28/10/2021
ძალიან კარგი სიახლით დაგიბრუნდით 😊
Reminder • რემაინდერი-ს დამფუძნებელი და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ექსპერტი, გიორგი კალატოზიშვილი, დღეიდან, პრეზენტაციების მართვის და კომუნიკაციის მიმართულებით, მსოფლიოში უმსხვილესი ტრენინგ ცენტრის "დეველორი" ტრენერი გახდა 🚀
🟪 გაიცანით ჩვენი გუნდის წევრი, გიორგი კალატოზიშვილი, ექსპერტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, დეველორის ტრენერი პრეზენტაციების და კომუნიკაციის მიმართულებით:
💬 "როცა 2015 წელს პარტნიორებთან ერთად დავაფუძნეთ საქართველოში პირველი ქოუჩინგის კომპანია „გროუინი“ ხშირად გვიწევდა არათუ ქოუჩინგის პრინციპების, არამედ თავად სახელწოდების განმარტება და ხელმძღვანელი პირებისთვის მისი უპირატესობის დემონსტრირება. დღეს კი საქართველოში ფაქტობრივად აღარ დარჩა კომპანია, რომელშიც არ არის დანერგილი ქოუჩინგი და ლიდერი, რომელსაც არ ესმის ქოუჩინგის სტილით მართვის უპირატესობა.
„გროუინი“, რომელიც დაიბადა ორი სიტყვისგან - ზრდა და გამარჯვება, ქოუჩინგის მეშვეობით წლების განმავლობაში სთავაზობდა გაზრდას და გამარჯვებას ყველა თავის კლიენტს და, ამდენად, ჩემთვის იყო ძალზედ სასიხარულო იმის გაგება, რომ ქოუჩინგის პირველი კომპანია „გროუინი“ და 28 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ტრენინგ კომპანია დეველორი - გაერთიანდენენ!
ეს გაერთიანება ჩვენ, ტრენერებს, გვაძლევს საშუალებას განახლებული ძალით, ენერგიით, ცოდნით და მსოფლიოში აპრობირებული კომბინირებული სწავლების მეთოდით ხელი შევუწყოთ საქართველოში ორგანიზაციების და ლიდერების ტრანსფორმაციას და გაძლიერებას. მიხარია და ვამაყობ, რომ ვარ ამ დიდი გაერთიანების წევრი და მაქვს შესაძლებლობა შევიტანო ჩემი წვლილი როგორც ორგანიზაციების, ისე ინდივიდების პიროვნულ განვითარებაში".
პირველი ქოუჩინგის კომპანია გროუინი და ევროპული ტრენინგ-საკონსულტაციო კომპანია დეველორი 2021 წლის მარტში გაერთიანდნენ.
#დეველორი #ტრენინგები #ქოუჩინგი #გიორგიკალატოზიშვილი #ტრენერები #გუნდი