14/09/2026
„ქალი ლურჯ კაბაში“ - მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი.
ლონდონის ტრაფალგარის მოედანზე, ცნობილ „მეოთხე პოსტამენტზე“, ახალი ქანდაკება „ქალი ლურჯ კაბაში“ (Lady in Blue) აღიმართა. მისი ავტორია ნიუ-იორკელი მხატვარი ჩაბალალა სელფი.
ეს ქანდაკება არც ისტორიულ პიროვნებას განასახიერებს და არც კერპად ქცეულ გმირს. იგი თანამედროვე, ჩვეულებრივი ქალაქელი ქალია , ერთგვარი სახე ყველა იმ ქალისა, რომელიც ყოველდღიურად ცხოვრობს, შრომობს, იბრძვის, ოცნებობს და საკუთარი მიზნებისკენ თავდაჯერებულად მიაბიჯებს.
ქალის წინ გადადგმული ნაბიჯი სიმბოლურად გამოხატავს საერთო მომავლისკენ სვლას ამბიციით, მიზანდასახულობითა და ოპტიმიზმით. მისი ამაყი პოზა ქალის ძალაზე, ღირსებასა და თავდაჯერებულობაზე გვესაუბრება, ხოლო მთლიანობაში ნამუშევარი თანასწორობის, საზოგადოებაში თითოეული ადამიანის ხილვადობისა და განსხვავებულობის დაფასების იდეას ატარებს.
ქანდაკება ასევე ასახავს თანამედროვე ლონდონს - მრავალეროვან, მრავალფეროვან და მუდმივად მოძრავ ქალაქს, სადაც სხვადასხვა კულტურისა და წარმოშობის ადამიანები საერთო სივრცესა და მომავალს ქმნიან.
„ქალი ლურჯ კაბაში“ გვახსენებს, რომ მონუმენტზე დგომას მხოლოდ მეფეები, მხედართმთავრები და წარსულის ცნობილი ადამიანები არ იმსახურებენ. ზოგჯერ ისტორიის ცენტრში შეიძლება იდგეს ჩვეულებრივი ქალი - ქალი, რომელიც ყოველდღიურობის ნაწილია, მაგრამ თავისი შრომით, სიმტკიცითა და მომავლის რწმენით საზოგადოებას ქმნის.
ეს არ არის უბრალოდ ქალის ქანდაკება - ეს არის ღირსების, თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და უკეთესი მომავლისკენ თამამად გადადგმული ნაბიჯის სიმბოლო.
(ფოტო გაზიარებული ჰქონდა ხათუნა შარაძეს. ინფორმაცია ქანდაკებაზე მოვიპოვე google დან.)