28/04/2020
#დარჩისახლში
📣 Messenger-ში ამიერიდან ე.წ “ციფრული ოთახები” დაემატება
Facebook-მა გადაწყვიტა დაეხმაროს იმ კომპანიებს, რომელთა თანამშრომლების უმრავლესობას სახლიდან უწევთ მუშაობა ან იმ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც ონლაინ გაკვეთილები უტარდებათ.
კომპანიამ პანდემიის წინააღმდეგ მორიგი ახალი სერვისი გააქტიურა მაშინ, როდესაც კონკურენტი აპლიკაციებზე დიდი კრიტიკაა უსაფრთხოების მხრივ (მაგალითად, Zoom-ის შემთხვევაში).
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი სერვისის გააქტიურება კომპანიებს დაეხმარებათ რაც შეიძლება კომფორტული გახადონ თანამშრომლებისათვის სახლში მუშაობა.
”- ვიდეოს ზარები ჩვენთვის არ არის ახალი სფერო,” – აღნიშნა მარკმა, ”- მაგრამ ეს ის სფეროა, რომლის გაფართოებაც გვსურს განსაკუთრებიათ მაშინ, როდესაც დღეს ვიდეო ზარები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ხდება. ასე რომ, მომხმარებლებს შეეძლებათ შექმნან “ციფრული ოთახი”, სადაც ისინი შეძლებენ ერთმანეთთან მარტივ საუბარს ყოველგავრი შეფერხების გარეშე. ”