20/08/2026
🌿16–19 აგვისტოს, სომხეთის ქალაქ დილიჟანში საერთაშორისო გამოფენა "ტექსტილის დიალოგები" გაიმართა. ღონისძიება სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჰოვანეს შარამბეიანის ხალხური ხელოვნების მუზეუმის ორგანიზებით მოეწყო, რომელშიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის რეგიონული ცენტრის წევრი ქვეყნები მონაწილეობდნენ.
🔰გამოფენა მიეძღვნა ჰოვანეს შარამბეიანის 100 წლის იუბილესა და დილიჟანის ტექსტილის განახლებული მუზეუმის გახსნას, რომლის მიზანიც ტრადიციული და თანამედროვე ტექსტილის ოსტატობის, კულტურული მემკვიდრეობისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა.
🌐საერთაშორისო გამოფენაზე ჩვენი ასოციაციის ხელშეწყობით საქართველოს წარმოადგენდნენ:
🧶 მაია (ლია) კახოიძე - ხალიჩების ქსოვის ოსტატი
🪡 სანათა გიგხაური - ქარგვის ოსტატი
🎨 ირა ლავრინენკო - მხატვარი და ტექსტილის დიზაინერი
🪢ღონისძიებამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაეცნოთ სხვადასხვა ქვეყნის ტექსტილის ტრადიციებს, გაეზიარებინათ გამოცდილება და ახალი საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები დაესახათ.
💠ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ტრადიციული რეწვის ოსტატებისა და თანამედროვე ტექსტილის ხელოვანების საერთაშორისო კულტურულ სივრცეში წარმოჩენა და ქართული ტექსტილის მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.
🌿From August 16–19, the international exhibition “Textile Dialogues” was held in Dilijan, Armenia. The event was organised by the Ministry of Education, Science, Culture and Sport of the Republic of Armenia and the Hovhannes Sharambeyan Museum of Folk Arts, bringing together member countries of the UNESCO Regional Centre for the Safeguarding of Intangible Cultural Heritage in South-Eastern Europe.
🔰The exhibition was dedicated to the 100th anniversary of Hovhannes Sharambeyan and the reopening of the Textile Museum in Dilijan, aiming to promote traditional and contemporary textile craftsmanship, cultural heritage, and the exchange of international knowledge and experience.
🌐With the support of our Association, Georgia was represented at the international exhibition by:
🧶 Maia (Lia) Kakhoidze - carpet-weaving master
🪡 Sanata Gigauri - embroidery master
🎨 Ira Lavrinenko - artist and textile designer
🪢The event provided participants with an opportunity to discover textile traditions from different countries, exchange knowledge and experience, and explore opportunities for new international partnerships.
💠For us, it is particularly important to showcase Georgian traditional craft masters and contemporary textile artists on the international cultural stage and to promote Georgia’s rich textile heritage.