მაუწყებელი • Mautskebeli

მაუწყებელი • Mautskebeli Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მაუწყებელი • Mautskebeli, Media Agency, კოსტავას 30, Batumi.

“მაუწყებელი” არის ონლაინ მედია-პლატფორმა, რომელიც 2021 წლის 16 თებერვალს შეიქმნა.

ჩვენი გაძლიერებისთვის და დონაციისთვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს - mautskebeli.ge

28/09/2026

ამ წუთებში მადრიდის ცენტრალურ პუერტა-დელ-სოლის მოედანზე ასობით კარავია გაშლილი. მოქალაქეები გამოსახლებების შეჩერებას და ქირით მცხოვრები ადამიანების დაცვის გაძლიერებას მოითხოვენ.

ესპანეთი ე.წ. „მარიკარმენის დეკრეტის“ მოლოდინშია — საცხოვრებლის შესახებ ახალ დეკრეტს მთავრობა 29 სექტემბერს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განიხილავს და, შეთანხმების შემთხვევაში, დაამტკიცებს. დეკრეტი, არსებული პროექტის მიხედვით, გამოსახლებისგან დაცვის ზომებს, ქირის ხელშეკრულებების გაგრძელებას და სეზონური და ოთახების გაქირავების რეგულირებას ითვალისწინებს.

თუმცა, 28 სექტემბრის მდგომარეობით, კოალიციურ პარტნიორებს, პედრო სანჩესის სოციალისტურ პარტია PSOE-სა და მემარცხენე Sumar-ს, დეკრეტის საბოლოო ტექსტზე შეთანხმება ჯერ არ მიუღწევიათ. ესპანური მედიის ცნობით, კოალიციის მემარცხენე გაერთიანების წევრები მოიჯარეების უფრო ხანგრძლივ დაცვას, ქირის ხელშეკრულებების გაგრძელებასა და სეზონური და ოთახების გაქირავების უფრო მკაცრ რეგულირებას ითხოვს.

აქცია 26 სექტემბერს, 87 წლის მარიკარმენ აბასკალის გამოსახლების შემდეგ გამართული მასობრივი დემონსტრაციის დასრულებისას დაიწყო.

დემონსტრანტები გამოსახლებისგან დაცვის გაძლიერებას, ქირის ხელშეკრულებების ავტომატური გაგრძელებას, ქირის ფასების გაყინვას და სეზონური და ოთახების გაქირავების რეგულირებას მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ კარვებს მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებამდე არ დაშლიან. დეკრეტს, მინისტრთა საბჭოზე დამტკიცების შემდეგ, საბოლოოდ კონგრესის მიერ დამტკიცებაც დასჭირდება.

28/09/2026

რუსეთმა კიევის ცენტრში უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიულ შენობას დრონით დაარტყა. დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, კიევზე თავდასხმის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა.

დნეპრში ბიზნესცენტრზე თავდასხმას კი სამი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 19 ადამიანი.

ბოლო კვირებში რუსეთი უკრაინულ ქალაქებს უფრო სწრაფი, რეაქტიული დრონებით უტევს. ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინა მათგან მხოლოდ ნახევარზე ცოტა მეტის ჩამოგდებას ახერხებს.

„რუსეთი შეგნებულად აფართოებს იმის საზღვრებს, რასაც, მისი აზრით, მსოფლიო მოითმენს. ყოველი თავდასხმა, რომელსაც მკაცრი პასუხი არ მოჰყვება, მხოლოდ მომდევნოს წაახალისებს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ.

Meta-მ ბრაზილიის პრეზიდენტის კამპანიის Facebook რეკლამები ქვეყანაში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გათიშა. მიუხედავად ...
28/09/2026

Meta-მ ბრაზილიის პრეზიდენტის კამპანიის Facebook რეკლამები ქვეყანაში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გათიშა. მიუხედავად იმისა, რომ რეკლამები იმავე დღეს აღადგინა, ლულას კამპანიის ხელმძღვანელებს საჩივარზე Meta-ს ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ მიუღიათ.

„მშრომელთა პარტიამ“ (PT) და მისმა საარჩევნო კოალიციამ, „ბრაზილია მზადაა მეტისთვის“, საკითხის Meta-ს იურიდიული დეპარტამენტის მიერ განხილვა მოითხოვეს. ლულას იურისტებმა განაცხადეს, რომ შეზღუდვა პრეზიდენტს სხვა კანდიდატებთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. პარტია მომხდარის საარჩევნო სასამართლოში გადატანასაც განიხილავს.

არჩევნების პირველი ტური 4 ოქტომბერს ჩატარდება. 80 წლის ლულა მეოთხე და უკანასკნელი ვადით იყრის კენჭს, მისი მოწინააღმდეგე კი ყოფილი ულტრამემარჯვენე პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს, შვილი ფლავიო ბოლსონარუა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღიად უჭერს მხარს.

ლულამ არაერთხელ ისაუბრა ბრაზილიის არჩევნებში შესაძლო ამერიკული ჩარევის შესახებ. მისი თქმით, აშშ არჩევნებზე ზეგავლენას ეკონომიკური ზეწოლის გზით ცდილობს და ამის მაგალითად ივლისში დაწესებული ორი ახალი ტარიფი მოჰყავს.

ინციდენტს წინ უსწრებდა Amnesty International-ის ტესტირება, რომლის ფარგლებშიც Facebook-მა დეზინფორმაციის შემცველი 14 რეკლამიდან რვა დაამტკიცა — მათ შორის ერთ-ერთი მოქალაქეებს სამხედრო გადატრიალებისკენ მოუწოდებდა, თუკი ამომრჩეველთა აქტივობა 50%-ზე ნაკლები იქნებოდა. Amnesty International-ის ბრაზილიის დირექტორმა ეს ფაქტი „საგანგაშოდ“ შეაფასა.

ლულას მოკავშირეები აცხადებენ, რომ აშშ-ში დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიები ბოლსონარუს სასარგებლოდ მოქმედებენ. 2025 წლის დასაწყისში ცუკერბერგმა ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად არაერთი ნაბიჯი გადადგა. მათ შორის, Meta-მ აშშ-ში ფაქტების გადამოწმების პროგრამა მთლიანად გააუქმა. გადაწყვეტილების შესახებ Meta-მ განაცხადა, რომ ცვლილება უკავშირდებოდა პლატფორმებზე სიტყვის თავისუფლების გაფართოებას, მაშინ როცა რესპუბლიკელები Meta-ს ფაქტ-ჩექერებს კონსერვატიული კონტენტის წინააღმდეგ მიკერძოებაში ადანაშაულებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ლულას მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს დიდი ტექნოლოგიური კომპანიების რეგულირებას, რაც დაძაბულობას ქმნის როგორც თავად კომპანიებთან, ისე ტრამპის ადმინისტრაციასთან.

ზოჰრან მამდანიმ საკვების მიტანის სერვის DoorDash-ისგან 131.5 მილიონი დოლარის ოდენობის ისტორიულ კომპენსაციას მიაღწია . მი...
28/09/2026

ზოჰრან მამდანიმ საკვების მიტანის სერვის DoorDash-ისგან 131.5 მილიონი დოლარის ოდენობის ისტორიულ კომპენსაციას მიაღწია . მიზეზი ნიუ-იორკში კურიერებისთვის ანაზღაურების სისტემატური დაკლება გახდა.

ქალაქის მერიის განცხადებით, კომპანიამ „კურიერთა უფლებების დაცვის კანონმდებლობა“ უხეშად დაარღვია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს DoorDash-მა 1.4 მილიონი დოლარი დახარჯა კამპანიაში, რათა მამდანის არჩევისთვის ხელი შეეშალა.

დარღვევები 260 ათასზე მეტ კურიერს შეეხო. მათ ანაზღაურება ან დააკლეს, ან საერთოდ არ გადაუხადეს, ან ჩარიცხვა დაუგვიანეს.

„ეს არის დასაქმებულთა უფლებების დაცვის ყველაზე მასშტაბური შეთანხმება ნიუ-იორკის ისტორიაში და უდიდესი [ოდესმე არსებული] კომპენსაცია აშშ-ის კვების მიტანის სფეროში,“ - აღნიშნავენ მერიაში.

მამდანიმ დაამატა: „როდესაც ადამიანი შრომობს, ის იმსახურებს კუთვნილი ანაზღაურების დროულად და სრულად მიღებას - არა ხვალ, არა სასამართლოს შემდეგ, არამედ პირდაპირ და პატიოსნად.“

მერის მოადგილემ ეკონომიკური სამართლიანობის საკითხებში, ჯული სუმ, განაცხადა: „ამ შეთანხმების მასშტაბი გვიჩვენებს, თუ რამხელა ზიანი მოაქვს ხელფასის მითვისებას. თუმცა ისიც გამოჩნდა, რომ კანონის მკაცრ აღსრულებას რეალური შედეგი მოაქვს.“

შეთანხმების ფარგლებში, DoorDash-ი მონიტორინგის ახალ სისტემაში ჩაერთვება, რათა მომავალში კანონის დარღვევა გამოირიცხოს.

თავად DoorDash-ის განცხადებით, თანხის დაკლება ტექნიკურ შეცდომას უკავშირდება: „ეს უნებლიედ მოხდა, თუმცა ეს გამართლება არ არის... სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ და გულწრფელად ვწუხვართ.“

თანხის უდიდესი ნაწილი, 115 მილიონი დოლარი, პირდაპირ კურიერებს დაურიგდებათ, ხოლო დარჩენილი ნაწილი სამოქალაქო ჯარიმებსა და სასამართლო ხარჯებს მოხმარდება.

მომხმარებელთა და დასაქმებულთა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, სამუელ ლევინმა, Al Jazeera-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს შედეგი მამდანის ადმინისტრაციის სწორი სტრატეგიის დამსახურებაა: „მათ პროცესში საუკეთესო იურისტები, გამომძიებლები, მონაცემთა ანალიტიკოსები და ეკონომისტები ჩართეს, რათა დარღვევები ოპერატიულად გამოვლენილიყო და ხალხს კუთვნილი ფული დაბრუნებოდა.“

თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ.სამხარაულის ექსპერტიზი...
28/09/2026

თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, სკოლა რეაბილიტაციას ექვემდებარება, თუმცა უკვე მესამე წელია, მოსწავლეები ორ სხვადასხვა სკოლაში არიან განაწილებულები.

აქციის მონაწილეები პროტესტს გააგრძელებენ, სანამ განათლების სამინისტრო სკოლის რეაბილიტაციას მოთხოვნას არ დაკმაყოფილებს.

📍ხვალ 14:00 საათზე 166-ე სკოლის ეზოში მორიგი აქცია დაანონსდა.

ემიგრაციის ისტორია მხოლოდ იმ ადამიანების ამბავი არ არის, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს. ეს არის ისტორია ქვეყნის, რომელმაც ვე...
27/09/2026

ემიგრაციის ისტორია მხოლოდ იმ ადამიანების ამბავი არ არის, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს. ეს არის ისტორია ქვეყნის, რომელმაც ვერ შექმნა საკმარისი პირობები, რომ ადამიანებს საკუთარი შრომით სამშობლოში ღირსეულად ეცხოვრათ.

ბოლო წლებში საქართველოდან წასული ადამიანების მასშტაბი აჩვენებს, რამდენად არის ემიგრაცია დაკავშირებული დაბალ და უთანასწორო ანაზღაურებასთან, დაუცველ შრომასთან, ვალებთან, საცხოვრებლის პრობლემასთან და პოლიტიკური პერსპექტივის დაკარგვასთან. ამ ადამიანების შრომა კი საქართველოს ეკონომიკისთვის კვლავ მნიშვნელოვანია — ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფული ათასობით ოჯახს ეხმარება და ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებს.

თუმცა, მაშინ, როცა ემიგრანტები საკუთარი შრომითა და შემოსავლით ქვეყნის ეკონომიკაში მონაწილეობენ, მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლების განხორციელება ქვეყნის გარედან შეეზღუდათ. დღეს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და მუშაობს, ხმის მისაცემად საქართველოში დაბრუნება უწევს. რას ნიშნავს ეს ცვლილება ემიგრანტებისთვის და როგორია მათი ცხოვრება ქვეყნის ფარგლებს გარეთ? ამ და სხვა საკითხებზე ვრცლად სტატიაში

26/09/2026

ბრიტანული ჯგუფის Massive Attack-ის წევრი, რობ დელ ნაია, ლეიბორისტული პარტიის ყრილობის მიმდებარე ტერიტორიაზე ტერორიზმის შესახებ კანონის საფუძველზე დააკავეს.

მუსიკოსი მშვიდობიან აქციას მართავდა და ხელში ეკავა აბრა წარწერით: „მე ვეწინააღმდეგები გენოციდს – მხარს ვუჭერ Palestine Action-ს“.

დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც დელ ნაია, ორგანიზაცია Palestine Action-ის თანადამფუძნებელ ჰუდა ამორისა და უფლებადამცველ მაიკლ მენსფილდთან ერთად, პრემიერ-მინისტრს ორგანიზაციის აკრძალვის გაუქმებისკენ მოუწოდებს.

2025 წელს მთავრობამ Palestine Action ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და აკრძალა, ჯგუფი წლების განმავლობაში საბოტაჟს უწყობდა ისრაელის იარაღის მწარმოებელ ქარხნებს ბრიტანეთში. მას შემდეგ ქვეყანაში 3,000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს — მათ შორის ისინიც, ვინც უბრალოდ სიტყვით ან ბანერით გამოხატავდნენ სოლიდარობას.

26/09/2026

უსიამოვნო სუნი, დაუფარავი ნარჩენები და არაეფექტური გამწმენდი სისტემა, ადგილობრივი მცხოვრებლები დიდი ლილოს ნაგავსაყრელის დახურვას და ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას ითხოვენ.

დღეს 26 სექტემბერს გარშემო სოფლების მაცხოვრებლები ამ მოთხოვნით ნასაგურში იკრიბებიან.

კვირას, 27 სექტემბერს, კინოთეატრ Fomo-ში დათო ლობჟანიძის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება.ფილმი მოგვი...
25/09/2026

კვირას, 27 სექტემბერს, კინოთეატრ Fomo-ში დათო ლობჟანიძის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება.

ფილმი მოგვითხრობს ქართულ-ესტონური არქიტექტორების კოლექტივზე - Garbage Kids.

არქიტექტორები ნიკა, ულა და ლუკა, თავის პროფესიულ ცოდნას იყენებენ უნიკალური და მდგრადი ნამუშევრებს შესაქმნელად — ნივთები სრულად შეგროვებული ხისა და მეორადი მასალებისგან ქმნიან.

ყოველი ნამუშევარი, რომელსაც კოლექტივი ქმნის, ხანგრძლივი ფიქრის, განხილვის, ესკიზებზე მუშაობისა და წარმოსახვითი სამყაროების შექმნის შედეგია. საბოლოოდ, იქმნება უნიკალური ნივთები, რომლებიც განსაკუთრებული ხასიათისა და ისტორიების მქონე ქმნილებებად გვევლინებიან.

ფილმი ასახავს კოლექტივის შემოქმედებითი პრაქტიკის პროცესს და ფილოსოფიას, ასევე, ტალინში, გამოფენა Shadow Objects-ისთვის მზადების პერიოდს.

📍კინოთეატრი Fomo, “ბაზარი ორბელიანზე”, ვეკუას 3ა.

ჩვენებაზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა შეგიძლიათ კინოთეატრ Fomo-ს ვებგვერდზე: fomocinema.ge.

25/09/2026

ნიუ-იორკში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ღაზაში მიმდინარე გენოციდის საწინააღმდეგო აქციაზე, პოლიციამ ჰოლივუდის მსახიობები სუზან სარანდონი და ჰანა აინბინდერი დააკავა.

აქცია ორგანიზაციამ „ებრაული ხმა მშვიდობისთვის“ მოაწყო. დემონსტრაცია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ნეთანიაჰუს გამოსვლას აპროტესტებდა. მონაწილეებს ეჭირათ ბანერები წარწერებით: „შეწყვიტეთ ისრაელის შეიარაღება“ და „დაასრულეთ გენოციდი“. ორგანიზატორების ცნობით, დაახლოებით 100 ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, პროტესტის ნიშნად, ნეთანიაჰუს გამოსვლამდე გაეროს ათობით დელეგატმა გენერალური ასამბლეის დარბაზი დატოვა. ნეთანიაჰუმ მათ „მორალური მშიშრები“ უწოდა.

ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზაში თითქმის 74 ათასი ადამიანი მოკლეს. 2025 წლის ოქტომბრის ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ისრაელის იერიშები გრძელდება: მხოლოდ წელს 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გაეროს ცნობით, ღაზის ნაგებობების 80% დანგრეული ან დაზიანებულია, 1.9 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია და მათგან 1.2 მილიონი კარვებში ცხოვრობს.

Address

კოსტავას 30
Batumi
6010

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მაუწყებელი • Mautskebeli posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to მაუწყებელი • Mautskebeli:

Shortcuts

Share

Category