Emigrant.gr

Emigrant.gr მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა !

🩵მე შენი ცოლი შემიყვარდაო,დილით ეზოში წარწერა გაჩნდა.-ნეტავ ვინ არის ის ბედნიერი-ჩაიქილიკა იმ წუთას ხალხმა.აჰა,შევძელ და...
03/06/2026

🩵მე შენი ცოლი შემიყვარდაო,
დილით ეზოში წარწერა გაჩნდა.
-ნეტავ ვინ არის ის ბედნიერი-
ჩაიქილიკა იმ წუთას ხალხმა.
აჰა,შევძელ და ვაღიარეო,
ვიღაც უცნობი თამამად წერდა
და ქმრებმა ცოლებს იჭვით შეხედეს,
არ მოაცილეს გამჭოლი მზერა.
ნაწერის მერე ქალები უკვე
სულ სხვანაირად იცმევდნენ კაბას,
სარკეშიც ხშირად იხედებოდნენ
და ივარცხნიდნენ დავარცხნილ დალალს.
ვინ იცის,ვისი ცოლი უყვარდათ,
ვინ დაადგენდა ტყუილს და მართალს,
კაცები სინდის რომ იმშვიდებდნენ,
სხვის ცოლს წერენო და ჩემსას- არა:
თუმცა ამ ერთმა ფრაზამ აშალა
ყოველდღიური რუტინა ყოფის,
ერთი უბრალო აღიარება,
მაგრამ ღელვისთვის სულ ყველას ყოფნის.
მე შენი ცოლი შემიყვარდაო,
ეს აღსარებას ხომ უფრო ჰგავდა,
ყველას თავისად სურდა სიტყვები,
მაგრამ ამ ფრაზას პატრონი ჰყავდა.
ვინ იცის,როგორ ღელავდა კაცი,
როცა ამ სიტყვებს ასფალტზე წერდა...
ვინ იცის,გულში რა იგრძნო ქალმა,
მაშინ,როდესაც სიტყვებს დახედა...
მზია ოდიაშვილი

31/05/2026

უგონოდ მივაბიჯებ ცხელ ასფალტზე, ირგვლივ შეშინებული თვალებით ვიხედები და ვერ ვხვდები სად ვარ?
ან რა ხდება ჩემ თავს?
ვინ არიან ეს სასაცილო სხეულები?
ან რატომ არიან ყველანი მოწყენილები?
რატომ არავინ არ იცინს?
არ მესალმება?
დავიღალე, მეძინება.
ბოლო სამი ღამე არ მეძინა ალბათ.
დამპირდა მოვალო,
ისევ მომატყუა
მე კი უსასრულოდ ველოდებოდი,
მაღალი მოხუცი ხის ტოტზე
მთელი ორი ღამე ვიჯექი და ველოდე….მოუთმელად, მოთმენით, ცრემლებით, სიცილით, სიყვარულით, სიძულვილით, მხიარული, სევდიანი, იმედიანი, უიმედო…..მაგრამ მაინც ველოდი.
წუთებს.. წამებს.. წამებს ვითვლიდი,
სახეს მთვარე მინათებდა, ის ლამაზი ღამე გამახსენდა როცა დამპირდი რომ არასდროს არ მატკენდი გულს, როცა ნაზად მიმღერე და მითხარი შეხვედრამდე,
მაგრამ სად ხარ აბა ეხლა?
შენი ხმა ისევ ნაზად ჩამესმის, შენ სურნელს ისევ ვგრძნობ, შენ სუნთქვას, შენს თვალებს ისევ ცხადად ვხედავ…თითქოს ყველაფერი ცხადია, მაგრამ თვალებს ვახელ და ვხვდები რომ ეს ისევ ჩემი ფანტაზიის ნაწილია,
შენ არასდროს არ მოხვალ , არც არასდროს არ გიმღერია ჩემთვის, და არასდროს არ დაგიწერია ჩემთვის ლექსი, არც გული გიტკენია შენ…..მე ვარ ეს უბრალოდ მაზოხისტი რომელიც უაზროდ დაფრინავს ოცნებებში და უაზრო ისტორიებს იგონებს რომელიც არადრსოს არ არსებობდა და არც იარსებებს, და მერე ისევ მე ვტკენ ჩემ თავს გულს…..
მაგრამ მაინც ველოდები
უსასრულოდ,
მთვარე მეფერება, ვარსკვლავები მხიარულად მიცინიან და მოხუცი ხეც მძიმედ სუნთქავს და ეღიმება
მას ჩემნაირი უაზროდ მეოცნებე ბევრი უნახავს და ისიც უნახავს, როგორ მწარედ ვარდებოდნენ მისი ტოტებიდან …
ნუთუ მეც იგივე მელის?
არა მე მე ვარ, მე არასდროს ალბათ არ მომტყდება ფრთები და არასდროს არ დამცვინდება ფრთებიდან ბუმბული..არ მინდა მეც იმ უცნაურ ადამიანებს დავემსგავსო ქუჩაში, რომლებიც გამუდმებით მოწყენილები დადიან და არ იღიმიან,
განა რა მშვენიერია ადამიანი როცა იღიმის…

ვზივარ ისევ ხის ტოტზე, მოხუცი მურთაზი ისევ ძველ ლეგენდებს მიყვება, საოცარ სამყაროზე,
მე ვკითხე: – როგორ შეიძლება მოვხვდე იმ სამყაროში.. იქნებ გზა მასწავლო…
მან კი მითხრა, იმ სამყაროსკენ გზა შენმა გულმა იცისო,
მე მერე ჩემ გულს ვკითხე სადაა განა ის საოცარი სამყარო?
მან კი მითხრა ცოტაც მოითმინე და გზას მის თვალებში დაინახავს ვინც იმ საოცარი სამყაროს მფარველი ანგელოზია
დიდიხანია კიდევ იქამდე?
მან კი არაფერი აღარ მიპასუხა
მაგრამ კიდევ რამდენი უნდა ვიცადო…უკვე ორი ღამეა ვიცდი, ვიცდი…უაზროდ ვიცდი…..
მთვარე ისევ მიღიმის და სახლისკენ გზას მინათებს, არა ეს მთვარე აღარაა,
უკვე გათენდა?
ჩქარა…სახლში დროზე…
უკვე მერამდენე ღამეა რომ ასე ვათენებ,
ჩუმად, მარტო….მუდამ მარტო…
არ გვინდა დეპრესიები,
შენ არასდროს არ ხარ მარტო
შენთან ყოველთვის შენი ლამაზი ფანტაზიებია

"ჩემს ძარღვებში ქართული სისხლი ჩქეფს. ამას ვერავინ შეცვლის, თუნდაც ათასი სიცოცხლე მქონდეს, ათასივე ცხოვრებაში ქართველობა...
29/05/2026

"ჩემს ძარღვებში ქართული სისხლი ჩქეფს. ამას ვერავინ შეცვლის, თუნდაც ათასი სიცოცხლე მქონდეს, ათასივე ცხოვრებაში ქართველობას ავირჩევდი. ჩემს ფესვებს არასდროს ვუღალატებდი."

24/05/2026

Address

Athens

Opening Hours

Monday 07:00 - 23:00
Tuesday 07:00 - 23:00
Wednesday 07:00 - 23:45
Thursday 07:00 - 23:00
Friday 07:00 - 23:00
Saturday 09:45 - 23:00
Sunday 11:00 - 20:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Emigrant.gr posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Emigrant.gr:

Share