Hmcg/ჯანდაცვის მარკეტინგის საკონსულტაციო ჯგუფი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Hmcg/ჯანდაცვის მარკეტინგის საკონსულტაციო ჯგუფი

Hmcg/ჯანდაცვის მარკეტინგის საკონსულტაციო ჯგუფი ჯანდაცვაში მარკეტინგის მიზანია სწორი კომუნიკაციით პაციენტის სანდოობის მოპოვება

05/07/2026

როცა ამერიკული კომპანია ზრუნავს პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის კულტურის განვითარებაზე...

https://www.facebook.com/share/r/1BSLgdJukR/

🙏 დიდი მადლობა ფინანსთა სამინისტროს აკადემიას თანამშრომლობისთვის და ნდობისთვის.თანამშრომლობის ფარგლებში სოფიო გოგელაშვილ...
03/07/2026

🙏 დიდი მადლობა ფინანსთა სამინისტროს აკადემიას თანამშრომლობისთვის და ნდობისთვის.

თანამშრომლობის ფარგლებში სოფიო გოგელაშვილმა ჩაატარა ტრენინგი „მოიგე, არ დაკარგო – როგორ ავითვისოთ დრო ეფექტიანად“.

დროის ეფექტიანად ათვისება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც გვეხმარება როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. სასიამოვნოა, როცა გაქვს შესაძლებლობა, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გაუზიარო.

🙏 მადლობა აკადემიის თანამშრომლებს საოცარი ორგანიზებულობისთვის, ასევე, ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და საინტერესო დისკუსიებისთვის.

წარმატებებს ვუსურვებთ მიღებული ცოდნის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენებაში! 😊

https://www.facebook.com/share/p/1E2KssQDRi/
18/06/2026

https://www.facebook.com/share/p/1E2KssQDRi/

ვაგრძელებთ Georgian International Medical and Public Health Association - Gimpha-ს მე-11 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგენილი გამორჩეული ნაშრომების მიმოხილვას.

ამჯერად ყურადღების ცენტრშია თერაპიული კომუნიკაციის უხილავი ფაქტორები და არსებული კონტრვერსიები ძუძუს კიბოს კლინიკურ პრაქტიკაში, რომლებსაც ჯანდაცვის მარკეტინგისა და კომუნიკაციის სპეციალისტი, სოფია გოგელაშვილი აანალიზებს.

მოხსენების მთავარი მიზანია პასუხი გასცეს კითხვას: რატომ აღარ არის საკმარისი ძუძუს კიბოს მართვაში მხოლოდ მაღალკვალიფიციურად შედგენილი სამედიცინო სქემა და რატომ მოითხოვს ოპტიმალური კლინიკური გამოსავლის მიღწევა ექიმ-პაციენტის ურთიერთობის ფუნდამენტურ გადაფასებას?

ASCO-ს 2024 წლის მონაცემებით, კომუნიკაცია პირდაპირი კლინიკური ინტერვენციაა: მისი დაბალი ხარისხი მკურნალობისადმი დამყოლობას 64%-ით ამცირებს. ამასთან, ერთობლივი გადაწყვეტილების მიღების (SDM) უნივერსალურმა ძალდატანებამ, პაციენტის პრეფერენციების უგულებელყოფით, შესაძლოა გაზარდოს სინანული და რადიკალური არჩევანის (მასტექტომიის) რისკი. ამიტომ, დღის წესრიგში დგება პაციენტზე ორიენტირებული მოდელი.

🔗 სტატიის ბმული იხილეთ პირველ კომენტარში.

12/06/2026
ექთანთა მხარდასაჭერად
12/05/2026

ექთანთა მხარდასაჭერად

ექთანთა გაერთიანების გუნდი გილოცავთ ექთნებისა და მეანი ექთნების საერთაშორისო დღეს! ✨

👩🏼‍⚕️ექთნები და მეანი ექთნები წარმოადგენენ ჯანდაცვის სისტემის მთავარ საყრდენს, ვინც სხვის ტკივილს საკუთარ პასუხისმგებლობად იღებს.
თქვენი პროფესია მხოლოდ სამუშაო არ არის — ეს არის ძალა, მოთმინება, ადამიანობა და თავდადება, რომელიც ყოველდღიურად სიცოცხლეს, იმედსა და სიმშვიდეს აძლევს ადამიანებს.

🙏🏼 მადლობა თითოეული უძილო ღამისთვის, გადარჩენილი სიცოცხლისთვის, თბილი სიტყვისა და ზრუნვისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას, დაფასებას, სიმშვიდეს და იმ სიყვარულს, რომელსაც ყოველდღე სხვებს უზიარებთ! 💜💛💙🩷

Union of Nurses Team congratulates all nurses and midwives on International Nurses and Midwives Day! ✨

👩🏼‍⚕️Nurses and midwives are the main pillar of the healthcare system — the people who take others’ pain as their own responsibility.
Your profession is not just a job; it is strength, patience, humanity, and dedication that bring life, hope, and comfort to people every single day.

🙏🏼 Thank you for every sleepless night, every saved life, every warm word, and every act of care.

We wish you health, appreciation, peace, and the same love that you share with others every day! 💜💛💙🩷



#ექთნებისსაერთაშორისოდღე #მეანიექთანი #საექთნოსაქმე #გლობალ🌍 #ჯანდაცვა #საქართველო🇬🇪

23/04/2026

"კომუნიკაცია... კომუნიკაცია ექიმსა და პაციენტს შორის. ეს არის, მე ვფიქრობ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რაც ზოგადად მედიცინის ეფექტიანობას განსაზღვრავს....
კომუნიკაციური უნარ-ჩვევები ეს არ არის უბრალოდ ექიმის, როგორც ინდივიდუმის, რაღაცა სპეციფიკური ნიჭი... არიან ექიმები, რომლებსაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი პროფესიული დონე აქვთ, კომუნიკაციაში, ასე ვთქვათ, რბილად რომ ვთქვათ, მოიკოჭლებენ...

საკომუნიკაციო ჩვევების შესახებ ინფორმაცია და მეტიც, ეს უნარ-ჩვევები ექიმმა უნდა მიიღოს თავისი პროფესიული განათლების პროცესში
მუდმივად უნდა განვიახლოთ ჩვენი უნარ-ჩვევები, რომ რაღაცნაირად არ მოვდუნდეთ და გავაგრძელოთ ისევ ეფექტიანი და ეფექტური — ამ შემთხვევაში „ეფექტურიც“ ალბათ სწორია — კომუნიკაცია ჩვენს პაციენტებთან."
👨‍⚕️ ალექსანდრე ცისკარიძე, ნევროლოგი, პროფესორი, პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 53 სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორი....


🇺🇸 მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო სტანდარტით შემუშავებული აკრედიტებული ტრენინგი: „პაციენტზე ორიენტირებული ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკა ექიმებისთვის“

#სამედიცინოკომუნიკაცია - დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირადი შეტყობინება

⁉ იცი რა უნდა უთხრა პაციენტს… მაგრამ ყოველთვის არ იცი როგორ?პაციენტის ნდობა მხოლოდ თავაზიანი საუბრით არ ყალიბდება  —ის ყ...
16/04/2026

⁉ იცი რა უნდა უთხრა პაციენტს… მაგრამ ყოველთვის არ იცი როგორ?

პაციენტის ნდობა მხოლოდ თავაზიანი საუბრით არ ყალიბდება —
ის ყალიბდება სწორი კომუნიკაციით

🧑‍⚕️👩‍⚕️პაციენტი შენს პროფესიონალიზმს აფასებს არა დიპლომით, არამედ:

🔹 როგორ დაამყარე კონტაქტი პირველივე წუთებში
🔹 რა ემოცია დაუტოვე
🔹 და რა იგრძნო შენთან ურთიერთობისას

📣ისწავლე პრაქტიკული ტექნიკები, რომლებიც პაციენტებთან ყოველდღიურ ურთიერთობას გაგიმარტივებს

🎓 ონლაინ ტრენინგი რეზიდენტებისთვის: " თერაპიული კომუნიკაციის უხილავი ფაქტორები"
🗓 ჩატარების თარიღი: 30 აპრილი - 1 მაისი 20:00;
ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 საათი
ℹ️ ღირებულება: 50 ლარი
👩‍💻ტრენერი: ჯანდაცვის მაგისტრი, WHO პარტნიორი ტრენინგების მიმართულებით, ჯანდაცვის მარკეტინგის საკონსულტაციო ჯგუფის დირექტორი, სოფიო გოგელაშვილი.
📍 ადგილები შეზღუდულია

დარეგისტრირდი ახლავე ⬇️
https://forms.gle/wivpa82xQfjZWy2v7

ℹ  პირველად საქართველოში, გრიგოლ რობაქიძის  სახელობის უნივერსიტეტი, ჯანდაცვის მარკეტინგის საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად,  ...
16/04/2026

ℹ პირველად საქართველოში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ჯანდაცვის მარკეტინგის საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად, სამედიცინო სფეროს მუშაკებს სთავაზობს მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეთოდოლოგიაზე შემუშავებულ აკრედიტებულ ტრენინგს: „პაციენტზე ორიენტირებული ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკა ექიმებისთვის“.

🎓 ტრენინგის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან:
🔵 სამედიცინო კომუნიკაციის ტექნიკებს;
🔵 ექიმსა და პაციენტს შორის არსებული ბარიერების მოხსნის მეთოდებს;
🔵 ეფექტურ ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ტექნიკას;
🔵 კონფლიქტური სიტუაციისა და რთული პაციენტების მართვას;
🔵 პაციენტზე ორიენტირებული ვიზიტის სქემას;
🔵 პაციენტის მკურნალობის პროცესში ჩართულობის და მოტივაციის გაზრდის მეთოდებს;

👩‍⚕️🧑‍⚕️ტრენინგი განკუთვნილია ყველა სპეციალობის ექიმისთვის: ორთოდონტები, ორთოპედები, ქირურგები, თერაპევტები, ოჯახის ექიმები, რადიოლოგები, კარდიოლოგები, ენდოკრინოლოგები, ოფთალმოლოგები, დერმატოლოგები, პროქტოლოგები, რეპროდუქტოლოგები და სხვა

მსმენელებს მიენიჭებათ 6 უპგ ქულა.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე (6 საათი)
🗓 ჩატარების თარიღი: 9 მაისი, 12:00 სთ.
10 მაისი 11:00 სთ.
👆 რეგისტრაციის ბოლო თარიღი ორშაბათი, 4 მაისი

👩‍💻ტრენერი: ჯანდაცვის მაგისტრი, WHO პარტნიორი ტრენინგების მიმართულებით, ჯანდაცვის მარკეტინგის საკონსულტაციო ჯგუფის დირექტორი, სოფიო გოგელაშვილი.

ℹ️ ტრენინგის ღირებულება: 350 ლარი.

🏫გრუნისა და გრუნივერსის თანამშრომლებისთვის მოქმედებს 50% -იანი ფასდაკლება.
📲 დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის დაუკავშირდით: 555 362 362

11/03/2026

წლის ყველაზე მასშტაბური სამიტი ესთეტიკურ მედიცინაში
Medical Aesthetic Summit , რომელმაც გააერთიანა სფეროს წამყვანი ინოვატორები და პროფესიონალები გამოცდილების გასაზიარებლად.

პირველად სამიტზე გაჟღერდა სრულიად განსხვავებული და აქტუალური საკითხი - პაციენტსა და ექიმს შორის სწორი, ეფექტური კომუნიკაციის შესახებ.

საკონსულტაციო ჯგუფის დამფუძნებელი, ჯანდაცვის მაგისტრი, WHO პარტნიორი ტრენინგების მიმართულებით, სოფიო გოგელაშვილი წარსდგა თემით: " თერაპიული კომუნიკაცია - წარმატებული მკურნალობის უხილავი ფაქტორი

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995555362362

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Hmcg/ჯანდაცვის მარკეტინგის საკონსულტაციო ჯგუფი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Hmcg/ჯანდაცვის მარკეტინგის საკონსულტაციო ჯგუფი:

Shortcuts

Share