიონი Google ძიება ხდებოდა. ...
17/10/2024

ონლაინ საძიებო სისტემა, როგორც მარკეტინგული იარაღი 🔫

2023 წელს, ყოველ წუთში დაახლოებით 6.3 მილიონი Google ძიება ხდებოდა. Kantar-ის კვლევების მიხედვით, საძიებო სისტემები ბრენდის გავლენის თვალსაზრისით უკვე მეხუთე ყველაზე მნიშვნელოვანი საკონტაქტო წერტილია, მაშინ როცა 2018 წელს მე-11 ადგილზე იყო. დღეს, AI და ენობრივი მოდელების (LLMs) ეპოქაში, ძიება ახალ ეტაპზე გადადის და მხოლოდ საკვანძო სიტყვებზე და ალგორითმებზე დამოკიდებულება აღარ არის საკმარისი.

2025 წელს, ბრენდებისთვის გადამწყვეტი იქნება, რომ გააანალიზონ მომხმარებლის ქცევა, საკვანძო სიტყვების მნიშვნელობა და ტრენდები. ეს დაეხმარებათ ციფრული სტრატეგიის განაახლებასა და კონტენტის იმგვარ მორგებაში, რომ ზუსტად იმ ადგილას გამოჩნდნენ, სადაც მათი მომხმარებელი არის და ჰქონდეთ ლიდერობის შენარჩუნების შესაძლებლობა.

Meppers • მეპერსი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია 👷🏼‍♂️პარტნიორობის ფარგლებში მაინდსეტმა შეიმუშავა:· ბრენდის ...
15/10/2024

Meppers • მეპერსი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია 👷🏼‍♂️
პარტნიორობის ფარგლებში მაინდსეტმა შეიმუშავა:

· ბრენდის პლატფორმა;
· პოზიციონირების სტრატეგია;
· სეგმენტაცია/პროფაილინგი;
· ვიზუალური რებრენდინგი;
· ინტეგრირებული მარკეტინგული საკომუნიკაციო სტრატეგია.

Meppers საინჟინრო მომსახურების სრულ სერვისს სთავაზობს ბაზარს უკვე 10 წელზე მეტია. მაინდსეტი უზრუნველყოფს Meppers-ის სრული მარკეტინგული სერვისების დაგეგმვასა და აღსრულებას.

მოგვწერე, დაგვირეკე, მოითხოვე შეხვედრა
🔗 www.minds.ge See less

Რა არის სამომხმარებლო ქცევა?👉  ნინო კვაჭანტირაძე“მარკეტინგულ სტრატეგიაზე მუშაობის დაწყებისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკ...
08/10/2024

Რა არის სამომხმარებლო ქცევა?
👉 ნინო კვაჭანტირაძე

“მარკეტინგულ სტრატეგიაზე მუშაობის დაწყებისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რის კვლევას და განსაზღვრასაც დიდ დროს ვუთმობთ, არის სამომხმარებლო ქცევა. მაგალითად, შეიძლება პროდუქტიდან გამომდინარე გამოჩნდეს, რომ ამ კონკრეტული პროდუქტის კატეგორიას იმპულსური ყიდვის ქცევა ახასიათებს, ამის შემდეგ დამატებით დეტალებში გვიწევს ჩასვლა და იმის იდენტიფიცირება ეს არის სუფთა იმპულსური და სწრაფი ტიპის, დაგეგმილი იმპულსური, შეხსენებითი იმპულსური ტიპის, რჩევაზე დამყარებული იმპულსური თუ კონკრეტულად რა სახის ქცევასთან გვაქვს საქმე. ხშირად ასეთი დეტალები განსაზღვრავს ბიზნესისთვის რეალური შედეგების მიღებას.“

მოგვწერე, დაგვირეკე, მოითხოვე შეხვედრა
🔗www.minds.ge

Tiktok - რეკლამის ჩაშვების ფუნქცია საქართველოში ⚡️ Statista-ს კვლევის მიხედვით, ტიკტოკი ყველაზე პოპულარულ არხებს შორის მ...
24/09/2024

Tiktok - რეკლამის ჩაშვების ფუნქცია საქართველოში ⚡️

Statista-ს კვლევის მიხედვით, ტიკტოკი ყველაზე პოპულარულ არხებს შორის მეხუთე ადგილს იკავებს. 2024 წლის მონაცემებით, პლატფორმას 1.5 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი დაუგროვდა და საშუალოდ, დღის განმავლობაში, ერთი მომხმარებელი 95 წუთს ხარჯავს აპლიკაციაში, რაც კარგი საშუალებაა ბრენდებისთვის, აჩვენონ მომხმარებელს რელევანტური რეკლამა.

პლატფორმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ის განსაკუთრებულ სარგებელს მოუტანს ბრენდს, თუ მარკეტინგული სტრატეგია აქცენტირებულია ვიდეო კონტენტზე. Facebook-თან შედარებით, Tiktok-ის კონტენტი უფრო ნაკლებად გაჯერებულია რეკლამით, რაც მომხმარებელს კონცენტრირებაში მეტად ეხმარება. ჯერჯერობით, საქართველოში ტიკტოკზე რეკლამირება შეზღუდულია, თუმცა ვიმედოვნებთ რომ მარკეტერებისთვის ეს ახალი შესაძლებლობა მალე ხელმისაწვდომი გახდება.

Address

80 Chavchavadze Avenue
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995557333321

Alerts

Be the first to know and let us send you an email when MINDset • მაინდსეტ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to MINDset • მაინდსეტ:

Share