14/11/2019
📣 თუ ფლობ სხვადასხვა პლატფორმებზე ედვერთაიზინგის ტექნიკებს, რიცხვებთან თავს კომფორტულად გრძნობ და შედეგზე ორიენტირებული ოპტიმიზაცია შენთვის საინტერესოა, მაშინ განაგრძე კითხვა.
ვეძებთ full time ედვერთაიზერს, გპირდებით:
▪️ მასშტაბურ პროექტებს
▪️ დიდი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას
▪️ საერთაშორისო ბაზრებზე ორიენტირებას
▪️ ბევრი ექსპერიმენტის ჩატარების შესაძლებლობას
▪️ მასშტაბური კამპანიების დაგეგმვასა და აღსრულებაში ჩართულობას
ანაზღაურება - გამოცდილების შესაბამისად, ამავდროულად იმდენი, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ
მოთხოვნა - წამყვან პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება და სისტემურ, მწყობრ ჭრილში პროცესების ყურებისა და დაგეგმვის შესაძლებლობა
მოგვწერე აქვე, ან აქ: [email protected] - CV-ს თანდართვით